ილ-დე-ფრანსის რეგიონის ცენტრში ვსეირნობდი და ფეხქვეშ უმოწყალოდ ვთელავდი ფრანგული ხის დამჭკნარ ფოთლებს. რა საჭიროა სიტყვა ფრანგული ?! მაგრამ,მე ხომ პარიზში ვიყავი და ყველაფერს ისე აღვიქვამდი როგორც მოდასა და ხელოვნებას. მილიონჯერ მინახავს სიზმარში ეიფელის კოშკი,მლიონჯერ მინახავს რომანტიული სინათლის ქალაქი და მდინარე სენის ნაპირებზე მოსეირნე წყვილები. ალბათ,ეს საუკეთესო შესავალია,რომ მოგიყვეთ პარიზული სიყვარულის პატარა,მშვენიერი ისტორია. გიორგობისთვეს ნახევარი უკან ჩამოეტოვა(თუმცა პარიზში არ იციან გიორგობისთვე) თავის გარდაუვალ აღსასრულს შეგუებოდა და ემზადებოდა გზა ზამთრისთვის დაეთმო. სიცივე ყოველდღიურად ღონიერდებოდა და ფესვებს ღრმად იდგამდა.ნოემბერი ნიავის ტყვეობაში მოქცეულიყო... მზიანი დღეები იცოდა პარიზში.. არცთუისე მშვენიერ დღეს, როცა მივხვდი,რომ გათენდა და მზეც აღარ ჩანდა,წვიმის წვეთებმა მომიკაკუნეს ფანჯრის რაფაზე. როგორ უხდებოდა პარიზს წვიმა.. მთელი დღე სანახაობით ვტკბებოდი. მხოლოდ საღამოს 9 საათისთვის გავედი გარეთ. ქუჩა ცარიელი იყო.აქაიქ ლამპიონები ანათებდნენ და მათი შუქი ყვითელ ელფერს ქმნიდა ირგვლივ. წვიმმის წვეთები დაუღალავად ეშვებოდნენ დედამიწის ბინძურ და სუფთა ადგილებში,იხტიბარს არ იტეხდნენ და ჩემს მოყავისფრო თმებს თანდათან ამუქებდნენ.. თითები გამილურჯდა.ქუჩაში დასველებულ ბარდიულზე ჩამოვჯექი და ვუყურებდი როგორ ხაზავდნენ წვიმის წვეთები რკალებს გუბეებში. მინდოდა რაღაც ჩემთვის განსაკუთრებული და ლამაზი დამენახა. მყუდროება სწრაფმა ნაბიჯების ხმამ დაარღვია. - ელენე ! დაიყვირა უცნობმა ხმამ. თავიდან ყველაფერი ჩემს ილუზიას მივაწერე,მაგრამ რამდენიმე წამში წარმოთქმულმა იგივე სიტყვამ იგივე ხმის ტემბრით თავი მიმატრიალებინა ჩემსკენ მარჯვნივ მდებარე სკვერის შემოსასვლელისაკენ. გოგონას ეტყობოდა საგულდაგულოდ გაკეთებული თმა დაშლოდა,წითელი გახსნილი ქურთუკიდან ჩანდა მისი გულის ფეთქვა,ღამე მის ღაწვებზე მოტრფიალე ცრემლებს უფრო ლამაზსა და ბრწყინვალეს ხდიდა. რატომღაც ბიჭის აღნაგობას არ დავკვირვებულვარ.მათთან ყველაზე ახლოს მდებარე ხის უკან ავიტუზე და სულგანაბული ვუსმენდი.ქართულად ლაპარაკობდნენ,ახლა უკვე მთლად შემეკრა სუნთქვა და ყვითელი შუქის ქვეშ მოქცეულ ჩემს გაწელილ ჩრდილს ვაკვირდებოდი. ბიჭმა მკლავში ხელი მოკიდა.თითქოს ერთმანეთს თვალს ვერ უსწორებდნენ.დუმილი გოგომ დაარღვია. - მე უნდა წავიდე ლევან.. ისევ წინ გაიწია, ამჯერად ბიჭი აღარ შეეწინააღმდეგა და უკან უხმოდ გაყვა. უფრო უხმოდ და შეუმჩნევლად მე მივყვებოდი ორივეს.. რომელიღაც შენობის რომელიღაც შესასვლელში შევყევი.კუთხის შესასვლელთან ქვის სველ და ცივ კედელს ავეყუდე და ისევ სუნგანაბული ვუგდებდი ყურს. ლევანმა ელენე ხელის სწრაფი მოძრაობით მკლავებში მოიქცია თვალეებზე ეამბორა. - ჩვეულებრივი მლაშე ყოფილა შენი ცრემლებიც. ელენეს ხმა არ ამოუღია ყველაზე ახლოს მდებარე კარს ეცა, კარის სახელურმა ხმა გამოსცა.. ლევანი სიბნელეში გაუჩინარდა. როგორ უხდებოდა პარიზს წვიმა.. ყვითელი მოციმციმე ფოთლები მოწყენილი ელოდნენ განთიადს, ჩარჩოს მიღმა დარჩენილი სამყარო თითქოს ხარობდა და რაღაცას ელოდა.ჩემსავით გაურკვევლობაში დარჩენილი ჩემი მეორე მე მიბიძგებდა სახლში ავსულიყავი და ცხელი ჩაი დამელია. პარიზის დიდებული კოშკი ვერცხლისფრად ბრწყინავდა და მეც ამ კოშკში დატყვევებულ პრინცესას ვგავდი..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. რა ლამაზი სახელი გაქვთ.... ++++++++ რა ლამაზი სახელი გაქვთ.... ++++++++
7. გაგეცინებათ , მაგრამ დღეს პირველად გკითხულობ :) და თან მესამე ნაწილიდან დავიწყე :) ეხლა I-ზე გადმოვინაცვლე :) მომეწონა :) ცოტა კორექტურებია გაპარული :) კარგი იქნება თუ მერე თვალს გადაავლებ :) :-* 5 გაგეცინებათ , მაგრამ დღეს პირველად გკითხულობ :) და თან მესამე ნაწილიდან დავიწყე :) ეხლა I-ზე გადმოვინაცვლე :) მომეწონა :) ცოტა კორექტურებია გაპარული :) კარგი იქნება თუ მერე თვალს გადაავლებ :) :-* 5
6. აჰამ... თავიდან მივყვები... +5 მომეწონა 1 ნაწილი :) აჰამ... თავიდან მივყვები... +5 მომეწონა 1 ნაწილი :)
5. მყუდროება, სწრაფმა ნაბიჯის ხმამ დაარღვია,? მთლიანობაში კარგია +2 თუ წვიმდა, წვიმის წვეთები რგოლებს აკეთებდა და იქვე სველ ბარდიულზე იჯდა, მყუდროება, სწრაფმა ნაბიჯის ხმამ დაარღვია,? მთლიანობაში კარგია +2 თუ წვიმდა, წვიმის წვეთები რგოლებს აკეთებდა და იქვე სველ ბარდიულზე იჯდა,
4. აესეთი სათაური მხოლოდ enigma sleep-ის ალბომს აქვს? :)))) გაიხარე mrs.smith :* აესეთი სათაური მხოლოდ enigma sleep-ის ალბომს აქვს? :)))) გაიხარე mrs.smith :*
3. არაუშავს, სათაური enigma sleep-is albomidanaa .... მთლიან ჯამში რას ვერჩი +2 არაუშავს, სათაური enigma sleep-is albomidanaa .... მთლიან ჯამში რას ვერჩი +2
2. მომეწონა, რადგან დახვეწილი მომენტები დავიჭირე.
- ჩვეულებრივი მლაშე ყოფილა შენი ცრემლებიც.<<ზიზღი ვიგრძენი ამ ბიჭისადმი
თვალს გადევნებ :)
მომეწონა, რადგან დახვეწილი მომენტები დავიჭირე.
- ჩვეულებრივი მლაშე ყოფილა შენი ცრემლებიც.<<ზიზღი ვიგრძენი ამ ბიჭისადმი
თვალს გადევნებ :)
1. nushis tvalebis miuxedavad naweri ragac ar ver :) nushis tvalebis miuxedavad naweri ragac ar ver :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|