 | ავტორი: ემარეტა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 1 დეკემბერი, 2010 |
ოთახი იყო_მიტოვებული კაცთაგან _შიშველი კედლებით და აყრილი იატაკით. სანამ სიცივე დაისადგურებდა , სინათლე ენთო . ვენებგადაჭრილ, უსიცოცხლო ადამიანს რომ იპოვიან საკუთარ ოთახში..მისი შეუდედებელი სისხლის გუბესავით იდგა ჩამონგრეული ჭერის სიცარიელიდან ჩამოღვენთილი ცის წვეთები, ერთადერთ ნათელ ადგილად ქცეული ჩაბნელებულ კედლებს შორის.. -სანამ გავუსწრებ უნდა წავიდე , რომ სიცივემ არ შემაწუხოს და დღეს ლოცვაც არ მშველის ისე შევსცოდე(ან შესცოდეს) რომ დავიბადე….. -ყველაფერი თავიდანვე უნდა გეფიქრა ! თავიდან უნდა დაგეწყო , ეძებდი მუწვდომელ გზებს , ეძებდი განათებულ ოთახებს და მასში ხედავდი შენი ოცნებების ასრულებას , შენი ტკივილებისგან განკურნებას და ახლა იმედი გეწურება,ყველაფრისგან შორს გინდა ! არაფერი დატოვო საკუთარი აქ,ის, რაც შენ თავს გაახსენებს ვინმეს; როცა წვები და იკრუნჩხები ტკივილისაგან , სადღაც გულში, სადღაც კუნთებში თუ ვინ იცის ... როგორ მიგასწავლო, თუ რა გტკივა?!გახსოვს , ბალიშის ქვეშიდან რომ ამოაძვრინე ბავშვობის ფოტო , მომღიმარი იყავი და არაფერი გადარდება . ნეტა გცოდნოდა ასე რომ გაგაფუჭებდა წლები , გაგძარცვავდა და ტუჩის კუთხეში მხოლოდ პატარა ღიმილს შეგარჩენდა, მოპარულს ბავშვობიდან ...გცოდნოდა..მაშინ სხვაგვარად იქნებოდა საქმე , იქნებ გაზრდა სულაც არ გეცადა და არც იმ მოპოვებული ტკივილებით იცხოვრებდი, წლებმა რომ მოგიტანა ... დღეს ხელები არ გაქვს, არც ფეხები – რომ იმოძრაო ; მხოლოდ გრძნობის ორგანოები შეგრჩა,რომლითაც დამახინჯებულ , არაპროპორციულ სამყაროს ხედავ... ან რატომ გგონია თვითონ თავი მართალი; რატომ გგონია, რომ ვერ ესადაგები სამყაროს?! მოდი თავიდან დავიწყოთ იმ ოცნებებით ,იმ გზებით და ასე განაგრძე მთელი ძალ–ღონით,სანამ საკუთარ მზეს მიაღწევდე .. თავიდან : ოთახი იყო – მოხატული კედლებით , იქვე ბუხარი და ორი ნათელი ფანჯარა , დაორთქლილ მინაზე მზე წვიმის ორ წვეთს სხივით ათბობდა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. გმადლობთ ყველას/,ბექა შენ განსაკუთრებით ,რადგან "რაღაცის" ბიძგი მომეცი.. გმადლობთ ყველას/,ბექა შენ განსაკუთრებით ,რადგან "რაღაცის" ბიძგი მომეცი..
4. ჰოოო, მომეწონა აქაური ფიქრები :) ჰოოო, მომეწონა აქაური ფიქრები :)
3. "სხვა" - ჟანრი მკარნახობს, ან ასე მგონია,(ანუ სე მინდა იყოს).. რაღაც ძალიან წრფელი ემოციით ნაფიქრი, სათანადოდ არ გაშალა ავტორმა :) მიზეზზე ვერაფრს ვიტყვი, მაგრამ ასე მგონია საინტერესო ნოველის "ანონსი" წავიკითხე ახლა, და ამიტომაც არის ჟანრი "სხვა" :) "სხვა" - ჟანრი მკარნახობს, ან ასე მგონია,(ანუ სე მინდა იყოს).. რაღაც ძალიან წრფელი ემოციით ნაფიქრი, სათანადოდ არ გაშალა ავტორმა :) მიზეზზე ვერაფრს ვიტყვი, მაგრამ ასე მგონია საინტერესო ნოველის "ანონსი" წავიკითხე ახლა, და ამიტომაც არის ჟანრი "სხვა" :)
2. ხო... ემოციური დაწოლა დიდია.. :) წერის მანერას ეშველება.. :)
ხო... ემოციური დაწოლა დიდია.. :) წერის მანერას ეშველება.. :)
1. ნეტა გცოდნოდა ასე რომ გაგაფუჭებდა წლები , გაგძარცვავდა და ტუჩის კუთხეში მხოლოდ პატარა ღიმილს შეგარჩენდა, მოპარულს ბავშვობიდან ...გცოდნოდა..მაშინ სხვაგვარად იქნებოდა საქმე , იქნებ გაზრდა სულაც არ გეცადა და არც იმ მოპოვებული ტკივილებით იცხოვრებდი, წლებმა რომ მოგიტანა ...
:|
არის ამ ტექსტში, რაღაც ისეთი, რაც მე მომწონს.ძალიან ემოციური ფონით წავიკითხე და შეცდომები ვერ აღვიქვი თუ იყო სადმე რამე..
ნეტა გცოდნოდა ასე რომ გაგაფუჭებდა წლები , გაგძარცვავდა და ტუჩის კუთხეში მხოლოდ პატარა ღიმილს შეგარჩენდა, მოპარულს ბავშვობიდან ...გცოდნოდა..მაშინ სხვაგვარად იქნებოდა საქმე , იქნებ გაზრდა სულაც არ გეცადა და არც იმ მოპოვებული ტკივილებით იცხოვრებდი, წლებმა რომ მოგიტანა ...
:|
არის ამ ტექსტში, რაღაც ისეთი, რაც მე მომწონს.ძალიან ემოციური ფონით წავიკითხე და შეცდომები ვერ აღვიქვი თუ იყო სადმე რამე..
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|