ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლურსმანი
ჟანრი: პოეზია
25 ნოემბერი, 2010


შესავლის გარეშე

                        "როცა ყველა ნაბიჯით წინსვლა ძვირად გიჯდება,
                          მაშინ ხვდები,საშველი რომ უბრალოდ არ არის."
                                                                                  გვანციოლა.




დროა, მოვცილდე აქაურობას საერთოდ, რადგან
მათ,ვინც ზურგს ძალით იმჩატებს და თან ენით იფხანს,
ჰგონიათ,თურმე,რომ  ყოველ წუთში თავზე ფეხს ვადგამ
და მათ წვალებას შეუცოდებლად ვუყურებ დიდხანს.
რა მარტივია,ერთი შეხედვით, ახვიდე ცამდე,
მერე გეტყვიან,საჭიროაო დაშვება ციდან,
დაგამშვიდებენ, რომ ყველაფერი ტყუილად სცადე
და გამოვიდა სულ არაფერი ყოველი ცდიდან.
უაზრო ხდება წინ გადადგმული ნაბიჯი,როცა
ზრდასრულ სხეულსაც აღარ შემორჩა ხელები,მხრები,
ამ ბოლო დროს კი იმაზე ფიქრებს უგულოდ ვხოცავ,
რომ ჩემო თავო, ჩემივე თავს სულ ცოტა ვრჩები.



25.11.2010

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები