ნაწარმოებები


    * * *         * * *         * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი - 2025. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *         * * *         * * *     კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეკლათეა222
ჟანრი: პოეზია
11 დეკემბერი, 2010


არ ვიცი რას შეგადარო


არ ვიცი რას შეგადარო,

ან რად ვგიჟდები შენთვის,

ხან ისე შორეული ხარ-

როგორც საუფლო ღმერთის,

ხან ისე მიუწვდომელი-

როგორც ედემის ბაღი,

არ ვიცი რას შეგადარო,

შეუვალი და მკაცრი.

მაგრამ ხან ისე მწველი ხარ,

როგორც მზე თიბათვეში,

მითხარ რად მიახლოვდები,

რად გადმოსახლდი ჩემში?

რად არ მანებებ თავს, კარგო?

რად მახვევ ტრფობის ალში?

შენი ორმაგი ბუნების

არ მინდა მოვხვდე რკალში.

ვიცი წყარო ხარ ანკარა,

სპეტაკი ნამი ცისა,

არ ვიცი რას შეგადარო,

არც მიწის და არც ცისა!



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები