ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო კახიძე
ჟანრი: პოეზია
29 ნოემბერი, 2010


ამინდები და ლექსები

                                                            "ზიხარ ფანჯარასთან სახით ლოიალურ,
                                                              გარეთ წვიმებია, შიგნით წყვეტილები"

                                                                                                                      როი
                                                                                                                         
ისევ ვაიგივებ შენთან - ღამე - ზეცას,
ქარიც შემოდგომის ფოთლებს მიმოდენის,
სულში ჩაგხედე და სახე ამელეწა,
რადგან შენი ხელის იგრძნო ბიოდენი.

გარეთ რახანია თითქოს დარებია,
ჩემი მუზისცემაც ისე შეჰყვა ნებას,
მივხვდი შენსავით რომ არვინ მყვარებია
და რომ შენნაირად არვინ მეყვარება.

დრო კი ჩაითვლება, როგორც სათვალავი,
დღეებს შემოდგომის მკრთალი იერი აქვს,
სულ არ მიკითხია ეჭვებს სად მალავდი,
ჩემი ერთგულება ისე ძლიერია.

ვიცი ზედმეტია სიტყვა გამეტება,
თუმცა უაზრობაც ხშირად სურდათ წყვილებს...
მე კი სიყვარული როცა არ მეტევა -
გულში - ამინდებს და ლექსებს ვუნაწილებ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები