ნაწარმოებები


    * * *         * * *         * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი - 2025. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *         * * *         * * *     კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეკლათეა222
ჟანრი: პოეზია
1 დეკემბერი, 2010


გადამავიწყე

გადამავიწყე, გევედრები გადამავიწყე,


დღე წაქცეული, არშემდგარი, ტკივილით სავსე,


დღე უშენობით დაქანცული გადამავიწყე


გადამავიწყე და ფიალა ლხენით ამივსე!


გადამავიწყე, გევედრები გადამავიწყე


დაღამებული დღე უმზეოდ დღე ნაცრისფერი,


ღამე უმთვარო, ცარიელი, უფიქრო ღამე


გადამავიწყე, რომ ვერ ვიგრძნო ეს ყველაფერი.


გადამავიწყე გევედრები გადამავიწყე,


სიცარიელე უშენობით გამოწვეული,


მოდი შემეხე და მზესავით ამაბდღვიალე,


გამაცისკროვნე, გამინათე სული ეული.


გადამავიწყე, გევედრები გადამავიწყე,


ეს ტკივილები, უშენობით გამოწვეული


მოდი და ლხენა მოიყოლე გადარეული,


მოდი, ბილიკზე დამაყენე გზაარეული.


გადამავიწყე, გევედრები გადამავიწყე,


რად დავიბადე, რად მოვედი შენამდე თრთოლვით,


ის ჩადენილი შეცდომები გადამავიწყე


ჩამეხუტე და ჩაგადნები გულში ვით თოვლი!


გადამავიწყე, უშენობა გადამავიწყე


მოდი, შემეხე, მომეხვიე, მომიალერსე,


ხელი შემახე სალამურივით ამაწკრიალე


მომეფერე და ვარსკვლავივით ამაკიაფე!


გულში ჩამიკარ, ჩამეღვარე სულში სიმღერად


ჩემს სულში დარჩი: ლექსად, მღერად და ჩემდა ლხენად!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები