ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იისფერი
ჟანრი: პოეზია
1 დეკემბერი, 2010


გრინჩი

შენ ხარ ადამისფერი,,
მე ევასფერი დამკრავს,
შემოგეჩვიე ისე
სული ძლივს ხელით დამაქვს.
როცა არა ხარ ჩემთან
უშენოდ სუნთქვაც მიჭირს
თითქოს თავიდან გავჩნდი
რა მემართება, მიკვირს...
შენი ხმა ისე მხიბლავს
და უსასრულოდ მათრობს ,
მე ბავშვი ვხდები შენთან
შენით თამაში მართობს,
ბუუუს, იცი როგორ მიყვარს
შეხება ჩუმი ტრფობის?
თითქოს ცეკვავენ ტანში
ჭინკები შემოდგომის,
შენი თვალები მიყვარს
ორი ზღვა, ცა-ის ფერი
და მოცურავე მათში
გემები ნაღვლისფერი...
შემოგარტყამდი ალყას
როგორც მტერი მტრის კარავს,
შენი ტუჩების სისქე
მთელ დედამიწას ფარავს,
როგორც აისის ზვირთებს
ასდით ალმური დილის,
ისე თენდება ჩემში
სურვილი შენი ხილვის.
რა დიადი ხარ იცი?
თან რა პატარა, ერთი...
მე შენში მიყვარს ყველა,
მეფეც, მდაბიოც, ღმერთიც!
მე ერთი ვიცი მხოლოდ,
სხვა არაფერი არ მწამს!
შენზეა ჩემი ფიქრი-
წუში სამოცდაათ წამს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები