 | ავტორი: ბალუ_19 ჟანრი: პროზა 30 ნოემბერი, 2010 |
ირგვლივ სიბნელეა, ჩემს გულშიც სიყვარულით ანთებული ჩირაღდანი ნელ-ნელა იფერფლება და კვდება, ვგრძნობ გულიც ამ ფერფლს მიყვება ნელი ნაბიჯებით და მეც ვხუჭავ თვალებს. ჩემი გულიც ისე აღარ ცემს როგორც უწინ, სიცოცხლე აღარ უხარია, თითქოს პროტესტის ნიშნად წყვეტს გიჟურ ბიძგებს და ჩერდება. მეც მივყვები ჩემს გულს და მივექანები უფსკრულისაკენ. ძალიან მიჭირს! ძალიან მიჭირს საყვარელი ხალხის დატოვება, მაგრამ გულს ასე სურს. ჩავედი უკვე ამ მწველ და მტანჯველ უფსკრულში, ღმერთო! რა ძნელია აქ გაძლება, ღმერთო! როგორ მიჭირს. ამ ტანჯვას ყველანაირი ამქვეყნიური ტანჯვა სჯობს, მაგრამ მე მზად ვარ დავიტანჯო, დავიტანჯო ჩემი ცოდვების გამო, რაც სიცოცხლეში ძალზედ ბევრი ჩამიდენია. ცოცხლებს არ გვახსოვს უფალი, ყველა გვიან ვხვდებით ჩვენს შეცდომებს, უფალი გვახსენდება გაჭირვების ჟამს, და აი ახლა მე ძალიან მიჭირს! ვარ ჯოჯოხეთში! ვიტანჯები! ვისჯები! ვისჯები თითოეულ ცოდვაზე რაც ცხოვრებაში ჩამიდენია. მე ვინანიებ! ვინანიებ ცოდვებს, ყველაფერს რაც კი ცუდი გამიკეტებია, მაგრამ ამაზე ფიქრი ძალზედ გვიანია. ამ ყველაფერზე ადრე უნდა მეფიქრა სანამ დედამიწაზე, ულამაზეს წუთისოფელში დავიარებოდი. აქ ყველა შველას ითხოვს, ყველა იტანჯება, ყველას რაღაც სტკივა, ყველა უძლურია უფლის წინაშე, ყველა ევედრება ღმერთს წაიყვანოს ტავისტან ზეცაში, მაგრამ, მე ხომ ვიცი, მე ხომ ვხვდები, რომ არ ვართ სამოთხის ღირსები. უნდა დავიტანჯოდ მარადიულად, მწველ, აუტანელ, ცეცხლოვან ჯოჯოხეთში........
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ცოცხლებს არ გვახსოვს უფალი, ყველა გვიან ვხვდებით ჩვენს შეცდომებს, უფალი გვახსენდება გაჭირვების ჟამს, და აი ახლა მე ძალიან მიჭირს! ვარ ჯოჯოხეთში! ვიტანჯები! ვისჯები! ვისჯები თითოეულ ცოდვაზე რაც ცხოვრებაში ჩამიდენია. მე ვინანიებ!
უკუნისამდეა წყალობა მისი!
პროზა რამდენად არის ეს ნაწერი, სხვა საკითხია ცოცხლებს არ გვახსოვს უფალი, ყველა გვიან ვხვდებით ჩვენს შეცდომებს, უფალი გვახსენდება გაჭირვების ჟამს, და აი ახლა მე ძალიან მიჭირს! ვარ ჯოჯოხეთში! ვიტანჯები! ვისჯები! ვისჯები თითოეულ ცოდვაზე რაც ცხოვრებაში ჩამიდენია. მე ვინანიებ!
უკუნისამდეა წყალობა მისი!
პროზა რამდენად არის ეს ნაწერი, სხვა საკითხია
4. სინანული არასდროს არაა გვიანი :) უფალი შეგეწიოს .... სინანული არასდროს არაა გვიანი :) უფალი შეგეწიოს ....
3. იქნებ მონასტერში მისულიყავ? შვებას ნახავდი...:( იქნებ მონასტერში მისულიყავ? შვებას ნახავდი...:(
2. იმედი მაქვს სწორად გამიგებთ რისი გადმოცემაც მინდოდა და დაინახავთ სიგრმეში რა დევს :) იმედი მაქვს სწორად გამიგებთ რისი გადმოცემაც მინდოდა და დაინახავთ სიგრმეში რა დევს :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|