ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბარნაბა
ჟანრი: პოეზია
29 ნოემბერი, 2010


ანდერძი: ნურვინ მოაკლებთ მის ცეცხლს ნახშირებს!

სნეულებაში შევიქენ ბოლოდ,
გარდაცვალება დღე-დღეზე მელის,
გულის რჩეული დამიდგა მხოლოდ,
სხვამ მომაჩეჩა სიტყვები ხმელი.

ხვდება უსიტყვოდ ყოველ ჩემს ზრახვას,
იგი სიყვარულს ჩემსას ახშირებს,
იცის დღეიდან წავართმევ ნახვას,
ნურვინ მოაკლებთმის ცეცხლს ნახშირებს.

თავი კალთაში უძრად ჩავურგე,
ნაზი თითებით ეხება სახეს,
ჩემს უბედობას ვერა გავუგე,
უდროოდ მიგებს საბრალოს მახეს.

ცრემლების ზღვაში ვიხრჩობით თითქმის,
ტირის და მის ცრემლს ჩემები სჭარბობს,
არცერთს არ გვინდა შევება სიკვდილს,
მისი საბრალო გული ხომ დარდობს.

მე მივაყენებ ტკივილს უკურნელს,
ნურვინ მოაკლებთ მის ცეცხლს ნახშირებს,
მეხვევა, ვთვრები, ვყნოსავ მის სურნელს,
იგი სიყვარულს ჩემსას ახშირებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები