 | ავტორი: ირაკლიუსი ჟანრი: პროზა 2 დეკემბერი, 2010 |
„ამაოდ ებრძოდა თვალი მისი სევდის საბურველს“; ის ძველი, ღატაკი ქოხის უხეშ კედე–ყურესთან იდგა და ეზოში ბიას კბეჩდა. ვახშამს „ქალი–დილა, მიწა–ქალი, საღამო–ქალი, წვიმა–ქალი“ უმზადებდა. „მთვარე ჩინელის ძუნწი თვალებით“ ზვერავდა ცისქვეშეთს და იძახდა: „ამგვარში, დღეს რომ საქართველოა,– არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!“ ღრუბლები ტოროლასავით ფარფატებდნენ. შაშვნი ხმატკბილად გალობდნენ. ამ დროს „ზღვრები მორღვეული ჰქონდა ფანატიზმს“ და თვალნათქორალი სევდა ქირქილებდა. ბიჭი საქანელაზე ქანაობდა. წვიმისგან დანამულს დედის რუდუნებით ნათქვამი სიტყვები შთაესმოდა: –მუხრან, შემოდი სახლში, არ გაცივდე ღვთის გულისათვის. ბაბუა გაცხარებით ჩიჩინებდა: სოფელში გაზრდილ ბალღს არაფერი გააცივებს, აი შენ კი მაგაზე დარდი გადაგიყოლებსო. დედა ავად შეიქნა. ოცნებად გადაექცა ჭაბუკს ექიმობა. „დიახ!– გავიზრდები თუ არა,– მე უსათუოდ ექიმი ვიქნები.“ განკურნავს სნეულთ, მოუვლის ხალხს და „აღარ დასჭირდებათ სხვაგან სირბილი!“ და უეცრად დაირღვა პოეტის ილუზია. ლექსშივე გამოფხიზლებული, რეალობა შეფეთებული აცხადებს: „შენ არ ხარ ექიმი. ლექსებს წერ შენ და მე გეკითხები შენ: –რატომ გააწბილე პატარა მუხრანი?! სნეულთა შორის სამკურნალო, სულის მალამოდ გამოსადეგარი ლექსებით პოეტი იჭრება პიროვნების სამოსელში. მისი სამწერლო ენა ქარის ზუზუნს ჰგავს,–ხმატკბილად ამუსიკებულს. ხანდახან რომ მძიმე რევანშული აკორდებით ლაღდებიან. პოეტის ხელში „წრიალებს აწმყო, როგორც მწერი ობობას ქსელში“. არწივივით გამეხებულს, ცნობიერებადამჯდარს ესმის, რომ მის გულში გადის „სამყაროს უდრეკი ღერძი“. თავისთვის ნაცნობი რიტორიკით „ალაზანს სამხრესავით იჭერს, კავკასიონს კი აქლემივით მიერეკება“. ეზმანება, რომ პიროვნება „საკუთარი სიკარგის მსხვერპლია!“ წარსულზე დაფიქრებულს მომავლის ბინდ–ბუნდში არ სურს ხელთა ფათური, რადგან მერმისში ხედავს “ქართული ძლივს ორღობის იქნება ენა“, რისთვისაც „უბედურთ,– მე და სამშობლოს ჩემსას,– ორთავეს ერთად ამოგვდის სული“. ცხოვრებაში და შემოქმედებაშიც ვერ ჰგუობს პირმოთნე, ცრუ, მეზღაპრე მატერიალისტებს, ვითომ ქართველობანას რომ თამაშობენ: „როდესაც ადამიანი,– ვითომ ქართველი რომაა,– არის ქართველი კი არა,– თამაშობს ქართველობანას!“ სამი სანუკვარი საუნჯის, „მამულის, ენისა და სარწმუნოების“ ქომაგი ერთგან სინანულით ეწინააღმდეგება მთელს თავის შემოქმედებით ლაიტმოტივს: „რა ჩემი ჭკუის საქმეა ნეტა, მამულო ჩემო, გილხინს თუ გიჭირს! უეცრად, ასპიტივით ასისინებული სინანული სისხლის მოლეკულებს უწამლავს და მკითხველთან აღსარებით ინანიებს: „ღალატიაო მაგგვარი ფიქრი!“ პოეტს თემიდას პინა უჭირავს, რომლის საპირისპირო მხარეს მამული და იესო ქრისტეა. „პინას,– რომელზეც იდგა იესო,– მამულიანი ჯაბნიდა პინა“ მუხრან მაჭავარიანის პოეზიაში იდენტური მნიშვნელობის სიტყვებიც კი განსხვავებულ ელფერს იძენენ და სულისშემძვრელ სანახაობას ქმნიან. ბგერები ზღვის ტორტმანს გვაგონებს, თანხმოვნების ყრუ გუგუნი ქარაფს მიმწყდარ ტალღას. და განცდა გვეუფლება, თითქოს რასაც ვხედავთ და ვკითხულობთ არის ერთი ამოსუნთქვით დაწერილი გენიალობა, რომელსაც მედალსავით ორი მხარე აქვს და ორივე მხრიდან ერთმნიშვნელოვანია. ამიტომ, ერთ-ერთი ცნობილი ლექსი „ამოვატრიალე“ და ჩემდა გასაოცრად ეს წავიკითხე:
უკუსაკითხავი ლიტერატურა:
1.მაშინ ის იდგა ტრიბუნალზე ღიმილით ძაღლის, ქიჩმაჩი რეგვენთ როცა ქუჩას ხდიდა ამაზრზენს, პარადი, როცა მეწამული ქალაქს იკლებდა, ფანატიზმს ჰქონდა მორღვეული როდესაც ზღვრები“
2.მათაც უშველე ყოვლად ძლიერო. სადაც გაძლება ძალზე ძნელია! ტანჯვას იტანენ უსაზღვროს სადაც, დარჩა ბედკრული ურიცხვი სადაც, ჭიდან, უძირო, უმზეო, უწყლო, ამომზიდა მე რომელმაც ღმერთო, მინდა ვადიდო, მინდა და მინდა! მინდა და მინდა! მინდა და მინდა!
3.მუდამ ერქვას მსურს,– საქართველო,– საქართველოს და ილაპარაკოს ქართულად მსურს ქართველმა კაცმა.
4.ვეძებ და ვეძებ, რაღაცას ვეძებ. წარსულში ვეძებ, აწმყოში ვეძებ, მერმისში ვეძებ, აკვანში ვეძებ, ჰაერში ვეძებ... ვეძებ და ვეძებ რაღაცას ვეძებ. ერთნაირი სიტყვების თამაშით პოეტი ცდილობს ტავტოლოგიის დამარცხებას. ის იმეორებს ერთსა და იმავე სიტყვებს, ოღონდ უფრო გამძაფრებული ტონალობითა და ღრმა სულიერი ემოციურობით. და განცდა გაქვს იმისა, რომ ტაბიძის „ქარი ქრის“ „ისევ ღელავს, ისევ ღელავს, ისევ ტოკავს, ისევ ტოკავს“ მუხრანის პოეზიაში: გადადიოდა, გადადიოდა, გადადიოდა– და მოდიოდა, და მოდიოდა, და მოდიოდა, და მოდიოდა, ვითარცა მტკვარი. მაგრამ გალაკტიონის და მუხრანის ვნებათაღელვას განსხვავებული ელფერი აქვს. იმდენად განსხვავებული, რომ მასში „სხვისი არაა ერთი მისხალი“. „ხარ საესავი ჩემთვის ტაძარი, ხარ გარჭობილი გულში ისარი... სიტყვა სიტყვაში თუ ვერ ჩავწანი, ვით ჩუქურთმანი მცხეთის ჯვრისანი, სამაგიეროდ,–ჩემში რაც არი,– სხვისი არაა ერთი მისხალი“. და პოეტმაც, როგორც მტკვარმა, ისტორიული ექსკურსით გამოიარა: „რუსთველის გული, გამოიარა ვახტანგის გული, გამოიარა თამარის გული, გამოიარა სულხანის გული“ გზად დაღლილი და ასაკისგან მოტეხილი ფილაქანზე ჩამოჯდა, წამით დაფიქრდა, რა უფრო სჯობდა, ლექსების წერა თუ...ვენახის გასხვლა, თოხნა, შემოდგომაზე მთიდან შეშის ჩამოტანა, პარასკევობით საჩხერეში სიმინდის გაყიდვა. იქნებ შემოქმედებით წვას აჯობებდა ჰყოლოდა შვილები, რომელთაც ალბათ ვანოს და ივლიტას დაარქმევდა და სოფლის სკოლაში ივლიდნენ. მეუღლე ყოველდღე გააცხელებდა თიხის კეცებს, ცივ სოხანაზე გადმოდგამდა ლობიოს ქოთნით! მაგრამ...ეს ყველაფერი ხომ ქალაქშიც შეიძლებოდა. ბოლოს და ბოლოს კაკლის ჩეროდან რომ ფეხი არ გაედგა, თოხიც რომ სჭეროდა, ის მაინც დიდი მგოსანი იქნებოდა და „მზით გაჟღენთილი სივრცე ითიმთიმებდა“ მასში. და წერდა ხანაც გასართობად და თავის შესაქცევად, ხანაც სალაღობოდ. „ვიდრე შენთვის ღმერთი სიკვდილს გამოიმეტებს, ხომ უნდა შეიქციო თავი რაიმეთი!“ საკუთარი ფეხის ხმა ესმოდა და ცდილობდა მსუბუქად ევლო, რათა არ დაემძიმებინა დედამიწა. (ესეც მისი უბრალოება იყო) ისევ ბავშვურად ღიღინებდა და საკათედრო ტაძრის „დიდი ფანჯრებიდან ლურჯი სინათლე იყურებოდა“ ძალმოსილების წუთები დათვლილი ჰქონდა, ამიტომ სიკვდილთან პაექრობას მარადისობის უღელქვეშ რონინი ანაცვალა, რამეთუ კარგად ესმოდა მუდამ რა იყო ჭეშმარიტად ღირებული და რისთვის უნდა ებრძოლა თავგანწირვით. ნაწირნასწარმეტყველევი სიტყვებით, იმისდა მიუხედავად რომ „რა ბედენა დიდუბის და მთაწმინდის მიწა, თუ სიკვდილია აი, წოლა მესმის შამქორშიო!“ პოეტი სასაფლაოზე იმავე ქუჩით გაასვენეს, რომელზეც ბევრად ადრე განაცხადა. „სამაგიეროდ,– ოდეს ხორცი მიეცა მიწას, ოდეს ლექსშიღა ხმაურობდა პოეტის სისხლი, ქვეყანა შეძრა სიკვდილმა მისმა, თხემით ტერფამდე იგრძნო ხალხმა დაკარგვა მისი“. და ვიდრე კაცობრიობა იარსებებს და ლაზარეს ენად გამოცხადებული ქართული არ გახდება „ორღობის ენა“, ქართველს მთაწმინდაზე ასვლისას ქრისტე მოაგონდება, რომელიც მუხრანის პინაზე შემდგარა და კაცობრიობას სამშობლოს სიყვარულს შთააგონებს. „ხალზე უფრო კატა რომ ეცოდება“ ისეთი ხალხიც მიაკითხავს მუხრანს. სპარს–თურქ–მუსლიმად ქცეულ ჭაბუკებს, ვითომ ქართველებსაც მამაშვილურად მოეფერება და შესძახებს: „არა, პატარავ, ქართველი ვარ, ქართველი გესმის?!“ ბრძანების კილოთი ექო აგუგუნდება: „გულს ნუ გაიტეხ!–მუხა კვლავაც შეიმოსებაო!..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. საინტერესოა. კარგად დამუშავებული ნაწერია. გაიხარე +5 საინტერესოა. კარგად დამუშავებული ნაწერია. გაიხარე +5
13. პუბლიცისტიკა უფრო მოუხდებოდა ჟანრად.
წვიმა არ არი! მუხრანს თვალნი დაუსველა რა? თოვლი არ არი! მუხრანს გული გაუყინა რამ? ყინვა არ არი! ნეტავ მუხრანს აკანკალებსრა? ძლიერმა მუხამ თავი ასე რატომ შეხარა?! მას საქართველოს ფიქრი ათოვს და ფიქრი აწვიმს იქნებ ამიტომ კრთის დელგმაში კაცური კაცი, მაგრამ გრიგალი როგორ მოგლეჯს ასწლოვან მუხას, ღრმა ფესვები ხომ სისხლით ნაპოხ მიწაში უდგას.
მაშ, მუხრან ბატონს გული ასე რაღამ გაუპო? თუ საქართველოს სიყვარული ვინმეს გაუყო...
პუბლიცისტიკა უფრო მოუხდებოდა ჟანრად.
წვიმა არ არი! მუხრანს თვალნი დაუსველა რა? თოვლი არ არი! მუხრანს გული გაუყინა რამ? ყინვა არ არი! ნეტავ მუხრანს აკანკალებსრა? ძლიერმა მუხამ თავი ასე რატომ შეხარა?! მას საქართველოს ფიქრი ათოვს და ფიქრი აწვიმს იქნებ ამიტომ კრთის დელგმაში კაცური კაცი, მაგრამ გრიგალი როგორ მოგლეჯს ასწლოვან მუხას, ღრმა ფესვები ხომ სისხლით ნაპოხ მიწაში უდგას.
მაშ, მუხრან ბატონს გული ასე რაღამ გაუპო? თუ საქართველოს სიყვარული ვინმეს გაუყო...
12. ყოჩაღ!!! იხარე!!! ძალიან ძლიერი ნაწერია!!! +5 ყოჩაღ!!! იხარე!!! ძალიან ძლიერი ნაწერია!!! +5
11. ჩემი საყვარელი პოეტია მუხრან მაჭავარიანი...შეუძლებელია მისი ,,საბა'', ,,ვითარცა მტკვარი'' და კიდევ სხვები ქართველმა კაცმა ემოციის გარეშე წაიკითხოს.. ეს ნაწარმოები კი ძალიან გამართულად და ჭკვიანურად არის დაწერილი...
გაიხარეთ.. ჩემი საყვარელი პოეტია მუხრან მაჭავარიანი...შეუძლებელია მისი ,,საბა``, ,,ვითარცა მტკვარი`` და კიდევ სხვები ქართველმა კაცმა ემოციის გარეშე წაიკითხოს.. ეს ნაწარმოები კი ძალიან გამართულად და ჭკვიანურად არის დაწერილი...
გაიხარეთ..
10. ირაკლიუს, ასე დამაწერინა რამე და ბედნიერი ვიქნებოდი. :) მთელი გულწრფელობით გეუბნები. ჩემი რჩეული ავტორი ხარ. :) შესანიშნავი წერილია. მე მიყვარს მუხრანი, თანაც ძალიან მიყვარს. ჩემი ბავშვობის მეგობარია. :)
ერთ ლექსს გაგახსენებ :
"_არაყი? _ლუდი. _ერთი? _ერთი. _ინებეთ. _გმადლობთ. ვჯდები კუთხეში. გარეთ წვიმს. გნატრობ ."
პატივისცემით: ტენდი
პ.ს. ძალიან დაკავებული ვარ, წერილსაც გიგვიანებ და "კაენის და სახარების" წაკითხვაც ვერ მოვახერხე. გამოვასწორებ. :) ირაკლიუს, ასე დამაწერინა რამე და ბედნიერი ვიქნებოდი. :) მთელი გულწრფელობით გეუბნები. ჩემი რჩეული ავტორი ხარ. :) შესანიშნავი წერილია. მე მიყვარს მუხრანი, თანაც ძალიან მიყვარს. ჩემი ბავშვობის მეგობარია. :)
ერთ ლექსს გაგახსენებ :
"_არაყი? _ლუდი. _ერთი? _ერთი. _ინებეთ. _გმადლობთ. ვჯდები კუთხეში. გარეთ წვიმს. გნატრობ ."
პატივისცემით: ტენდი
პ.ს. ძალიან დაკავებული ვარ, წერილსაც გიგვიანებ და "კაენის და სახარების" წაკითხვაც ვერ მოვახერხე. გამოვასწორებ. :)
9. სად დაიკარგე? :)
ამ ადამიანს სხვანაირი სული აქვს. (ვგრძნობ) :) სად დაიკარგე? :)
ამ ადამიანს სხვანაირი სული აქვს. (ვგრძნობ) :)
8. ჭას დიდება...იმდენი ხანია არაფერი განმითავსებია საიტზე, რომ უკვე დაგავიწყდი არა?:) გმადლობთ მეგობრებო...არა უშავს ნაწერს, მაგრამ რომ გადავხედე ზოგი რამ დასახვეწი მაქვს... ჭას დიდება...იმდენი ხანია არაფერი განმითავსებია საიტზე, რომ უკვე დაგავიწყდი არა?:) გმადლობთ მეგობრებო...არა უშავს ნაწერს, მაგრამ რომ გადავხედე ზოგი რამ დასახვეწი მაქვს...
7. ძალიან კარგად წერ ავტორო...მახსოვხარ..მაგრამ ეტყობა დიდი ხანია აღარ წამიკითხიხარ...ნელ-ნელაწავიკითხავ ყველაფერს...:)
რომ გითხრა მუხრანზე ვირეოდი მეთქი, არ ვიქნები მართალი...მაგრამ უდავოდ იყო კარგი პოეტი... შენი თვალით დანახული კიდევ უკეთესია...:-* 5 ძალიან კარგად წერ ავტორო...მახსოვხარ..მაგრამ ეტყობა დიდი ხანია აღარ წამიკითხიხარ...ნელ-ნელაწავიკითხავ ყველაფერს...:)
რომ გითხრა მუხრანზე ვირეოდი მეთქი, არ ვიქნები მართალი...მაგრამ უდავოდ იყო კარგი პოეტი... შენი თვალით დანახული კიდევ უკეთესია...:-* 5
6. ყველაზე მეტად იმან გამაოცა რომ უკუსაკითხავი ლიტერატურა ძალიან მუსიკალურად ჩამესმის. რამდენად დიდი უნდა იყო, რომ წერის პროცესში გაითვალისწინო რითმი, რიტმი, ტემპი, ტონალობა... ამიტომაც კარგი ლექსი თავისი არსით კლასიკურ მუსიკას უტოლდება... ყველაზე მეტად იმან გამაოცა რომ უკუსაკითხავი ლიტერატურა ძალიან მუსიკალურად ჩამესმის. რამდენად დიდი უნდა იყო, რომ წერის პროცესში გაითვალისწინო რითმი, რიტმი, ტემპი, ტონალობა... ამიტომაც კარგი ლექსი თავისი არსით კლასიკურ მუსიკას უტოლდება...
5. მეც მინდა ჩემი მოწონება დავაფიქსირო....მართლაც საინტერესოდაა დაწერილი...
ყოჩაღ!!!!!!!!
ამ ბოლო დროს მეც ამეკვიატა მუხრანის ლექსები...
ყოჩაღ... მეც მინდა ჩემი მოწონება დავაფიქსირო....მართლაც საინტერესოდაა დაწერილი...
ყოჩაღ!!!!!!!!
ამ ბოლო დროს მეც ამეკვიატა მუხრანის ლექსები...
ყოჩაღ...
4. მე ვაკის პარკში (დღეა ცივი თუ დღეა თბილი), _ გატანილს სტე-სტე, ყოველდილით, ვადგავარ ბილიკს. კაცი, რომელიც, ამ ბილიკზე, მხვდებოდა შარშან, _ არ ჩანს!
არ მიყვარს მე ეს პოეტი. მე ვაკის პარკში (დღეა ცივი თუ დღეა თბილი), _ გატანილს სტე-სტე, ყოველდილით, ვადგავარ ბილიკს. კაცი, რომელიც, ამ ბილიკზე, მხვდებოდა შარშან, _ არ ჩანს!
არ მიყვარს მე ეს პოეტი.
3. მუდამ ერქვას მსურს,– საქართველო,– საქართველოს და ილაპარაკოს ქართულად მსურს ქართველმა კაცმა.
მუხრანი მუხრანია! ის საქართველომ აღიარა! მუდამ ერქვას მსურს,– საქართველო,– საქართველოს და ილაპარაკოს ქართულად მსურს ქართველმა კაცმა.
მუხრანი მუხრანია! ის საქართველომ აღიარა!
2. დიდი მადლობა, იმედია თანასაიტელებიც დაინტერესდებიან... დიდი მადლობა, იმედია თანასაიტელებიც დაინტერესდებიან...
1. ძალიიიიან გენაცვალე ამის დამწერო!!!!!!!!! ძალიან!!!!!!! საოცრად ბედნიერი და თან სევდიერი ვკითხულობდი!!!!
არაჩვეულებრივი მოფერება...
"საკუთარი ფეხის ხმა ესმოდა და ცდილობდა მსუბუქად ევლო"
წარმატებები! ძალიიიიან გენაცვალე ამის დამწერო!!!!!!!!! ძალიან!!!!!!! საოცრად ბედნიერი და თან სევდიერი ვკითხულობდი!!!!
არაჩვეულებრივი მოფერება...
"საკუთარი ფეხის ხმა ესმოდა და ცდილობდა მსუბუქად ევლო"
წარმატებები!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|