ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზეკარი
ჟანრი: პოეზია
18 დეკემბერი, 2010


ღვთისმშობლის საქართველო

    სისხლისფერ ვაზებს მოსწყურდათ წვიმა
    იმედის აკვანს არწევს ტაძარი,
    მე საქართველო უსაზღვრო მინდა
    როგორსაც ფლობდა დიდი თამარი.
        ღრუბლების პირზე მზის სხივებს ძინავს
        ღამე მტრისაა ბნელი სავალი,
        მალე ცისკარის ისრებს მოზიდავს
        ყოვლადმოწყალე ღმერთი მაღალი.
    გოგო-ბიჭების უდარდო ცეკვა
    ლაღი სიმღერის ტკბილი ჰანგები,
    მე საქართველო ძლიერი მინდა
    ყველა ქართველის ლოცვით ნაგები.
          დილის ნიავი წმინდა,სპეტაკი
          ეთამაშება ოქროს კულულებს,
          ყრმა გაიზარდოს გმირი ნეტავი
          სამშობლო გულში ამას ჩურჩულებს.
    ვიღაც ვაჟკაცი საფლავებს თხრიდა
    და შიგ მარხავდა ძმებსა გასისხლულს,
    მე საქართველო გმირების მინდა
    რომ გაანათებს სულებს დანისლულს.
          ტაძრის ზარები რეკდნენ გაბმულად
          ტკბილი გალობის იდგა სურნელი,
          მტერი გვებრძოდა მუდამ მზაკვრულად
          რწმენას უტევდა ცეცხლით პირველი.
    ფრინველთა გუნდი დაეშვა ციდან
    სივრცე შეავსო ღრმა სიმფონიამ,
    მე საქართველო ბრწყინვალე მინდა
    როგორც ჯვრისწერის "ცერემონია".
       
      მე საქართველო ლამაზი მინდა...
      მე საქართველო დიდების მინდა....
      მე საქართველო ქართველის მინდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები