ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბოტიჩელი
ჟანრი: პოეზია
14 დეკემბერი, 2010


მიტომ


ნეტავ რად ტირის ბავშვი?
რაღაც სტკივა და მიტომ
დედის ალერსი უნდა,
სითბო უნდა და მიტომ.
პაპას რად უყვარს ბალღი?
პატარაა და მიტომ
რად გვეცოდება შველი?
სათუთია და მიტომ.
უფულოს ჩაგრავს ფული,
მდიდარია და მიტომ
რატომ ტიროდა ბავშვი?
ობოლია და მიტომ.
დიდ კაცთან პატარა კაცს
რა გაუვიდა ვითომ?
ვიღაც ყურს გვიწევს დღესაც
პატარა ვართ და მიტომ.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები