ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთაიუნი
ჟანრი: პოეზია
9 დეკემბერი, 2010


უშენობა

ჩემს საკუთარ თავს ვერ გავექეცი
შენი არყოფნით მრუმე ცისმარეს,
ყველგან მომნახა უნაპირო უშენობამ და
მარტოობის შმაგმა სიმწარემ.
და ახლა ვწევარ ჩემი ნაღვლის შავ სარკოფაგში
ავი ფიქრები ნელინელ მღრღნიან,
ტკივილიანი თხემით ტერფამდე მმოსავს სუდარა
და ასე, ცოცხალს, მივიწყების ბელტებს მაყრიან.
და მენატრება შორეული მწვანე სიზმარი,
თავაწყვეტილი გაზაფხული, გიჟური ლტოლვა,
ზანტი ზმორებით მიღიმოდა როცა ცისკარი,
როცა საღამო მოაგავდა ამურის კოცნას.
ახლა უსაზღვროდ მენატრება შორი სინაზე,
უდაბნო შთანთქავს მღაღადებლის უხმო მუდარას
და დავიტირებ საკუთარ თავს  აქვე, მიწაზე,
ნაღვლის კუბოში, სად ტკივილის მმოსავს სუდარა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები