 | ავტორი: ნიკოლ ჟანრი: პოეზია 18 დეკემბერი, 2010 |
„ შესაძლოა მე ვარ შენი სიკვდილი, სულაც ვიღაც ტაქსისტი, რომელმაც მოსახვევი ვერ შენიშნა ან კიდევ ვინმე მეზობელი, რომელიც ქოთნებს ნაპირზე დებს.. ჩვენ ყველანი მკვლელები და სიკვდილები ვართ „
მე ვარ შენი აჩრდილის უკან დამალული სიკვდილი, რომელიც უხმოდ მოგყვება და გაცილებს მოსახვევამდე.. და ვცდილობ მანამდე სიცოცხლის მარცვლებით გამოგკვებო, შენ კი, ნუ დაიხრჩობი.. ისევ შორია ზეცამდე.
მე ხომ შენი უხიფათო გარდაცვალების დარაჯი ვარ, რომელიც სევდას გიზოგავს, რათა ერთიანად არ მოგიღოს ბოლო ყელში წაჭერილმა დარდმა. და ამიტომაც მოგყვები ცხოვრების ავდრიან ბილიკზე, რომ განცდით სავსემ უჩემოდ არ გადაჭრა გზა და არ დამეკარგო უსასრულობაში. (ისევ.. შორსაა ზეცა).
და იცი? ჩვენ ყველანი სიკვდილის რეპეტიციით გართულნი უნებურად ვატარებთ ერთმანეთის სიკვდილს და ჩვენსავე გარდაცვალებაში ვიბადებით. მე კი, შენი უცოდველი მკვლელი, უნებურად ვტირი, როცა წარმოვიდგენ, როგორ კორტნის მიწა შენი სხეულის ყოველ წერტილს.. და თუმცა ვიცი, რომ მე მოვალ ცხოვრებით გაცვეთილი და გეტყვი, - გამარჯობა, მე შენი სიკვდილი ვარ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ჩვენ ყველანი სიკვდილის რეპეტიციით გართულნი უნებურად ვატარებთ ერთმანეთის სიკვდილს და ჩვენსავე გარდაცვალებაში ვიბადებით.
საინტერესოა ჩვენ ყველანი სიკვდილის რეპეტიციით გართულნი უნებურად ვატარებთ ერთმანეთის სიკვდილს და ჩვენსავე გარდაცვალებაში ვიბადებით.
საინტერესოა
8. აქ ყოველთვის საინტერესო(ჩემთვის)იდეები მხვდება... აქ ყოველთვის საინტერესო(ჩემთვის)იდეები მხვდება...
7. ჩემი ერთ-ერთი რჩეული ავტორი :)
- გამარჯობა, მე შენი სიკვდილი ვარ.
საკუთარ თავს ვპოულობ აქ.
მოგიკითხე, ავტორო, და ნუ იკარგები ხოლმე :) ჩემი ერთ-ერთი რჩეული ავტორი :)
- გამარჯობა, მე შენი სიკვდილი ვარ.
საკუთარ თავს ვპოულობ აქ.
მოგიკითხე, ავტორო, და ნუ იკარგები ხოლმე :)
5. ჩანახატად უფრო...:) ჩანახატად უფრო...:)
4. მე მოვალ ცხოვრებით გაცვეთილი და გეტყვი, - გამარჯობა, მე შენი სიკვდილი ვარ.
არ ვარ სახლში :) წავედი გაურკვეველი ვადით.არ დამელოდო!
მე მოვალ ცხოვრებით გაცვეთილი და გეტყვი, - გამარჯობა, მე შენი სიკვდილი ვარ.
არ ვარ სახლში :) წავედი გაურკვეველი ვადით.არ დამელოდო!
3. მე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო ასეთი ლექსების, პირიქით მყავს გამორჩეული ავტორი ამ მიმართულებით. კარგად წერ, მგონი ცოტა უკეთესი იქნება თუ რაღაც მიმართულებას და პატარა ჩარჩოს მისცემ. მე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო ასეთი ლექსების, პირიქით მყავს გამორჩეული ავტორი ამ მიმართულებით. კარგად წერ, მგონი ცოტა უკეთესი იქნება თუ რაღაც მიმართულებას და პატარა ჩარჩოს მისცემ.
1. ეს არ მგონია ლექსი იყოს, მაგრამ ზოგადად მომეწონა:) ეს არ მგონია ლექსი იყოს, მაგრამ ზოგადად მომეწონა:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|