ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კატინე
ჟანრი: პოეზია
21 დეკემბერი, 2010


* * * (მშრალი ტკბილი ღვინო)

მშრალი,
ტკბილი ღვინო
შენი ტუჩებივით
(თითქოს ბანალური,
მაგრამ მაცდურია)
ტვინის უჯრედები,
ბახუსს გარეული,
ფიქრებს არაფერს და
არვის დაუშლიან.
ისე მომენატრე,
ცივი ქალაქიდან
თბილი ბათუმისკენ
გზები შევამოკლე.
ყველა კენჭი ვთვალე,
ყველა ამოსუნთქვა
ყველა ემოცია
ტანზე შეგატოვე.
ისე მომენატრე,
რამის შევიშალო
უკვე ჩემს სიცოცხლეს
შენი მირჩევნია.
იქნებ თავი ვეღარ,
ვეღარ, შევიკავო.
თუმცა შენ ხომ გიყვარს
ჩემი ისტერია.
ისე მომენატრე,
გზები შევამოკლე
შენთან მოვდივარ და
ვეღარ გიშველიან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები