| ავტორი: სანდრო ბერიძე ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 24 ნოემბერი, 2010 |
სასაცილოა ფილოსოფოსი, რომელსაც ცოლი ჰყავს. ფრიდრიხ ნიცშე
ნუ მისცემთ წმიდას ძაღლებს და ნურც თქვენს მარგალიტებს დაუყრით წინ ღორებს, რათა ფეხებით არ გათელონ ისინი და შემობრუნებისას თქვენც არ დაგგლიჯონ.
მათე 7.6
რა არის ფილოსოფია? - ფილოსოფია შემთხვევავაა, შეიძლება ითქვას რომ საბედისწერო შემთხვევა; და როგორ შეიძლება აუხსნა ადამიანს იგი, თუკი ეს ადამიანი არ ყოფილა ამ შემთხვევის ადგილზე, თუკი მას არ დამართნია ეს შემთხვევა? მოდით ისიც ვთქვათ თუ როგორ უყურებს ასეთი ადამიანი ფილოსოფიას, - ფილოსოფია მისთვის პირველ რიგში რომელიმე ცნობილი ფილოსოფოსის სახელი და გვარი, ან მის მიერ ნათქვამი აფორიზმია; ან ფილოსოფია მოიაზრება როგორც მეცნიერების დარგი(მსგავსად ფიზიკისა, ქიმიისა და ა.შ.). სინამდვილეში ფილოსოფია არც ერთია, და არც მეორე, არც უნივერსიტეტის მიერ გაცემული დიპლომია, და არც პროფესორის თანამდებობა, და თუნდაც ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორის პოსტიც კი. როგორც უკვე მოგახსენეთ, ფილოსოფია შემთხვევაა, შემთხვევა რომელიც უნდა დაგემართოს, იმისთვის რომ გაიგო თუ რა არის ფილოსოფია. აქედან გამომდინარე შესაძლოა ისეთი შთაბეჭდილება დარჩეს მსმენელს, თითქოს ფილოსოფიის გაგება არის თვითმიზანი და ამის გამო რაღაც შემთხვევის ძიება არის საჭირო. საქმე იმაშია, რომ სინამდვილეში შემთხვევას ძიება არ სჭირდება, შემთხვევა ხდება ყოველთვის და ყველგან, მაგრამ ხშირად ვერ ვხვდებით, რომ ყველაფერი შემთხვევით ხდება, ამიტომ თვითმიზანი არა თავისთავად ფილოსოფიის, როგორც მეცნიერების დარგის გაგებაა, არამედ თვითმიზანი ისეთი ფილოსოფიის გაგებაა, როგორიც არის შემთხვევა. მაგალითად მე შემიძლია განვაგრძო თხრობა და დავწერო ის რასაც ვწერ, მაგრამ თუკი მეზობელ ოთახში მძინარე ჩემი შვილი გაიღვიძებს, ჩვილისთვის დამახასიათებელი უმიზეზო(შესაძლოა მიზეზიც ჰქონდეს) ტირილით, მაშინ მე იძულებული ვიქნები შევწყვიტო თხრობა და როცა ხელახლა დავუბრუნდები საწერ მაგიდას, მართალია განვაგრძობ წერას შეწყვეტილი ადგილიდან, მაგრამ ვიტყვი იმას, რაც შესაძლოა არ მეთქვა იმ შემთხვევაში, წერა რომ არ შემეწყვიტა, და ასევე შესაძლოა ვეღარ ვთქვა ის, რასაც ვიტყოდი მაგიდიდან აუდგომლობის შემთხვევაში. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ რასაც ვლაპარაკობ, და როგორც ვლაპარაკობ, ყველაფერი ის, რისი გადმოცემაც მინდა, და რატომაც მინდა ეს გადმოცემა, ყველაფერი ეს შემთხვევითია. არავითარი კანონზომიერება და გათვლა არ მამოძრავებს. მეორე მხრივ თქვენ მისმენთ, თუ კითხულობთ იმას, რასაც ახლა მე ვწერ, და ესეც შემთხვევითია. თქვენ შემთხვევით მოხვდით აქ, და ასევე შემთხვევით ისეთი რამ შეიძლება წამოვროშო რომ იძულებული იქნებით დატოვოთ აქაურობა; მაგრამ მე სულ ვცდილობ ისეთი რამ ვთქვა, რომ თქვენ არ გაგიჩნდეთ აქაურობის დატოვების სურვილი. ვცდილობ, მაგრამ მგონი არ გამომდის, ესეც იმ შემთხვევის გამო ხდება, რომ საჭირო სიტყვებს ვერ ვპოულობ. აი, თქვენს წინაშე წარვსდექი ისეთი როგორიც ვარ, და მგონია რომ მნიშვნელოვანი რაღაც უნდა გითხრათ, სამაგიეროდ კი მცირე გასამრჯელოს ვითხოვ თქვენგან, - აი ისე, როგორც ქუჩის ჯამბაზები რომ აგროვებენ ფულს გარშემო მდგომი ადამიანებისგან. დღეს როცა აუცილებელი პროდუქტების გარეშე დარჩენილ ცოლშცილს ვხედავ, დიახაც ფულის მიღება მწადია ჩემს ნააზრევში, და გამოდის რომ თქვენ გატყუებთ, იმის მოსასმენად მოგიწვიეთ, მხოლოდ იმიტომ ხართ აქ, რომ მუცელი ამოვუროყო ჩემს ცოლშვილს(და მეც მათ შორის). კი, მაგრამ თქვენ მეტყვით, რითი განსხვავდება ეს ფილოსოფია, რომელსაც მე ვქადაგებ, იმ ფილოსოფიისაგან, რომელსაც გამართულად, ყოველგვარი მიკიბმოკიბვის გარეშე წაიკითხავს რომელიმე უნივერსიტეტის პატივცემული პროფესორი? მასაც ხომ მატერიალური სიკეთის მიღება სწყურია, თან ეს საკითხი ისე აქვს მოგვარებული რომ ქუჩის ჯაბაზობა არ უწევს და სოლიდურ დარბაზში გამოდის, ასევე სოლიდური აუდიტორიის წინაშე; მაგრამ განსხვავება სწორედ იმაშია რომ როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ეს ფილოსოფია შემთხვევითია და აქ წინასწარ არაფერი არის გათვლილი, მათ შორის ჩემი ცოლი და შვილი - შემთხვევით არიან ჩემს გვერდით. არავითარი კანონზომიერება არ მაიძულებდა შემერთო ცოლი იმ მიზნით რომ მემკვიდრე შემძენოდა, ისევე როგორც არავითარი კანონზომიერება არ განაპირობებს იმას რომ ისინი მომავალშიც იქნებიან ჩემს გვერდით. ამ შემთხვევაში ლაპარაკია ორი სახის მსოფლმხედველობაზე, ერთი მხრივ პროფესორზე რომელსაც ჰგონია რომ კანონზომიერად იკავებს აღნიშნულ თანამდებობას, და მეორე მხრივ ლაპარაკია კასრის მაგვარ სივრცეში მაცხოვრებელ ბოგანოზე, რომელიც შემთხვევით სუნთქავს. ერთი შეხედვით ეს უკანასკნელი მეტად სასაცილოდ გამოიყურება, ცოლი ჰყავს, წვრილშვილიც შესძენია, ის კი მაინც მიწას ჩიჩქნის და ცაზე მოკიაფე ვარსკვლავებს შესცქერის, მაგრამ სიცილზეც შეიძლება სიცილი, როცა ამის შემთხვევა მოგვეცემა, და ეს იცის ამ ბოგანომ, იცის რომ თუკი შენ არ გეშინია დაცინვის, მაშინ დაცინვასაც არ იმსახურებ. ხოლო პროფესორი ამას ვერ ხედავს, კანონზომიერების ფარდა ხელს უშლის ამაში. თუმცა შემთხვევითი სიო თუ ნიავქარი ააფრიალებს ხოლმე ამ ფარდას, მაგრამ ფარდა მაინც უცვლელად იქნება დაკიდებული, თუკი პატრონს ასე სურს. პროფესორი სასაცილოა, მიუხედავად იმისა რომ მას არც ცოლი ჰყავს, არც შვილი(შეიძლება ჰყავს კიდეც, ეს არ არის მთავარი განმსაზღვრელი), დრო და ფულიც საკმარისზე მეტი აქვს იმისთვის რომ ჩაუღრმავდეს ამა თუ იმ საჭირბოროტო საკითხს და მთელი დღე-ღამე წიგნების წერა-კითხვაში გაატაროს თავის კომფორტულ აპარტამენტში; მაგრამ ის სასაცილოა სწორედ იმიტომ რომ აბსოლიტური კანონზომიერების სჯერა, ამ კანონზომიერებაზეა იგი ჯვარდაწერილი, იგია მისი ცოლი და მომავალი ბავშვების დედა. ასე რომ ფილოსოფიაზე მსჯელობა გრძელდება: პროფესორი თავისი კათედრიდან მიმართავს აუდიტორიაში გარკვეული წესით მოხვედრილ კანონიერ მსმენელს, ხოლო ბოგანო, ჯამბაზი ქუჩაში შემთხვევით შეხვედრილ ადამიანებს მოუხმობს, დიახ ფულის საშოვნელად, მაგრამ როცა ხედავს რომ უბედური შემთხვევის გამო ქუჩა ცარიელია და ყველანი გარდაცვილი სულიერების ქელეხში გასაძღომად წასულან, რაღა დარჩენია, უსასყიდლოდ აგრძელებს დაწყებულ საქმეს. ოღონდ ნუ დაუჯერებთ იმას, ვინც იტყვის რომ უანგაროა. უანგარო მხოლოდ ის მებაღეა, რომლის ვაშლი არანაირ ფასად არ გაიყიდა და იგი იძულებულია უფასოდ დაცალოს ზურგსმოგდებული ტომარა, რათა ამით შვება მოუტანოს საკუთარ მხრებს და შემთხვევით შეხვედრილ სხვა ადამიანსაც მისცეს პირის გასველების შესაძლებლობა, - სასარგებლო საქმე გააკეთოს საკუთარი თავისთვის და სხვისთვისაც. ახლა ალბათ ზემოთ ნახსენები წარმატებული პროფესორის რომელიმე შეგირდი იტყვის რომ ეს მებაღე უანგარო კი არა, სინამდვილეში ხელმოცარულია. "ჩვენისთანების წარმატებისა შურს და ამიტომ მოუგონებია ათასი ხრიკი, რათა თავისი უიღბლობა გაამართლოს". დიახ! დიახ! დიახ! და ათასჯერ დიახ! - ვეტყვი მათ ვინც ასე ფიქრობს, - თქვენ მართლები ხართ, წარმატება ყველაფერია, წარუმატებლობა კი არაფერი. ალბათ ახლა მზად ხართ ეს ტექსტი ფურთხის ღირსადაც არ ჩათვალოთ და ირონიული ღიმილით განაგრძოთ ჩვეული საზრდოს მიღება, მაგრამ სანამდე ამას გააკეთებდეთ, მინდა გითხრათ რომ ეს მხოლოდ შესავალი იყო, რომელსაც რკოს ფორმა მინდოდა რომ ჰქონოდა, მიმიხვდებით ალბათ რატომაც.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ძალიან საინტერესოა....... ძალიან...... :) ძალიან საინტერესოა....... ძალიან...... :)
9. ””””რა არის ფილოსოფია? - ფილოსოფია შემთხვევავაა, :”””” -> მოდი აქედან დავიწყოთ. იქნებ დააკონკრეტო რომელი განმარტებითი ფილოსოფიიდან არის? რას ქვია შემთხვევაა? შემთხვევით ”შიდსი”-ც არ გადადის მიუხედავად იმისა იცის თუ არა რომელიმემ აქვს თუ არა ”შიდსი”. ეს მისი ქვეცნობიერული გაცნობიერებული მდგომარეოპბაა რომელიც მოქმედების შემდეგ ამოტივტივდება გონებაში ფიქრად.
ფილოსოფია ვედებში ღმერთს ნიშნავს . რა ვქნათ როგორ მოვიქცეთ ვის დავუჯეროთ ”სანდროს” : ”ვედებს”: კონფუცის: არისტოტელეს: ჰეგელს ; ნიცშეს ; ვის?
სანდრო მე გეუბნები რომ შენ ცდები,... მაგრამ ეს არ ხდება შემთხვევით. ეს ის გამიზნული ქმედებაა როცა მე ვაცობიერებ ჩემს ემოციას. მაგრამ ამ დროს მე პარალელურად ვსუნთქავ და თვალებს ვაფახურებ, ასევე ვფიქრობ ქალზე რომელიც მინდა გავჯიმო ეს ყველაფერი პარალელურად ხდება გარდა იმისა რომ მე ამას ვწერ. მაგრამ ეს არ არის შემთხვევითი რადგან მე ეს მინდოდა ასე ყოფილიყო. ყველა ქმედება ფიქრისა და ფიქრში დაბადებული ცნობიერი თუ არაცნობიერი სურვილების შედეგია. ის რასაც ენერგია გაჩნია შედეგს იძლევა. არ ააქვს მნიშვნელობა უარყოფითია ეს თუ დადებითი. მთავარი აქ შედეგია. ფიქრი სიტყვა და მოქმედება უდიდესი ენერგიის მატარებელია. აქედან გამომდინარე შენ რომ აქ რამეს გაიფიქრებ დაისურვებ, ის შეიძლება მრავალი წლის ან საუკუნის შემდგ აგისრულდეს ისე რომ შენ ამის არც წარმომავლობა გახსოვდეს და არც ის რომელ სხეულში ისურვა შენმა გონებამ ეს. მაგრამ ეს სურვილის ინფორმაცია იმდენად ღრმა და სასურველი იყო შენთვის რომ ის სულმა დაიმახსოვრა და შემდეგში განახორციელა ისე რომ შენ ეს შემთხვევა შეიძლება გეგონოს.
ის ფიქრი რომელიც შენ მაგიდასთან ადგომამდე გქონდა და რომელიც უნდა დაგეწერა რატომ ხარ დარწმუნებული რომ იმ ბავშვმა არ მოგპარა რომელმაც გაიღვიძა და იტირა? ან შენ მიეცი მას ქვეცნობიერად ეს ინფორმაცია ისე რომ საერთოდ ვერ გაიგე ამის შესახებ. და როცა ბავშვი გაიზრდება ის ამას იტყვის ისე რომ არავის ექნება ამის შესახებ ნასწავლი მისთვის. ამ დროს კი შენ იტყვი ”ეს კადრი ხომ ჩემია? ეს სიტყვები ხომ მე მეკუთ[ნის? საიდან? დეჟავიუა? ”””” ეს ინფორმაციის გაუთავებელი მიმოსვლაა რომელიც უნდა აკონტროლო
ვფიქრობ ავტორს კარგად აქვს ჩამოყალიბებული თეორია თუმცა მას აუცილებლად ჭირდება განვრცობა და მეტი სიღრმისეული დაფიქრება თუ როგორი ფორმა აქვს ზოგადად ფილოსოფიას ადამიანის შინაგან სამყაროში.
პატივისცემით ”დიადი ბლაგვი” ””””რა არის ფილოსოფია? - ფილოსოფია შემთხვევავაა, :”””” -> მოდი აქედან დავიწყოთ. იქნებ დააკონკრეტო რომელი განმარტებითი ფილოსოფიიდან არის? რას ქვია შემთხვევაა? შემთხვევით ”შიდსი”-ც არ გადადის მიუხედავად იმისა იცის თუ არა რომელიმემ აქვს თუ არა ”შიდსი”. ეს მისი ქვეცნობიერული გაცნობიერებული მდგომარეოპბაა რომელიც მოქმედების შემდეგ ამოტივტივდება გონებაში ფიქრად.
ფილოსოფია ვედებში ღმერთს ნიშნავს . რა ვქნათ როგორ მოვიქცეთ ვის დავუჯეროთ ”სანდროს” : ”ვედებს”: კონფუცის: არისტოტელეს: ჰეგელს ; ნიცშეს ; ვის?
სანდრო მე გეუბნები რომ შენ ცდები,... მაგრამ ეს არ ხდება შემთხვევით. ეს ის გამიზნული ქმედებაა როცა მე ვაცობიერებ ჩემს ემოციას. მაგრამ ამ დროს მე პარალელურად ვსუნთქავ და თვალებს ვაფახურებ, ასევე ვფიქრობ ქალზე რომელიც მინდა გავჯიმო ეს ყველაფერი პარალელურად ხდება გარდა იმისა რომ მე ამას ვწერ. მაგრამ ეს არ არის შემთხვევითი რადგან მე ეს მინდოდა ასე ყოფილიყო. ყველა ქმედება ფიქრისა და ფიქრში დაბადებული ცნობიერი თუ არაცნობიერი სურვილების შედეგია. ის რასაც ენერგია გაჩნია შედეგს იძლევა. არ ააქვს მნიშვნელობა უარყოფითია ეს თუ დადებითი. მთავარი აქ შედეგია. ფიქრი სიტყვა და მოქმედება უდიდესი ენერგიის მატარებელია. აქედან გამომდინარე შენ რომ აქ რამეს გაიფიქრებ დაისურვებ, ის შეიძლება მრავალი წლის ან საუკუნის შემდგ აგისრულდეს ისე რომ შენ ამის არც წარმომავლობა გახსოვდეს და არც ის რომელ სხეულში ისურვა შენმა გონებამ ეს. მაგრამ ეს სურვილის ინფორმაცია იმდენად ღრმა და სასურველი იყო შენთვის რომ ის სულმა დაიმახსოვრა და შემდეგში განახორციელა ისე რომ შენ ეს შემთხვევა შეიძლება გეგონოს.
ის ფიქრი რომელიც შენ მაგიდასთან ადგომამდე გქონდა და რომელიც უნდა დაგეწერა რატომ ხარ დარწმუნებული რომ იმ ბავშვმა არ მოგპარა რომელმაც გაიღვიძა და იტირა? ან შენ მიეცი მას ქვეცნობიერად ეს ინფორმაცია ისე რომ საერთოდ ვერ გაიგე ამის შესახებ. და როცა ბავშვი გაიზრდება ის ამას იტყვის ისე რომ არავის ექნება ამის შესახებ ნასწავლი მისთვის. ამ დროს კი შენ იტყვი ”ეს კადრი ხომ ჩემია? ეს სიტყვები ხომ მე მეკუთ[ნის? საიდან? დეჟავიუა? ”””” ეს ინფორმაციის გაუთავებელი მიმოსვლაა რომელიც უნდა აკონტროლო
ვფიქრობ ავტორს კარგად აქვს ჩამოყალიბებული თეორია თუმცა მას აუცილებლად ჭირდება განვრცობა და მეტი სიღრმისეული დაფიქრება თუ როგორი ფორმა აქვს ზოგადად ფილოსოფიას ადამიანის შინაგან სამყაროში.
პატივისცემით ”დიადი ბლაგვი”
8. ”შემთხვევითობის ფილოსოფია” ხომ არა არის ეს შემთხვევითი ფილოსოფია... შესავალშივე გამარკვიეთ და მოგყვებით მერე... ან პირიქით :)
”...შესავალი ანუ პირიქით”, კი უფრო სოფიზმის შთაბეჭდილებას ტოვებს, ერთი შეხედვით, თუმც ვეჭვობ მთლად ასე მარტივად იყოს საქმე... ერთხელაც გადავიკითხავ ”შემთხვევით” და ვნახავ რა შეიცვლება :) ავტორი უაღრესად საინტერესო... არ უნდა იყოს ეს შემთხვევითი ამბავი :) ”შემთხვევითობის ფილოსოფია” ხომ არა არის ეს შემთხვევითი ფილოსოფია... შესავალშივე გამარკვიეთ და მოგყვებით მერე... ან პირიქით :)
”...შესავალი ანუ პირიქით”, კი უფრო სოფიზმის შთაბეჭდილებას ტოვებს, ერთი შეხედვით, თუმც ვეჭვობ მთლად ასე მარტივად იყოს საქმე... ერთხელაც გადავიკითხავ ”შემთხვევით” და ვნახავ რა შეიცვლება :) ავტორი უაღრესად საინტერესო... არ უნდა იყოს ეს შემთხვევითი ამბავი :)
7. ირონიული ღიმილით განაგრძოთ ჩვეული საზრდოს მიღება, მაგრამ სანამდე ამას გააკეთებდეთ, მინდა გითხრათ რომ ეს მხოლოდ შესავალი იყო, რომელსაც რკოს ფორმა მინდოდა რომ ჰქონოდა, მიმიხვდებით ალბათ რატომაც.
საინტერესოა... თუმცა მე მაინც მგონია, რომ შემთხვევით არაფერი ხდება ამქვეყნად, პირადად მე შემთხვევითობას აბსოლუტურად გამოვრიცხავ, რადგან ყოველ ფიქრსა და ყოველ აზრს, ყოველ ქმედებას თავისი მიზეზი აქვს... ადამიანის გონებიდან გამომავალი ყოველი ფიქრი თავის გამართლებას ეძებს სამყაროში და პოულობს. არა, შემთხვევით მაინც მგონია, რომ არაფერი ხდება. თუმცა თემა აშკარად საინტერსოა, ბატონო სანდრო, საინტერესო და არა შემთხვევითი :) ირონიული ღიმილით განაგრძოთ ჩვეული საზრდოს მიღება, მაგრამ სანამდე ამას გააკეთებდეთ, მინდა გითხრათ რომ ეს მხოლოდ შესავალი იყო, რომელსაც რკოს ფორმა მინდოდა რომ ჰქონოდა, მიმიხვდებით ალბათ რატომაც.
საინტერესოა... თუმცა მე მაინც მგონია, რომ შემთხვევით არაფერი ხდება ამქვეყნად, პირადად მე შემთხვევითობას აბსოლუტურად გამოვრიცხავ, რადგან ყოველ ფიქრსა და ყოველ აზრს, ყოველ ქმედებას თავისი მიზეზი აქვს... ადამიანის გონებიდან გამომავალი ყოველი ფიქრი თავის გამართლებას ეძებს სამყაროში და პოულობს. არა, შემთხვევით მაინც მგონია, რომ არაფერი ხდება. თუმცა თემა აშკარად საინტერსოა, ბატონო სანდრო, საინტერესო და არა შემთხვევითი :)
6. მძულს ვისაც ფიქრის ეშინია! დიახ! დიახ! დიახ! და ათასჯერ დიახ! -
რკოს ფორმა დაგვცინის ეს კაცი ველური. 2010-11-24 01:08:47
ნეტავ რას გორაობ? შესაფერი სიცილიც კი არ გძალუძს??? თუმცა სასაცილოს ვერ ვხედავ!!!!!!!!!!!!!!! არ მიპასუხო! მე არ მეცინება!!!!! მძულს ვისაც ფიქრის ეშინია! დიახ! დიახ! დიახ! და ათასჯერ დიახ! -
რკოს ფორმა დაგვცინის ეს კაცი ველური. 2010-11-24 01:08:47
ნეტავ რას გორაობ? შესაფერი სიცილიც კი არ გძალუძს??? თუმცა სასაცილოს ვერ ვხედავ!!!!!!!!!!!!!!! არ მიპასუხო! მე არ მეცინება!!!!!
5. საინტერესო მოსაზრება მოვისმინე თქვენგან ფილოსოფიაზე ბატონო სანდრო!!! შთამბეჭტავი იყო!!! მაგრან არის ის რაც გაცილებით და შორს მდგომი, შესაბამისად არა ახლოს, სივრცის მიღმა ტრიალებს. აზრი და მეხსიერება. მეხსიერება, რაც მეტ-ნაკლებად პასუხობს შემთხვევითობას, პასუხობს, მაშინ, როცა ჯერ თავად შემთხვევა არ მომხდარა, მოკლედ ჯერ არ ამდგარხართ მაგიდიდან და ისევ წერის პროცესში ხართ. იცით რატომ? იმიტომ, რომ მანამდე შემთხვევამ დაგსვათ მაგიდასთან!!! ხოლო აზრი, რომელიც შემთხვევითარ ყალიბდება, არამედ ის რაღაც ქმედების შემდეგ იბადება, ასევე საზოგადოა და პირორიტეტული თავად საზოგადოებისთვის. ფილოსოფია ეს იმ საგანთა ერთობლიობააა, რომელიც თავად შემთხვევამ შვა... ე.ი. აზრმა და მეხსიერება. მოკლედ გაუბერეეე ახლა მე და სჯობს დროზე წავიდე, თორემ ვერ გავჩერდები!!! ;) :) :) კრიტიკა-პუნლიცისტიკას კი ჩემგან სრული მოწონება, რადგან აზრი და მეხსიერების ნაყოფია!!! გაიხარე შენა!!! საინტერესო მოსაზრება მოვისმინე თქვენგან ფილოსოფიაზე ბატონო სანდრო!!! შთამბეჭტავი იყო!!! მაგრან არის ის რაც გაცილებით და შორს მდგომი, შესაბამისად არა ახლოს, სივრცის მიღმა ტრიალებს. აზრი და მეხსიერება. მეხსიერება, რაც მეტ-ნაკლებად პასუხობს შემთხვევითობას, პასუხობს, მაშინ, როცა ჯერ თავად შემთხვევა არ მომხდარა, მოკლედ ჯერ არ ამდგარხართ მაგიდიდან და ისევ წერის პროცესში ხართ. იცით რატომ? იმიტომ, რომ მანამდე შემთხვევამ დაგსვათ მაგიდასთან!!! ხოლო აზრი, რომელიც შემთხვევითარ ყალიბდება, არამედ ის რაღაც ქმედების შემდეგ იბადება, ასევე საზოგადოა და პირორიტეტული თავად საზოგადოებისთვის. ფილოსოფია ეს იმ საგანთა ერთობლიობააა, რომელიც თავად შემთხვევამ შვა... ე.ი. აზრმა და მეხსიერება. მოკლედ გაუბერეეე ახლა მე და სჯობს დროზე წავიდე, თორემ ვერ გავჩერდები!!! ;) :) :) კრიტიკა-პუნლიცისტიკას კი ჩემგან სრული მოწონება, რადგან აზრი და მეხსიერების ნაყოფია!!! გაიხარე შენა!!!
4. ფილოსოფია ცხოვრებაა :) ფილოსოფია ცხოვრებაა :)
3. რკოს ფორმა =)) დაგვცინის ეს კაცი :)) რკოს ფორმა =)) დაგვცინის ეს კაცი :))
2. ჩემთვის ფილოსოფია აზროვნებაა, ფარგლებს მიღმა, თუნდაც ცნობილი ფილოსოფოსების აზროვნების მიღმაც. ავტორიტეტების გარეშე და რაც მთავარია საკუთარი ცნობიერების პირისპირ.
ჩემთვის ფილოსოფია აზროვნებაა, ფარგლებს მიღმა, თუნდაც ცნობილი ფილოსოფოსების აზროვნების მიღმაც. ავტორიტეტების გარეშე და რაც მთავარია საკუთარი ცნობიერების პირისპირ.
1. საინტერესო თემაა ფრიად:) მაგრამ მე მაინც ვფიქრობ რომ პროფესორიც შემთხვევის წყალობით გახდა პროფესორი და არა კანონზომიერების გამო
:) :)
ყველაფერი ცხოვრებაში ხდება შემთხვევით და დასკვნა: ცხოვრება ფილოსოფიაა:) :D საინტერესო თემაა ფრიად:) მაგრამ მე მაინც ვფიქრობ რომ პროფესორიც შემთხვევის წყალობით გახდა პროფესორი და არა კანონზომიერების გამო
:) :)
ყველაფერი ცხოვრებაში ხდება შემთხვევით და დასკვნა: ცხოვრება ფილოსოფიაა:) :D
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|