 | ავტორი: პალიაჩი ჟანრი: პოეზია 1 დეკემბერი, 2010 |
აგვისტოს სიცხე ალად სდის ჭალებს, მირაჟად შენი სახე მიდგება, სულმოუთქმენლად კვლავ ველი მთვარეს, შენს ფოტოს ვუცქერ, ცრემლი მიშრება.
ერთი რამ მჭამს და ვინმემ მითხარით, ნუთუ ეს ომი ჩვენ წამოვიწყეთ? თუკი თავს ვესხმით, რად ვართ ხიფათში, ველზე მხოლოდ ჩვენ რად ამოგვწყვიტეს?
დღეს მე თვრამეტი გვამი დავმარხე, თვრამეტი მამა, კარგი ძმა, შვილი, აქ კლავენ ჩვენი ქვეყნის დარაჯებს, თვრამეტი დედა მწუხარედ ტირის.
ჩვენს სულებს ვწირავთ, ვიცავთ სამშობლოს, ვით მეფე ლომი მტრისაგან შვილებს, ღმერთმა ოჯახი ჩვენი აცოცხლოს, რომ ჩვენს საფლავზე ეხაროთ იებს.
მაგრამ არ მინდა ასე სიკვდილი, არ მინდა ღმერთო გმირობა, მეყო... მინდა რომ კვლავაც ვნახო ღიმილი, შენი ტუჩების გავიგო გემო.
ეს ნატვრა ბევრმა დატოვა ნატვრად, უსიყვარულოდ წავიდა, ობლად. სატრფოს ხელებში სიკვდილის ნაცვლად, მათ პაემანი ტყვიასთან ჰქონდათ.
ჩემზე ნუ წუხარ, იღბალს ვესროდი, ხომ შემოგფიცე, რომ დავბრუნდები?! აქ მე ერთ ვაჟკაცს დავუმეგობრდი, ტყუპებივით ვართ, სულ განუყრელნი.
შენზე ვუყვები, ერთი სული აქვს, ახლოს, პირადად როდის გაგიცნობს, სულ ცოტა დარჩა, წამებს ვუთვლით და ომი შეწყდება, გზას ჩვენ დაგვითმობს.
შენთვის ავაწყვე ასოთა ჯარი, და ვწერ ამ წერილს, გრძნობაში დამწვარს, დაჰქრის ნიავი, სიკვდილის ქარი, შენ არ იღელვო, სიზმარში გნახავ...
* * *
გორის მახლობლად აფეთქდა ნაღმი, და მიაბარა ქართველნი მიწას, ომი მთავრდება, ლიდერი გარბის, მეომარნი კი რჩებიან გმირად.
მაყრუებელი ტყვიის რითმებით, გულებს დაემსხვრათ ტრფობის აკორდი, ერთი მოკლულის გულის ჯიბეში, კი ეს წერილი იქნა ნაპოვნი.
ისტორიაში დარჩება მარად, რვა აგვისტო და ბალადა სიმწრის, ჩვენს საქართელოს თუ როგორ ფარავს, ჯერ უწვერული რაინდის სისხლი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ამაზე ჩემი პასუხი იცი ! ; ) : * ამაზე ჩემი პასუხი იცი ! ; ) : *
9. ტკივილიანი და ცრემლიანი ეს დღეები ყველას გვტკივა... + + ტკივილიანი და ცრემლიანი ეს დღეები ყველას გვტკივა... + +
8. -------------------------------------------------------------------------------- ავტორი: პალიაჩი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 1 2
1 დეკემბერი, 2010
--------------------------------------------------------------------------------
. . . წერილი ფრონტიდან ფრონტზე . . . (8 აგვისტო)
აგვისტოს სიცხე ალად სდის ჭალებს, მირაჟად შენი სახე მიდგება, სულმოუთქმენლად კვლავ ველი მთვარეს, შენს ფოტოს ვუცქერ, ცრემლი მიშრება.
ერთი რამ მღრღნის და ვინმემ მითხარით, ნუთუ ეს ომი ჩვენ წამოვიწყეთ? თუკი თავს ვესხმით, რად ვართ ხიფათში, ველზე მხოლოდ ჩვენ რად ამოგვწყვიტეს?
დღეს მე თვრამეტი გვამი დავმარხე, თვრამეტი მამა, კარგი ძმა, შვილი, აქ კლავენ ჩვენი ქვეყნის დარაჯებს, თვრამეტი დედა მწუხარედ ტირის.
ჩვენს სულებს ვწირავთ, ვიცავთ სამშობლოს, ვით მეფე ლომი მტრისაგან შვილებს, ღმერთმა ოჯახი ჩვენი აცოცხლოს, რომ ჩვენს საფლავზე ეხაროთ იებს.
მაგრამ არ მინდა ასე სიკვდილი, არ მინდა ღმერთო გმირობა, მეყო... მინდა რომ კვლავაც ვნახო ღიმილი, შენი ტუჩების გავიგო გემო.
-------------------------------------------------------------------------------- ავტორი: პალიაჩი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 1 2
1 დეკემბერი, 2010
--------------------------------------------------------------------------------
. . . წერილი ფრონტიდან ფრონტზე . . . (8 აგვისტო)
აგვისტოს სიცხე ალად სდის ჭალებს, მირაჟად შენი სახე მიდგება, სულმოუთქმენლად კვლავ ველი მთვარეს, შენს ფოტოს ვუცქერ, ცრემლი მიშრება.
ერთი რამ მღრღნის და ვინმემ მითხარით, ნუთუ ეს ომი ჩვენ წამოვიწყეთ? თუკი თავს ვესხმით, რად ვართ ხიფათში, ველზე მხოლოდ ჩვენ რად ამოგვწყვიტეს?
დღეს მე თვრამეტი გვამი დავმარხე, თვრამეტი მამა, კარგი ძმა, შვილი, აქ კლავენ ჩვენი ქვეყნის დარაჯებს, თვრამეტი დედა მწუხარედ ტირის.
ჩვენს სულებს ვწირავთ, ვიცავთ სამშობლოს, ვით მეფე ლომი მტრისაგან შვილებს, ღმერთმა ოჯახი ჩვენი აცოცხლოს, რომ ჩვენს საფლავზე ეხაროთ იებს.
მაგრამ არ მინდა ასე სიკვდილი, არ მინდა ღმერთო გმირობა, მეყო... მინდა რომ კვლავაც ვნახო ღიმილი, შენი ტუჩების გავიგო გემო.
7. მომეწონა:)
ტკივილიანია..... მომეწონა:)
ტკივილიანია.....
6. წარმატებები უცნობ მეგობარს + + + წარმატებები უცნობ მეგობარს + + +
5. შენთვის ავაწყვე ასოთა ჯარი, და ვწერ ამ წერილს, გრძნობაში დამწვარს, დაჰქრის ნიავი, სიკვდილის ქარი, შენ არ იღელვო, სიზმარში გნახავ... 5 შენთვის ავაწყვე ასოთა ჯარი, და ვწერ ამ წერილს, გრძნობაში დამწვარს, დაჰქრის ნიავი, სიკვდილის ქარი, შენ არ იღელვო, სიზმარში გნახავ... 5
4. შემოგევლე ბაჭი... :* დიდი მადლობა :* შემოგევლე ბაჭი... :* დიდი მადლობა :*
3. ვაიმე გიუუ :(:(:( უზომოდ, უზომოდ მტკივნეული, ძალიან, ძალიან მაგარი! აი მართლა გულის სიღრმემდე ჩავიდა და მეტკინა ეს ლექსი :(:(:(
ვსკანდირებ მე აქ! ++++++++++
ვაიმე გიუუ :(:(:( უზომოდ, უზომოდ მტკივნეული, ძალიან, ძალიან მაგარი! აი მართლა გულის სიღრმემდე ჩავიდა და მეტკინა ეს ლექსი :(:(:(
ვსკანდირებ მე აქ! ++++++++++
1. ისტორიაში დარჩება მარად, რვა აგვისტო და ბალადა სიმწრის, ჩვენს საქართელოს თუ როგორ ფარავს, ჯერ უწვერული რაინდის სისხლი...
დაე, ჩვენი ბიჭების დაღვრილი სისხლი გამარჯვების საწინდარი ყოფილიყოს!
5 ისტორიაში დარჩება მარად, რვა აგვისტო და ბალადა სიმწრის, ჩვენს საქართელოს თუ როგორ ფარავს, ჯერ უწვერული რაინდის სისხლი...
დაე, ჩვენი ბიჭების დაღვრილი სისხლი გამარჯვების საწინდარი ყოფილიყოს!
5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|