ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კამკამიძე
ჟანრი: პოეზია
30 ნოემბერი, 2010


შალის დოვლათი

აგურის სახლი კმაყოფილი იერით ხშირად,
მახსენებს, როცა გვიხაროდა სემესტრის ბოლო
მე და ჩემ დას... და (მაშინ ზეცა სხივებად ცრიდა)
ზაფხულის დღეებს ვუღიმოდით. ახლა კი მხოლოდ

ალბომს გადავშლი, პაპას წერილს, ბებოს წინსაფარს,
ხელით ნაქსოვებს ნაფტალინი კიდევ აცოცხლებთ
და შალის ჯემპრი (ერთდროს ჩემი) ახლა უსაფარ
მეზობლის ბავშვებს დიდთოვლობით შემცივნებულებს -

გადაავიწყებთ ფიჩხის ძებნას ვენახის გაღმა,
მოყინულ თითებს იფშვნიტავენ... და ახლა თურმე
ის ვებერთელა ალუჩის ხე ობლად გადახმა
ჩახერგილ გზაზე, ყრუ ბგერებით მიჰყავს მეურმეს -

ურემი, კადრი - როცა მართლა მიყვარდა დილა!
ზამთარი, თოვლი... (გვიგზავნიდა ბებო თბილ წინდებს)
ტოტის შრიალი ქარიშხალმა, როცა გადასხლა
ხრეშიან გზაზე მოგონება დავგეგმო იქნებ...

სემესტრის ბოლოს -
დავარიგო შალის დოვლათი (უსაფარ ხალხში)
და განვმეორდე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები