ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქუთათური
ჟანრი: პოეზია
17 აპრილი, 2008


...

ეს იყო, ადრე იყო :)

შენ რომ გაჩნდი
იმ დღეს ალბათ
გასუსული იჯდა ქარი
შენს აკვანთან..
ალბათ მთვარეც
გაოცებით იჩეჩავდა
სავსე ბეჭებს..
ჰოდა ბედიც
გიმზადებდა სულზე ბეჭედს
უცნაური ბილიკისას -
რომ გეხტუნა ასკინკილით,
ჰოდა თაფლით სავსე ქილით
მოგეთხვარა გზაზე ყველა.
ოღონდ ასე ნუ გარბიხარ,
ცოტა ნელა,
ცოტა ნელა!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები