 | ავტორი: ლუიზიანი ჟანრი: პროზა 17 დეკემბერი, 2010 |
ნეტავ სად ვარ? გავიფიქრე ჩემთვის და შეშინებული თვალებს უმისამართოდ ვაცეცებდი, იმ იმედით რომ ერთ ნაცნობ სახეს მაინც ვიპოვნიდი და მასთან ერთად შევეცდებოდი სახლში დაბრუნებას. უეცრად სულში სიცივე ვიგრძენი, ტანში ჟრუანტელმა დამიარა, რაღაც ენით აუღწერელი შიშის მსგავსი გრძნობა დამეუფლა, როცა იქ მყოფი ადამიანები ვიხილე. ადგილზე გავშეშდი და გაოცებული თვალს ვადევნებდი ყოველ მათგანს. - რას ვაკეთებ აქ? ეს ადამიანები ხომ უკვე დიდი ხანია რაც ამ სამყაროს გამოემშვიდობნენ? ნუთუ მეც... კითხვები არ მასვენებდა, თავზარი დამეცა, ენა ჩამივარდა, მინდოდა ვინმესთვის შველა მეთხოვა, მაგრამ თითქოს ჩემი არავის ესმოდა, ვცდილობდი იქიდან თავის დაღწევას, მაგრამ ფეხები არ მემორჩილებოდნენ, ღონემიხდილი წავბარბაცდი და მივხვდი რომ გონებას ვკარგავდი. თუმცა ბოლო წამამდე უფალს ვევედრებოდი არ მივეტოვებინე, კიდევ ერთხელ ხელში ავეყვანე მისი ცოდვილი შვილი. რამოდენიმე წამში ყურში ყრუდ რაღაც ხმა ჩამესმა, მეგონა ვგიჟდებოდი, მაგრამ ეს ხმა თანდათან ძლიერდებოდა. მივხვდი რომ ეს არ იყო მოლანდება, რადგან ძალიან მკაფიოდ მესმოდა ხმა, -ღმერთო ეს ბავშვის ტირილია, გავიფიქრე ჩემთვის. რაღაც უხილავმა ძალამ ფეხზე წამომაყენა, მიმოვიხედე გარშემო, თუმცა ბავშვი ვერსად ვნახე, მაგრამ ჩემდა გასაოცრად ტირილი არ წყდებოდა, ახლა ეს ხმა ცოტა შორიდან შემომესმა. გავყევი მას, შეშლილივით ვაცქერდებოდი ყოველივეს, თუმცა ტრიალი მინდორის გარდა ვერაფერს და ვერავის ვერ ვამჩნევდი. ბავშვი კი ტირილს განაგრძობდა და კვლავაც თავისთან მიხმობდა. როგორც არასდროს ისე გავძლიერდი და უკანმოუხედავად გავიქეცი უხილავი ბავშვისკენ. უცნაური გრძნობა მქონდა, თითქოს მკერდში ერთის ნაცვლად ორი გული მიცემდა, ოდნავ წამოვიწიე, წამოდგომა მინდოდა, მაგრამ სხეულზე რაღაც ოდნავი სიმძიმე ვიგრძენი, თვალები გავახილე და ბუნდოვნად სითეთრე შევნიშნე, რამდენიმე წამში ნათლად დავინახე ჩემს წინ მდგარი აღელვებული ექიმი, რომლის სახეც ოფლის წვეთებით დაფარულიყო. იგი კოლეგებს მოუხმობდა და თან გაუჩერებლად იმეორებდა: ის გაცოცხლდა, სასწაული მოხდა, ის გონს მოდის. ჩემს გარშემო სრული ქაოსი იყო, ხელები გავამოძრავე და შევიგრძენი ჩემს ხელის გულზე, პატარა, საოცრად პატარა თითების მოძრაობა. თავი წამოვწიე და ჩემი თვალები დავინახე, კარგად რომ დავაკვირდი ჩემი ცხვირიც და ტუჩებიც. ეს იყო საწყისი ახალი სიცოცხლისა, სიცოცხლისა რომელიც ჩემში არსებობდა და რომელიც სწორედ იმ წუთიდან იწყებდა სამყაროს შეცნობას. რა უსუსური იყო ჩემი პატარა, მკერდზე მეხუტებოდა და ცდილობდა დედის სითბო ეგრძნო. მეგონა მეორედ დავიბადე. თვალები ზემოთ აღვაპყრე და უფალს მადლობა გადავუხადე ამ სასწაულისთვის. იმ წუთას მინდოდა ყველას, ცის და მიწის გასაგონად ხმამაღლა მეყვირა: ხ ა ლ ხ ნ ო მე დ ე დ ა ვ ა რ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. საინტერესო იყო!!!კარგი ნაწერია +2 საინტერესო იყო!!!კარგი ნაწერია +2
17. უღრმესი მადლობა:) ძალიან გამახარეთ:):):) უღრმესი მადლობა:) ძალიან გამახარეთ:):):)
16. გადასარევი ნაწერი, არ არსებობს ქვეყნად იმაზი დიდი სასწაული და ბედნიერება, როდესაც იბადება ადამიანი. უმაღლესი შეფასება ! გადასარევი ნაწერი, არ არსებობს ქვეყნად იმაზი დიდი სასწაული და ბედნიერება, როდესაც იბადება ადამიანი. უმაღლესი შეფასება !
15.
გენიალურიაა............ ++++++++++111111111110000000000000000000000000
გენიალურიაა............ ++++++++++111111111110000000000000000000000000
14. ბედნიერი დედა გამყოფოთ ღმერთმა! :) ბედნიერი დედა გამყოფოთ ღმერთმა! :)
13. ხ ა ლ ხ ნ ო მე დ ე დ ა ვ ა რ...
ბედნიერი ხარ!
555555555555555555555555555555 ხ ა ლ ხ ნ ო მე დ ე დ ა ვ ა რ...
ბედნიერი ხარ!
555555555555555555555555555555
12. ჩანახატად კარგია,პროზად ვერ . ჩანახატად კარგია,პროზად ვერ .
11. რა ძალიან ლამაზად და საყვარლადაა გადმოცემული გრძნობა დედა-შვილობისა :) კარგი ხარ, ავტორო! :) რა ძალიან ლამაზად და საყვარლადაა გადმოცემული გრძნობა დედა-შვილობისა :) კარგი ხარ, ავტორო! :)
10. დედაშვილობა...შეუდარებელი გრძნობაა :) :-* დედაშვილობა...შეუდარებელი გრძნობაა :) :-*
9. 5555555555555555555555555555555555555555555555555555555 5555555555555555555555555555555555555555555555555555555
8. სითბოთი და სინაზით აღსავსე +5 სითბოთი და სინაზით აღსავსე +5
7. დიდი მადლობა ყველას და წარმატებები ყველა თქვენგანს ვისაც მოეწონა ან არ მოეწონა სულ ერთია))) დიდი მადლობა ყველას და წარმატებები ყველა თქვენგანს ვისაც მოეწონა ან არ მოეწონა სულ ერთია)))
6. ჰო, თბილია რაღაც :) ჰო, თბილია რაღაც :)
5. მე დ ე დ ა ვ ა რ... - რა ლამაზად და ამაყად ჟღერს!!! 555 მე დ ე დ ა ვ ა რ... - რა ლამაზად და ამაყად ჟღერს!!! 555
4. წ ა რ მ ა ტ ე ბ ე ბ ი ... ლამაზი ბიჭის დედიკოს და ილუსტრაციას დაგიტოვებ ახლა ;) წ ა რ მ ა ტ ე ბ ე ბ ი ... ლამაზი ბიჭის დედიკოს და ილუსტრაციას დაგიტოვებ ახლა ;)
3. ბედნიერ დედობას გისურვებ, სხვა რა ვთქვა? ბედნიერ დედობას გისურვებ, სხვა რა ვთქვა?
1. რა ვიცი... ნაწერი არ მომეწონა... ბავშვებზე კი ვგიჟდები. : ) რა ვიცი... ნაწერი არ მომეწონა... ბავშვებზე კი ვგიჟდები. : )
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|