ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთაიუნი
ჟანრი: პოეზია
29 ნოემბერი, 2010


ფოტო ძველი ალბომიდან

ბავშვობის ალბომს შერჩენია შენი სახება
                                        შავ-თეთრ ფიქრებად.
და სიზმრებში თუ სიზმრებს იქით მუდამ მდუმარი,
                                        ლეგა ნისლებად
დგას სიყმაწვილე ონავრობაგამქრალ თვალებით
                                        და იცრემლება.

მოგონებების გაუხედნავ უბელო კვიცით
გადაიქროლებს გახსენება მარტის იდების,
მრუმე ღრუბელთან ნაზი მთვარის ნელი ამბორის,
წრფელი ბავშვური სიყვარულის და იმედების...

დაუბრუნებლად გარდასული ანცი დღეები
                                        ისე შორია, ისე შორი,
ეჭვიც კი მიპყრობს _ნუთუ ეს მე გადამხდენია?..
მაგრამ ბავშვობის ალბომიდან თვალები შენი
ისევ ჯიუტად, დაჟინებით შემომცქერიან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები