ნაწარმოებები


    * * *         * * *         * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი - 2025. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *         * * *         * * *     კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეკლათეა222
ჟანრი: პოეზია
28 ნოემბერი, 2010


***************

მგონი შევძელი გაზიარება ჩემი გრძნობისა,


თავს მოვერიე,არც თუ ბეჩავი მქონია მხრები,

გულმა სათქმელი ვერ დაიტია,


სიტყვებმა ისევ შეისხეს ფრთები........


თუმცა მე ისე ვერ გეტყვი სათქმელს


როგორც იტყოდა გალაკტიონი,


მაგრამ გრძნობებით ვარ ისე სავსე,


როგორც სანთლების შუქით სიონი!


იქნებ მაღირსოს განგების ძალამ


შენთან შეხვედრა ვით მარტის ქართან,


გვერდით ჩაგივლის ფიქრების ფარა,


ისევ შენ გელი ჩემს გულის კართან...


მე მონატრების ფიალას ვავსებ,


ცრემლები ცვარად მდის ალიონის...


შენ, კი შენ- ისე მოდიხარ მავსებ,


როგორც კამკამა წვეთი მირონის!!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები