ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კამკამიძე
ჟანრი: პოეზია
18 დეკემბერი, 2010


დეკემბრის ცამეტი

საკუთარ სამყაროს აგროვებ კადრებად,
წარსული უბრალოდ გქონდა და დაკარგე
არც ფიქრობ, სიცილი ბოლო დროს დაგჩემდა
ცარიელ თვალებში... (ჩასახლდა) და გარეთ -

ცამეტი დეკემბრის, დეკემბრის ცამეტის
ნისლი და შუქები მიჭყლეტილ ნათურას
სარკმლიდან არღვევს და დღე-ღამის განედი,
(ან რა აზრი აქვს და) მით უფრო გახუნდა -

სიმწვანე... შემორჩათ გაყიდულ ნაძვებს და
საქარე ხეივანს - დეკემბრის ცამეტი…
აჩნდებათ ლაქა და ქარბუქში გათოვდა -
დღე მოკლე და ღამის უძილო ფრაგმენტი.

ძნელია, ძნელია გაექცე სამყაროს!
დაკიდო ფიქრები მინაზე - დაორთქლილ,
რამდენჯერ გიცდია სხეული აყარო
მაჯიდან საკუთარ სულსა და ქილიკი -

Post-Modern! ივიწყებ როდესაც სარკესთან
ხვდები, რომ უფალი, უფალი შენახარ
საკუთარ მესთან და მარცხნიდან დაკემსავ
დღევანდელ გეგმას და წვეთები შეახმა -

კალენდარს სისხლის და დეკემბრის ცამეტის
ფრაგმენტულ ჩანახატს - სისხლის უჯრედებით
(ან რა აზრი აქვს და) ხვდები, რომ იმეტებ -
სხეულს და აზრებს და ქარაგმას ედები!

სადღაც ზეცაზე და ზეცის სახურავზე
(სადაც ღმერთთან ახლოს ლოცვაში გამეტდი)
უფერო თვალებით... აქრობს და ახურავს
დეკემბრის კალენდარს - დეკემბრის ცამეტი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები