ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფუსუსუნა
ჟანრი: პოეზია
20 დეკემბერი, 2010


***

რა უძლურია სიტყვები, ჩემო,
როცა შენზეა სათქმელი რამე...
რა უფერული და უღიმღამო
ეხლება ყურებს სიტყვები...
და მე
ვჩუმდები ისევ, ვჩუმდები, თუმცა
ვერ ვაქრობ სათქმელს, მოწოლილს ბურთად,
გეფერებოდე სულ მუდამ, მინდა,
ან გიმზადებდე საუზმეს, თუნდაც
ათასჯერ დღეში, ძვირფასო ჩემო,
გაცილებდე და გელოდე სახლში,
ათასჯერ ვუთხრა მოწოლილ გრძნობას:
- მოვიდა!
სახეს მოედოს ალი...
მემილიონედ გკითხავ და მერე
მემილიონედ მოვისმენ პასუხს,
ყველა წვრილმანი ვიცოდე მინდა,
მინდა ვიცოდე, რა გიყვარს, რა გსურს,
ვიცოდე, როგორს გიქსოვდე კაშნეს,
ვიცოდე, როგორს გისხამდე ყავას,
უბრალოდ, ჩუმად გიყურო, როცა
თვალმოჭუტული ხატავ და ხატავ...

ვსულელობ, ვიცი... და შენც იღიმი
და ისე ტკბილად მიკოცნი თვალებს...
რა უძლურია სიტყვები, ჩემო,
როცა შენზეა სათქმელი რამე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები