 | ავტორი: ლევან63 ჟანრი: პოეზია 6 დეკემბერი, 2010 |
ნეტავ რას ფიქრობს ან რაზე გვამცნობს ეს ბადრი მთვარე ბინდის ბუტბუტში, სავსე მთვარობას, ან მიმოქცევის იდუმალების ტალღის დუდუნში, ხან მგლებს აყმუვლებს, ხან დღეს აბნელებს ღამის უკუნით, და გზას გვინათებს, ან ნანას გვიმღერს მტრედის ღუღუნით.
ნეტავ რას მალავს, ან რა აქვს გულში ამ ლამაზ სატრფოს, სამყაროში ხომ ორნი ვართ მარად, თან ასე ახლოს, თუმც ყოველივეს, არად დაგიდევს იდუმალების ეს მომცრო მაქო, ზენა განგებამ ასე განსაჯ,ა რომ ერთად ვიყოთ და შორიახლოს.
თვით ეს ამბავი ჩვენს ცხოვრებას ჰგავს, ვითარც ფურცელი ამონაფხრეწი, მთვარე კი წიგნს ჰგავს უამფურცელოდ, დედამიწიდან ამონაგლეჯი, ღმერთმა მაღალმა ესე ინება და დაგვაშორა ჩვენ სამუდამოდ, ჩვენ წყალი მოგვცა, მას არაფერი, თანაც გასწირა ის საგუშაგოდ.
ყველაზე ძლიერ მაინტერესებს, რა იმალება იდუმალ მხარეს, ღამის ვუალში გამოწყობილი, ის არ გვიჩვენებს საკუთარ სახეს, ამ უკუნეთში ვინ დაბოგინობს, ან ვის უგებენ აქ მწარე მახეს?! ვინ რაღას გეტყვის, იქიდან ერთხელ უკვე ხომ გამოვყარეს!
მაგრამ მე მაინც მარად შევნატრი, კავკასიონის მთვარეს მხიარულს, ჩემი სამშობლოს ღვთიურ ზეცას და ანგელოზების სიცილ-ჟრიამულს, ის მერჩივნია, რომ ყოველ ღამე ცას ავხედო და თვალებით ვგვემო, სავე მთვარე და ვარსკვლავთა ქუჩა, გალაქტიონს რომ უნდა ევლო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ლექსში ემოცია დევს, რაც ხიბლს სძენს...წარმატებებს გისურვებ, ლევან, ძალიან კარგი ხარ! :) ლექსში ემოცია დევს, რაც ხიბლს სძენს...წარმატებებს გისურვებ, ლევან, ძალიან კარგი ხარ! :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|