ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბარნაბა
ჟანრი: პოეზია
8 დეკემბერი, 2010


დარდის მძევალი

ისევე სხვებში დავეძებ შენს თავს
და შენნაირი ვიპოვნო მინდა,
დროისგან ველი გულში სისხლცვეთას,
ჯერ ვერ ვიპოვნე შენსავით წმინდა.

ვისაც შენფერი ჰქონდა თვალები
ნიღაბი ეკრა სწორედ მის სახეს,
დანარჩენების მქონდა ვალები,
მათთვის ნაჩვევი ყმა რომ ვერ მნახეს.

გუშინ მომიკლეს იმედი ბოლო,
ხვალ კვლავ მოვაგნებ მთვრალი შენს საფლავს,
სადაც უიღბლოს გრძნობებში სოლო -
ეს გული შენთვის თავის თავს დაკლავს.

აღარ ვალაგებ ბანალურ ფრაზებს,
მხოლოდ ის ვიცი ხარ სასუფევლად,
შენთან არა ვარ და ეს მაბრაზებს,
ადვილად დარდი შემიპყრობს მძევლად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები