ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თათა0909
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
2 დეკემბერი, 2010


სიყვარულო ძალსა შენსა ( ჩემი დაქალის შემოქმედება )

"სიყვარულო ძალსა შენსა" - როგორ მიყვარს ეს ლექსი. რამდენჯერ "წამომისროლია" საჭირო დროს და ადგილას ეს მცირე ფრაზა ან კიდევ რამდენჯერ გამიმეორებია მხოლოდ ჩემთვის:

ჩვეულებრივი დილა გათენდა.

სიზმრიდან შედარებით რეალურ სამყაროში ამოყვინთულს,  სადღაც შორიდან მესმის ტკბილი და ნაცნობი ხმა

- "K" გაიღვიძე ... ყავას ხომ დალევ?

ვერასოდეს ვამბობ უარს ყავაზე, თანაც დილით შოკოლადთან ერთად. ამის გაკეთება რომ შემეძლოს ეს დღე ოდნავ მაინც განსხვავებული იქნებოდა.

ჩავრთე მობილური და ველოდები  sms-ს იმედით, იმისგან ვინც საშინლად მენატრება. ამაოდ.. თვალს ვავლებ ძველებს, კარგად შენახულს. კითხვისას ტირილი მინდება, ერთ sms-ზე "გავჭედე", ცრემლები თვალებს მიბინდავენ, თავს ვერ ვიკავებ, ყვირილი რომ შემეძლოს .....

- ახლა შენთვის ლიქიორს ვამზადებ ვარდის ფურცლებისგან :d



ვარდის ფურცლებისგან... როგორ მძულს ყვავილები, ისინი ხომ მკვდრებთან დააქვთ, თანაც მალე ჭკნებიან. ყველაფერი უსასრულო მიყვარს.

მან იცის ეს და ამიტომაც მაჩუქა ხელოვნური ვარდი, რომელიც არასოდეს დაჭკნება. ნეტავ არც ჩვენი "სიყვარული" დაჭკნებოდეს და იმ ვარდივით ხელოვნური არ იქნებოდეს.



ვარდის ფურცლების ლიქიორი... არასოდეს დამილევია, სიყვარული რას არ მოგაფიქრებინებს ადამიანს.



სიყვარულო ძალსა შენსა.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები