ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: free_levani
ჟანრი: პოეზია
21 დეკემბერი, 2010


სილურჯისკენ

(სილურჯისკენ გადახრილი ექსპრომტი)

ახლა,
გაუხეშებული ხელებით და ჩამქრალი თვალებით,
ახლა,
წყალნარევი ღვინოსავით მკრთალი ლექსებით
მოვილტვი შენკენ, ნამთვრალევი.
ახლა,
ყველაფერს ფერი აქვს ნაცრის,
ახლა, როცა სითეთრე
მოერია ყველა ფერს,
მე შენკენ მოვილტვი უხეში ხელებით,
ჩამქრალი თვალებით, ლექსების ნაღვენთით.
გავურბი სითეთრეს.
მოვილტვი შენკენ - სილურჯისკენ.
უძღები პოეტი,
უფერულ, ნაცრისფერ ფერთაგან...

მოვედი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები