ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაკაგელაშვილი
ჟანრი: პოეზია
9 დეკემბერი, 2010


ნატვრის ხე

ტყეში შემოსული ოცნების ასახდენად,
ჭრელო ნატვრის ხეო, შეგები ნაჭრებად,
სურვილი ჩაგაბარე, ჩუმად ჩაგჩურჩულე,
უეცრად მოგევლინე შენს სულში ჩამჭრელად.

ყური მომაყურე, გული მომაგულე,
მითხარი: ოცნება ოცნებად დაგრჩება,
თურმე ვერა მშველი, ფოთლებშეფაკლულო,
მხოლოდ საშრიალოდ დაგბადა გამჩენმა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები