ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნო-შპა
ჟანრი: პოეზია
21 დეკემბერი, 2010


საქართველოვ, შვილი ვარ შენი...

საქართველოვ, შვილი ვარ შენი, და თან არც ვარ.
მიყვარხარ, თუმცა მძულხარ დღითიდღე, როგორც მივიწყებული ხარჭის ალერსი.
ხან ვარ საქართველო და ხანაც არა! ხან ბოღმით გიმღერ და ხანაც ლექსით.
და გათანგული სისხლით, ფულით, ოფლით და ბრაზით, ყოველდღე გავდივარ კავკასიის მორყეულ კარებში.
ქართველთა მიწავ, შენი ვარ, არც ვარ,
"ჯორჯიელი" ყმა, უცხო პატრონის და "საკარტველოს" ამაყი შვილი,
ნაგავში ვჭამ და ვაყოლებ ნაცარს.

რატომ კვდებიან კაცები ადრე? რა, არ იციან დრონი სიკვდილის?
ვარამი უჭამს გულ–ღვიძლს ღამ–ღამე, როცა თავის ბედს ღვინით მისტირის.
რატომ სვამს ნორჩი ყმაწვილი არაყს, რატომ ჩალიჩობს "კაიფის" ფულზე...და რატომ ქურდობს ლუკმაპურისთვის?
რატომ არ იცის მისმა მშობელმა, რისთვის დაბადა შვილი? წამლისთვის?

შენს მიწას ბევრი უცქერს ბოროტად, ღმერთმა დაუფსოს ის შავი თვალი,
შენს შვილთა მიმართ ნუ ხარ გულგრილი, იცოდე, შენც გაქვს შვილებთან ვალი.
რამდენ ხანს შეძლებ, ჩუმად უყურო როგორ მიდიან სტამბოლის ბაზარს,
ქალი თუ ცოლი, შვილი თუ დედა,
ქართველ დედათა ბედკრული თაობა, სულ–მოწყვეტილი სამშობლოს ტაძარს.
რატომ მიდიან? ვისგან მიდიან? ვინ ჩასჩურჩულა მათ ეს ნება?
ქართველ როსკიპთა ახალი "მოდგმა", თურქმან ყმაწვილთა დედათა წყება.

"ლიბერალ" მმართველთა "იმ" წიგნში სწერია: "აქტი–ო, ქალიშვილობის დაკარგვისა–ო, ადამიანის ფუნდამენტური
თავისუფლებათა აქტის მიხედვით ხდება–ო", და ხდება კიდეც,
შეშლილი კლოუნი კი... შეშლილთ წინაშე, ღებავს და აშენებს სულელურ ხიდებს...

უქალო კაცების შავი პერანგი. ქერტლით, "პირველით" და ოფლის სუნით,
ბავშვების პატრონი, ხბოსთვალა ქალი, ნარგილეს უმზადებს, ტრაბზონელ სუნიტს.

მოხუცების წყლიანი თვალი, ნაგვის საქექად განწირული ქართველთ თაობა.
"ვინც ყაზახს გაზის ფულს არ უხდის, აღარ ექნება მეფის წყალობა"
მოხუცი დედა, ძველი პალტო, თავშალი, ოცი წლის.
"თავისუფალი" და "საბაზრო" თაობის, განათლებულ–განსწავლული ექსერტის გათვლებით,
თქვენ მოხუცებო, ჩვენს ქალაქში..მმმმ....ცხოვრებას...ვეღარ გაწვდებით!"

ჯარისკაცები რატომ არ გიყვარს? რა დააშავეს ქართლის ბიჭებმა? რუსს ვერ ეომნენ, ნეტა რა მოხდა?
დღეს ვერ ეომნენ. შენ არ აომე. მეც არ ვაომე. შიშის მიომა. გულგრილი თაობის სირცხვილის სარკომა.
რატომა? ბრანწიც გიჩვენა ჩვენმა კატომა:
"ამერიკული ბიზნესის მაქციამ, ქართველი კაცი, უსულო კლერკის კლერკად აქცია".

არ ვდარდობ, იმედი პურია ჩემი. ხვალ მივლენ ქართველნი, დაკარგულ ლიახვს, დასცხებენ ქართულს.
სისხლით შეღებენ მამა–პაპის ველს,
სისხლით ჩაწერენ ჩვენს ქართულ წიგნში, უგულო მტერზე გამარჯვების წელს.

არავინ ტირის გადამწვარ სახლ–კარს, გაგდებულ მღვდელს და ხმლით მოჭრილ ხელებს,
ბრაზით გავყურებ ქართველთ ნასოფლარს და პაპაჩემის ძმის მოხნულ ველებს...

საომრად გასულ ქართველთა ლაშქარს, ქართველთა სული დაეხმარება.
სული იმ ხალხის, იმ ვაჟთა, ქალთა, გადაგვაფარე დედაო კალთა.
ისე აუხდეს ყველა ხარბ მომხდურს: პრეზიდენტს, პრეფექტს, სულთანს თუ ხონთქარს,
ქართველთ მიწაზე მტრობით მოსული, გვამადქცეული ძმის თავქვეშ ოხრავს...

შენ რატომ სწყალობ, ჩემო სამშობლოვ, რატომ არ მოსპე სახადი ძირში?
რატომ დატოვე ფლიდთა საჯიჯგნად, ქართველ მამათა უკვდავი ჯიში?
უღებ ყველა კარს? მეც კარში გავალ, კავკასიონის მონჯღრეულ კარში.
როცა ქუთაისს მოადგებიან, "იანკი" და რუსი წაასხი ჯარში.

ვანია და სმიტი, უჩვენოდ სწყვეტენ, იმერეთი ვის, კახეთი ვისთან.
"აქ გზა გაივლის", "აქ ხიდი უნდა", "აქ კი ფერმას ვხსნით, სირაქლემების". 
ყველა ვაჭარი, ყოველთვის, ყველგან, ოქროს და თვის ქარავანს იცავს.
მოგენატრებათ "ევროპელთ" მსახურთ, ყროყინი ვირთა და აქლემების. 

შენ იცი აბა, ნიშანი მიეც, არ დაგავიწდეს მკვდრების მჭამელნი:
სვავნი აფრიკის, ტამბოვის მგელი, ხორცის საჯიჯგნად - ჰუძონის ყვავები. 
ჯიშით მამელუქს, არ გამიჭირდება, გორდით დავაჭრა ყვითელი თავები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები