ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ ე ქ ს პ ე რ ტ ი
ჟანრი: პოეზია
9 დეკემბერი, 2010


___________ I V__________

                      ორი სურათი

იყო თვრამეტის, იყო ჩუმად, იყო ფეხმძიმედ,
როდესაც ქმარი გააცილა ომში უცრემლოდ,
მერე კარგა ხანს უგზავნიდნენ საწყალს სამძიმარს,
მერე კი ტკივილს მხოლოდ შვილის ხათრით უძლებდა.

სულ სწუხდა ბავშვი, მამა ერთხელ მაინც ენახა,
დრო კი განაჩენს ამზადებდა თურმე უმკაცრესს,
ქალი ატირდა აჩეხილი როგორც  ვენახი,
შვილიც ომში რომ გაიწვიეს ერთ დღეს უეცრად.

წლები ჩამთავრდა კადრებივით, დრო გადაფასდა,
ღამე ყლაპავდა სიჩუმეში ჭრიალს ურმების,
დედა კი იჯდა ბნელ ოთახში ჩამქრალ ლამფასთან,
ორ სურათს შუა მოყოლილი უბედურებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები