ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბარნაბა
ჟანრი: პოეზია
26 ნოემბერი, 2010


ტალღის გადმოცემით

ტალღამ მომიტანა ამბები დასავლეთის
და ახლა გავიგე რომ იქით წახვედი,
იმედებს დავიტოვებ რომ იქნებ ხვალესთვის
ჩემ ამბებს ჩამოგიტანს ეს ტალღა თავხედი.

რამდენი ხანია, საათებს ვერ ვითვლი,
რაც აღარ მინახიხარ ოცნების ნაგლეჯო,
ტალღის გადმოცემით კოცნას შემოგითვლი,
გული კი მეუბნება მე ჩემს თავს დავგლეჯო.

აწმყოში ზღვა გვექცა საუბრის გამცვლელად,
წარსულში ერთმანეთს გულებში ვლოკავდით,
მე ჩემი გრძნობების ვიქეცი დამცველად,
ვერავინ დააკლებს ვერაფერს დროთა ცვლით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები