ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გაგნი
ჟანრი: პოეზია
17 დეკემბერი, 2010


იქნებ გაუძლოთ ამ ორომტრიალსაც

ვუცქერ გარშემო დროშების ფრიალს და,
ფიქრი მიჩნდება ერთი,
იქნებ გაუძლოთ ამ ორომტრიალს და,
კვლავ შეგვეწიოს ღმერთი.
ვუსმენ სიტყვებსაც ომახიანს და,
სიმართლე ვერასდროს ვერ ვთქვით,
რამდენი ქომაგი ყოლია სამშობლოს,
საზღვრებზე მომდგარ მტერს ვერ ვთვლით.
ვუცქერ ჩემი ქვეყნის ჭაღარას დიადს და,
თვალები მევსება  ცრემლით,
ისე მეჩვენება თითქოსდა საბრალოს,
ნდობა დაუკარგავს ჩვენი.
ვუცქერ გარშემო დროშების ფრიალს და,
ფიქრი მიჩდება ერთი,
იქნებ გაუძლოთ ამ ორომტრიალს და,
კვლავ შეგვეწიოს ღმერთი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს