| ავტორი: გაგნი ჟანრი: პოეზია 1 დეკემბერი, 2010 |
რა უნდა იყოს ამაზე ცუდი რა უნდა იყოს ამაზე ძნელი, კაცი იყო და გეხუროს ქუდი, ვერ თქვა სიტყვა და შენი სათქმელი.
არაფერია ამაზე ცუდი, არაფერია ამაზე ძნელი, უცხო ენების სწავლით გართული, გავიწყდებოდეს ენა ქართული.
რა უნდა იყოს ამაზე ცუდი, რა უნდა იყოს ამაზე ძნელი, სიყვარულით და სიკეთით სავსეს, ავი კაცობის გეზღოს სახელი.
არაფერია ამაზე ცუდი არაფერია ამაზე ძნელი, მუდამ აქებდე შენს ვაჟკაცობას, სამშობლოს საზღვრებს გირღვევდეს მტერი.
რა უნდა იყოს ამაზე ცუდი რა უნდა იყოს ამაზე ძნელი, როდესაც წახვალ ამა სოფლიდან არვის ახსოვდეს შენი სახელი.
ჰოდა, თუ კი გსურს არ ნახო ცუდი, და ეს სიცოცხლეც არ იყოს ძნელი, სანამ კაცი ხარ და გხურავს ქუდი, მუდამ უნდა თქვა შენი სათქმელი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ზოგი დღეის სათიბს თიბავს, ზოგი ცოცხლობს ხვალის მრწამსით, ზოგს ბაჯაღლო ოქრო უყვარს, ზოგს კი ლექსი - ოქროს ფასი! ++ ზოგი დღეის სათიბს თიბავს, ზოგი ცოცხლობს ხვალის მრწამსით, ზოგს ბაჯაღლო ოქრო უყვარს, ზოგს კი ლექსი - ოქროს ფასი! ++
3. არ მომწონს მე ასეთი პოეზია :) არ მომწონს მე ასეთი პოეზია :)
2. ნაღდი სიტყვები და ნაღდი ლექსი+2 ნაღდი სიტყვები და ნაღდი ლექსი+2
1. მართალი ხარ მეგობარო, 100 პროცენტით გეთანხმები ყველაფერში!
555 მართალი ხარ მეგობარო, 100 პროცენტით გეთანხმები ყველაფერში!
555
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|