ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სესიოლოგია
ჟანრი: პოეზია
22 დეკემბერი, 2010


***

შინ დავბრუნდი,
ღია დამხვდა კარი, ან ვინ დაკეტავდა?!
თან მიღიმოდა შინიდან მარტოობა.
წასასვლელი აღარსად მქონდა,
ფანჯრები გამოვაღე და როგორც დამარიგეს,
თვალებით ვიყვირე, მე დავბრუნდი...
კაბაზე დამქაჩა მარტოობამ და მაგრძნობინა,
მარტო არ ვიყავი, ის ჩემთან იყო.
მწველი იყო ჩემი დარდები და
ჩემი დაფერფლილი ოცნებები ისეთი ცხელი,
რომ ამ ოცნებების ნაკვერჩხლბზე მოვხარშეთ ყავა
მე და მარტოობამ.
ასე ვიცით ხოლმე, როცა ჩვენ ორნი ვრჩებით.
ჩვენც ვერთობით -
ოცნებების ფერფლს ნაცარივით ვქექავთ და
ყავის ნალექში მომავალში დასაფერფლ ოცნებებს ვხედავთ.
მარტოობა სულ ჩუმადაა,
ესაა თვალს არა მაცილებს,
ეშინია, არ გავექცე, არ გავეპარო.
ეშინია, თვითონაც მარტო არ დარჩეს.
შინ დავბრუნდი,
კარი მარტოობამ გადაკეტა
გასაღები არ დამიმალა,
ვიცი სადაც დევს,
იცის, რომ ისევ წავალ,
ის კი ისევ დამელოდება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები