ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბესცელერა
ჟანრი: პოეზია
6 დეკემბერი, 2010


"მოლოდინი - თეთრი გზები"

მარტოობა - ქვიშის მთები,
როცა გფარავს თალხი სქელი.
უდაბნოდან მოვარდნილი -
ფიქრებს გირევს აზრი მწველი.

მონატრება - შავი ქვები,
როცა ღმერთსაც ედავები.
შენთვის დასმულ სიცოცხლის თასს
გადაღლილი ეწაფები.

"მოლოდინი - თეთრი გზები",
როცა ქარებს ეფერები.
ელი სურნელს თუ მოგიტანს,
ამ ლოდინში გადის წლები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები