ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პეგასი
ჟანრი: პოეზია
29 ნოემბერი, 2010


ჩემი შემოდგომა

მიდიოდა
და მღეროდა...
თმაჩამოშლილი,
საკინძეშეხსნილი,
გაფითრებული
ფეხშიშველი...

-ვიყავი სარძლო სპეტაკი,
მზე მიქარგავდა საკაბეს,
მეგონა,მიმაცილებდა
საკურთხეველის კარამდე,
ფაფარაშლილნი დამიხვდნენ
გიორგობისთვის ქარები,
მომიტაცეს და ზეცაზე
ზამთარს რეკავენ ზარები

მიდიოდა
და მღეროდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები