 | ავტორი: ლევან63 ჟანრი: პროზა 13 დეკემბერი, 2010 |
ბათუმის ლექსების გამოფენა - 2009 წელი. 100 სიტყვიანი.
ნაზის დღიურის ერთი ფურცელი
არა, კარგი ვქენი იმ წყეული ამერიკიდან რომ გამოვიქეცი, მაგრამ ჯეიკი მანერვიულებს ძალიან. პატარა, ორი თვიდან ჩემს ლოგინში, იავნანაზე, კომბლეს, ხუთკუნჭულას, ცოტნე დადიანის და ქართველ რაინდთა გმირობებზე გამოვზარდე. დედააა! მახსოვს რა დღეში ჩავვარდი, როდესაც ჯეიკმა თავის პირველ სიტყვად – “დედა” ამოამღერა! ის ძალზედ თბილი, მიმტევებელი, ამაყი და რაინდულია, მგონი პატარა ქართველი ამერიკელი გამოვძერწე! არადა აქ ასე ცხოვრება ძალზედ გაუჭირდება. თბილისში შენი ძილის დროც მოსულა, მაშ მოუსმინე იავნანას, გაეხვიე ჩემს ნაჩუქარ გადასაფარებელში და ხუთკუნჭულასთან და ცოტნესთან ერთად ჯადოსნური სიზმრების სამყაროში დაიწყე მოგზაურობა. მე, კი შენს ნაჩუქარ დათუნებიან ბალიშზე დავდებ თავს და წმინდა გიორგის, შენი და ყველა ჩემიანის კარგად ყოფნას შევთხოვ.
---------------------------------------------------------------------------------------------------
ბათუმის ლექსების გამოფენა - 2010 წელი. 100 სიტყვიანი.
ერთ, ვითომ ჩვეულებრივ დღეს
1913 წელს დავით კლდიაშვილი გორს სტუმრობდა. ადგილობრივმა ინტელიგენციამ, მწერალს შესანიშნავი საღამო მოუწყო, რომელიც ჩინებული ბანკეტით დასრულდა. თამადად, ვაჟა-ფშაველას ძმა - თედო რაზიკაშვილი აირჩიეს, რომელიც განსაკუთრებული მჭერმეტყველებით გამოირჩეოდა. სუფრას, რუსის ოფიცრობაც ესწრებოდა. თედომ, დავით კლდიაშვილს მეტად საინტერესო სადღეგრძელოთი მიმართა და იგი, სახელოვანი პოლონელი მწერლის, ადამ მიცკევიჩის სიტყვებით დაამთავრა: - «Будет свободная Польша, будет свободная Грузия!». ნათქვამმა, საკმაოდ “შეღვინებულ” დამსწრეთა დიდი აღტაცება გამოწვია, თუმცა, ერთმა შეზარხოშებულმა რუსის პოდპოლკოვნიკმა, თედოს, უმალ “ბუნტარშჩიკობაში” დასდო ბრალი: - «Значит бунт? Что Польшу надо освободить, так? и Грузию тоже, так? » . დღეს პოლონეთი თავისუფალია, მაგრამ საქართველოს ურჩხული კვლავ სჯიჯგნის, ე.ი. ბრძოლა გრძელდება და: - “ლაჩარი არვის გეგონოთ, კიდევ სჭრის ჩვენი ხმალია!...”
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. პირველი უცხოა და კარგი :) პირველი უცხოა და კარგი :)
4. მოვიხიბლე :) ლევან, ძალიან-ძალიან კარგად გადმოსცემ :) მოვიხიბლე :) ლევან, ძალიან-ძალიან კარგად გადმოსცემ :)
3. პირველი უფრო...:) პირველი უფრო...:)
2. მოკითხვა ლევანს და მადლობა გამოფენაში მონაწილეობისთვის. მოკითხვა ლევანს და მადლობა გამოფენაში მონაწილეობისთვის.
1. წარმატებები ავტორს.... წარმატებები ავტორს....
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|