ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი_ჯაფარიძე
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
22 დეკემბერი, 2010


მითი მახინჯ რომანტიკოსზე(მიუზიკლის სცენარი,სცენარში შესულია მხოლოდ ქართველი მომღერლების სიმღერები)

თბილისში შემოდგომაა...2016წელი...     
ცივი ქვეყნიდან ახალ ჩამოსულ პოეტს,რომელსაც არ გამოუვიდა საზღვარგარეთ მუშაობა სახლში მეგობრები ელოდებიან.რამოდენიმე,თუმცა მისთვის ძვირფასები და ძველები.გიორგი(ზედმეტსახელად ბერო)-გულით კეთილი და პატიოსანი ადამიანი,მაგრამ რატომღაც მისი სიბეჯითის მიუხედავად ხშირად არ უმართლებს ხოლმე,დასახულ მიზანში.ზუკა-წარმატებული ბიზნესმენი,კარგი მეგობარი,მაგრამ როგორც ყველა წარმატებული საქმიანი ადამიანი,თავისი თავი სხვაზე მეტი ეგონა ხოლმე ხშირად.ტოგო-ადამიანების იმ კატეგორიას მიეკუთვნება,რომლებიც საჭირო დროს ჩნდებიან ხოლმე,თუმცა არ ეხერხებოდა საუბარი და გრძნობების გაზიარება.სახლში შემოსვლისას მამულმონატრებულს მეგობრები,დედა და და დახვდა.ყველანი სუფრასთან ისხდნენ.
ტოგო:ჰა,რა ხდებოდა მოყევი,ისევ არ გაგიმართლა?შენგან ხომ არაფერი დადგება.
ზუკა:არაუშავს კაცო,იწვალე...ერთხელ ჩავარდები,ორჯერ და მესამედ გამოგივა რაღაც მაინც.
ბერო:გეყოთ ლაყბობა,ჭიქები ასწიეთ...ყველაფერი კარგად იქნება.შენ ჩამოსვლას და ჩვენ დახვედრას გაუმარჯოს.
ჩვენ წარუმატებელ მეგობარს გიორგი ერქვა,იმის მიუხედავად,რომ შრომისმოყვარე იყო,არც მას უმართლებდა თითქმის არაფერში,რადგან სხვანაირი წარმოდგენა ჰქონდა რაღაც
რაღაცეებზე.მოგეხსენებათ კარზე 2017 წელია მომდგარი,ტექნიკის და ბიზნესის დროა.ხალხი ნაკლებადაა გადართული ისეთ საკითხებზე,როგორიცაა სიყვარული,სულის თავისუფლება,ჭეშმარიტი მეგობრობა,სილამაზე.ამას თვითონაც ხვდებოდა,მაგრამ იგი ბედნიერი იყო იმით,თუ როგორი იყო და არ დარდობდა,რომ სამყაროს დინებასთან საერთო ენას ვერ პოულობდა.
მოილხინეს,როგორც ქართულ ტრადიციებს შეეფერება და სამშობლო მონატრებულს მოსვენების საშუალება მისცეს.დაღამდა...
წარუმატებელი პოეტი,როგორც მას უცხოეთში ეძახდნენ,ისეა მონატრებული თავის ქვეყანას,რომ ვერ იძინებს.ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ ლოგინში, მან ჩაიცვა თავისი სამოსი და გარეთ გასასვლელად მოემზადა.
პოეტს მანამდეც უწევდა ქვეყნის გარეთ გასვლა და ყოველთვის,როცა ბრუნდებოდა,გრძნობდა,თითქოს ქუჩის თითოეული კუთხე კუნჭული მას ხვდებოდა.სხვანაირად აკვირდებოდა ხეებს,მანქანებს,სახლებს.სხვანაირი სიყვარულით ათვალიერებდა თითოეულ მოქალაქეს რომელიც მას გვედს ჩაუვლიდა.დიდ ხანს ვერსად ჩერდებოდა თავისი ცოცხალი მამულის გარდა.
ქუჩაში მოსეირნე გიორგი:
  ნეტავ სად არის კიდევ ცა,უძიროდ ლურჯი ხალასი
  სწორედ ისეთი,როგორ შენია
  ნაიარევი წარსულის,ნანგრევი ნარიყალასი
  ჭაღარასავით შემოგრჩენია...
თბილისო,სიყვარულის და ვარდების მხარეო
უშენოდ სიცოცხლეც არ მინდა
სად არის სხვაგან ახალი ვარაზი
სად არის ჭაღარა მთა წმინდა.
სიმღერის დაწყებისას მას გამვლელი ადამიანები აყვნენ,ცეკვავდნენ შუა ქუჩაში და ხალისიანი სახეებით მღეროდნენ...

...ამასობაში მომღერალი მიადგა უბანს,სადაც ბევრი მოგონება ჰქონდა.კაგიც და ცუდიც.მთავარი გზა,იმ მხარეს სადაც თვითონ იდგა იყო კორპუსი და მის შუაში დიდი შესასვლელი არკა ეზოში,იგი ბავშვობიდან წარმოიდგენდა ხილმე ამ შენობას სასახლედ,შესასვლელი კი დაცვებით სავსე კარიბჭედ,რომლებიც იცავდნენ ეზოს,სადაც დედოფალი ცხოვრობდა.თვითონ კი ძებნილი მძარცველი იყო,რომელიც იპარავდა და უპატრონო ბავშვთა სახლში მიჰქონდა ნადავლი...
ამ ფიქრის დროს მას გვერდი ჩაურა ვიღაცამ,მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია მისთვის.რამოდენიმე ხანში იგრძნო სუნი,რომელიც მხოლოდ ერთადერთ ადამიანს ასდიოდა.რაღაც რბილი სუნი,ვარდთან და თბილ ჰაერთან შეზავებული,ველური და მოსიყვარულე სუნი.მართალია ის უცნობი უკვე არკას მოეფარა,მაგრამ მეოცნებეს კარგი რამ გაახსენდა...
-გული ყველაფერს ვეღარ დაიტევს,გული დარჩენას გთხოვს.
შენ ყველა ქალი გადამვიწყე,სულში ფიქრებით თოვს,
მონატრებიხარ ფიქრებს,მომნატრებიხარ მეც.
მინდა გიმღერო საოცნებო შენ.
როგორ არ გითხრა ადრე რაც იყო,როცა დაგხატე მზე,
დაგინახე და რაღაც დაიწყო,გზად შენზე ფიქრი დევს,
ეს შემოდგომის წვიმა ვიცი გისველებს თმებს,
ვერ მოვერიე უშენობას ვერ,სადა ხარ შენზე ფიქრებში დამთენებია
გაიგე ჩემო უშენოდ არ შემძლებია,ნეტავ ეს წლები უშენოდ საით მიდიან
რამდენჯერ მინდა გაკოცო არ დამითვლია,ნეტავ როგორ ხარ ახლა
ანდა სადა ხარ სად.
ქარებს მოვყავარ შენთან არ მინდა სხვა.
ნეტავ ეს წლები უშენოდ საით მიდიან,რამდენჯერ მინდა გაკოცო არ დამითვლია.
ღამე მომიყვანს შენთან,ღამე სიყვარულს გავს,
ისევ ვიქნებით ერთად,გიბედავ თქმას.
თავზე დაყრილი ფიქრები დამთენებია,ეს მოანტრების უძილო ღამეებია.
ნუთუ ეს წლებიც უშენოდ გადაივლიან,რამდენი კოცნა გაჩუქე არ დამითვლია...(სიმღერის დროს მან ჩაუარა ხეს,რომელიც გზის ჩამწკრივებაში მყოფთ შორის ერთ-ერთი იყო და დანით ამოჭრილიყო ასოები გ+მ.ასევე შეიხედა არკაში სადაც კედელზე პატარა გოგო ეხატა,მაგრამ ნახატი ნახევრად იყო შემორჩენილი,მეორე ნახევარი ჩამონგრეულიყო)
ამ არკაში მისი პირველი შეყვარებული ცხოვრობდა ადრე,თუმცა დარწმუნებული იყო,რომ ახლა იქ აღარ იქნებოდა.მომღიმარე მთვარეს დაეძინა,ადამიანები სახლში წასულიყვნენ.უკვე დილა ახლოვდებოდა და ახალდაბრუნებულმა გადაწყვიტა სახლში მისვლა.
...მაღვიძარა გათიშა,რათა კარგად გამოეძინა და ძილს მიეცა.შემდეგ დღეს მას სამუშაო უნდა მოეძებნა,რადგან ამ ჯერად სამუდამოდ დაბრუნდა საქართველოში...

...მშვენიერი დილა გათენდა,დილა რომელსაც გიორგი დიდ ხანს ელოდა.დილა,სადაც მას მშობლიური ჰაერი,მზის სხივები და სითბო ხვდებოდა.
გიორგი:
შენ გიმღერი ჩემო თბილის ქალაქო,საქართველოს გული ხარ
სიყვარულზე როგორ გელაპარაკო,თვითონ სიყვარული ხარ.
ცეკვა-ცეკვით ჩაიცვა ტანსაცმელი ახალი ცხოვრების დამწყებმა და თავის მეგობართან,ზუკასთან წავიდა რჩევისთვის.

...ცნობილი ბიზნესმენი ქალაქ გარეთ ცხოვრობდა...გიორგიმ თავისი დის მანქანა ინათხოვრა და უკვე მიადგა ზუკას სახლს,იგი კერძო სახლში ცხოვრობდა.ორი სამ სართულიანი შავი სახლი,შემოღობილი მაღალი შავი ღობით.დიდი ჭიშკარი,რომელიც მოქარგული იყო ლამაზი ხელნაკეთობებით.
ეზოში ორი კავკასიური ნაგაზი.სტუმარმა მიაყენა მანქანა მასპინძელის ერთ-ერთი მანქანის გვერდით.ზუკას სპეციალური გარაჟი ჰქონდა,სადაც საკოლექციო მანქანებს ინახავდა.ყოველდღიურად კი ორს იყენებდა.ერთ ორ კარიან ახალგამოსულ მერსედესს და მეორეს იგივე მარკის ჯიპს,როცა სანადიროდ მიდიოდა მის კოლეგებთან ერთად.მართალია ეზო გატენილი იყო ეგზოტიური ხეებით,მაგრამ შიგნიდან სახლი კიდევ უკეთესი იყო.ძვირფასი ძეგლები თითქმის ყოველ კუთხეში,თანამედროვე ავეჯი და ყველა ის თანამედროვე ტექნიკა,რითიც თვითონ ვაჭრობდა.გიორგის,მეგობრის მეუღლე მიესალმა.რომელსაც დიდი ხანია იცნობდა.ისინი სკოლელები იყვნენ.
ნინო:გიო როგორ ხარ?რამდენი ხანია არ მინახიხარ?
გიორგი:კარგად,კარგად,როგორ ხართ?ბავშვები როგორ არიან?
ნინო:მშვენივრად,ერეკლე იტალიაშია წასული სასწავლებლად,ჩემი დაქალები ქეთი და მარი ხომ გახსოვს?მათთან ახლოს დასახლდა და თითქმის ყოველდღე ნახულობენ ერთმანეთს.ანა საცაა მოვა,დაცვამ უნდა მოიყვანოს.
გიორგი:მშვენიერია,ერეკლემ ერთი ორჯერ გამომიგზავნა თავის ლექსები და მომეწონა.
ნინო:ერეკლე,ლექსები?არასდროს უთქვამს რომ ლექსებს წერდა.
გიორგი:...
ზუკა:ბატონო გევორგ,მობრძანდი.გურამის ველაპარაკებოდი
ტელეფონით ,საქმეებს აგვარებს ტოკიოში.
გიორგი:ააა ხო,ეგ ხომ შენზე მუშაობს.
ზუკა:კი,უკვე კაი ხანია,შენ რა ქენი მოძებნე რამე?
გიორგი:არა,მაგისთვის მოვედი,მაინტერესებს რა ხდება ქალაქში და სად მირჩევ მივიდე.
მათ დიდ ხანს ისაუბრეს ახალ ამბებზე,ზუკამ ურჩია მეგობარს,რომ ფული მოეგროვებინა და წერა გაეგრძელებინა,მართალია ხელოვნებით ნაკლებადაა ახალგაზრდობა გატაცებული,თუმცა მაინც არ იქნება ზედმეტი თანამედროვე შემოქმედების შექმნა.რათქმაუნდა ზუკამ შესთავაზა დაფინანსება მეგობარს,მაგრამ გიორგი უარზე იყო და მაშინ გაახსენდა მრჩეველს,რომ გიორგის ხატვა შეეძლო ასე თუ ისე და ურჩია ხატვის კონკურსში მიეღო მონაწილეობა,გამარჯვებულს დიდ ფულად პრემიას აძლევდნენ.მსოფლიოში ცნობილი ბიზნესმენი ატარებდა საღამოს,სადაც გამარჯვებულის ნახატი მისი ფირმის პოსტერი გახდებოდა.გიორგი თავიდან უარზე იყო,რადგან მისთვის მხატვრობა სულ სხვა განზომილება იყო,არასდროს ნდომებია მისი ნახატების სხვისთვის წარმოდგენა,მაგრამ ბოლოს მაინც გადაწყვიტა მონაწილეობის მიღება.

...გიორგი სახლში ბრუნდება თავისი დის მანქანით,საღამო ახლოვდებოდა.თითქმის სახლთან იყო მისული და გზად დაინახა ქალი,რომელიც მარტო მიდიოდა.გიორგიმ იცნო შორიდან ის ქალი,და დარწმუნებული იყო თავის ვარაუდში,როგორ შეიძლება ასეთი თმა სხვას ჰქონდეს თუარა იმას...გიორგიმ მანქანა გააჩერა და ქალს გაყვა...გზამ ისინი იმ შენობასთან მიიყვანა,რომელიც ბავშვობისას პოეტს სასახლეს აგონებდა,მან გაასწრო მანდილოსანს და წინ დაუდგა.ქალს გრძელი ლამაზი თმები ჰქონდა გაშლილი,შავგვრემანი კანის ფონზე თვალები და კბილები განსაკუთრებით თეთრი ჩანდა,იფიქრედით,რომ თითოს ანათებდაო.ბავშვური გულუბრყვილო გამომეტყველება,თვალ წარბი მხატრვის ნახატს ჰგავდა.მარცხენა წარბის ქვეშ ოდეზღაც გიორგის საყვარელი ხალი იყო,მოსაფერებელი ნიკაბი განსაკუთრებულად საყვარელს ხდიდა მას.
მარი:...
გიორგი:მარი გიორგი ვარ,არ გახსოვარ?
მარი:გიორგი...ააა როგორ არა,როგორ ხარ?რამდენი ხანია არ მინახიხარ.
გიორგი:ხოო,ახალი არაფერი ვიცი შენზე,იქნებ წავიდეთ სადმე და ვისაუბროთ?
მარი:დიდი სიამუვნებით,მაგრამ ახლა მეჩქარება.
გიორგი:იქნებ ხვალ?
მარი:არაა ხვალაც არ მცალია.
გიორგი:ზეგ?
მარი:ასე ზეპირად არ ვიცი,სამუშაოზე დატვირთული ვარ და ძალიან ცოტა დრო მაქვს თავისუფალი.ბოდიში.
ლამაზმანმა ნაბიჯს აუჩქარა და ეზოში შევიდა.
გიორგი:
გული უმღერის გულს,თვალი უყურებს თვალს,იქნებ რაიმე სურს ამ გაღიმებულ ქალს.იქნებ რაიმე სურს ამ გაღიმებულ ქალს.
არკასთან ჩაკუზული მოხუცი მათხოვარი იყო და სიმღერის გაგონებაზე მაღლა ამოიხედა,გულიანად გაიღიმა და სიმღერაში ჩაერთო:
მზე ეფერება ზღვას,ქალი შესცქერის ცას,ზღვა ეფერება ქალს.იქნებ რაიმე სთქვას.
ვერც მე ვერ,ვერც მზე და ზღვა,ვერც ერთ ვბედავთ თქმას.
ქალი ზღვის პირას დგას და ელოდება სხვას,
ქალი ზღვის პირას დგას და ელოდება სხვას.
(ფანტაზიებმა ისინი ცივი თბილისიდან ცხელ ზღვისფირას გადაიყვანეს,სადაც ქვიშის ნაცვლად ღრუბელი იყო)
გიორგი:
ვერც მე,ვერც მზე და ზღვა,ვერც ერთი ვბედავთ თქმას,
ქალი ზღვის პირას დგას და ელოდება სხვას.
ორივე ერთად:
ქალი ზღვის პირას დგას და ელოდება სხვას.
მარის სახეზე მსუბუქი ღიმილი გაჩნდა.
მარი:გიორგი რამდენი ხანი გავიდა,ამ თემაზე რამდენი წლის წინ დავასრულეთ საუბარი?
გიორგი:ჩემთვის არაფერი შეცვლია.თითქოს გუშინ გნახე ბოლოს.
მთვარემ გამინათა გზა,შენ სახლთან რომ ამოდის,შენთვის რაღაცის თქმა მინდოდა,მაგრამ არაფერი გამომდის.
შენი სევდიანი სახე თავიდან ვერ ამომდის,შენ რომ მოწყენილი ხარ,იცი მაშინ თვალზე ცრემლი მეც მომდის.
მე შენ მოგიძღვნი ლექსებს,ისეთს რომ კალამიც ვერ დაწერს.შენთვის ნათქვამ სიტყვებს იმღერებს,რომ გულიც ვერ დაიტევს.
მე დაგიხატავ ნახატს,ისეთს,რომ ფუნჯიც ვერ დახატავს.
ისეთ ზღაპრულ ფერებს იმღერებს,ცაც რომ ვერ დაიტევს.
ეს ყველაფერი მხოლოდ შენთვის მინდა
არ მითხრა,რომ ჩემთვის უარის თქმა გინდა.
მითხარი,რომ ეს სიმღერა ამად ღირდა,
მე ხომ შენგან მხოლოდ სიყვარული მინდა.
მარი:ვიცი ყველაფერი მხოლოდ ჩემთვის გინდა,
რადგან შენთვის უარის თქმა მინდა
ეს სიმღერა მომეწონა ამათ ღირდა,
მაგრამ შენთან მხოლოდ მეგობრობა მინდა.
გიორგი:შენგან მეტი არაფერი მხოლოდ სიყვარული მინდა.
მარი:რა ვქნა შენთან მხოლოდ მეგობრობა მინდა...
მათხოვარი ადგა და დამწუხრებული სხვა ადგილას წავიდა.
სახლში მიმავალმა კვლავ მოიწყინა და გზა განაგრძო.
გიორგიმ თავიდან იფიქრა,რომ თავი დაენებებინა,არ შეეწუხა სახლში მიმავალი,მაგრამ მაინც გადაწყვიტა,რომ შეხვედრაზე დაეთანხმებინა მარი.
გიორგი:
დრო დროზე ჩქარა მიქროდა,დრო არაფერზე ფიქრობდა.
ფიქრი რად უნდა დროს.დროს როცა უნდა თოვს.
სიყვარული თუ გაქრება,მზე იტირებს და ჩაქვრება.
ჩვენ ვერ გავიგებთ რა ხდება,გაჩერდება დრო.
მარიამი რაღაცამ შეაკავა და განაგძო მისი მოსმენა.
დრო დროზე ჩქარა მიქრის,დრო აღარ გვაქვს ჩვენ ფიქროს,
ერთად თუ არ ვართ დღეს ხვალ შენც გაქრები და მეც.
სიყვარული თუ გაქრება მზე იტირებს და ჩაქვრება,ჩვენ ვერ გავიგებთ რა ხდება
გაჩერდება დრო.
სიყვარული თუ გაქრება,მზე იტირებს და ჩაქვრება,ჩვენ ვერ გავიგებთ რა ხდება,გაჩერება დრო....
მარი ისე იღიმოდა როგორც ადრე ბავშვობაში,ორი წამით მომღერალს მოეჩვენა,რომ ყველაფერი კარგადაა.
სიყვარული თუ გაქრება მზე იტირებს და ჩაქვრება,ჩვენ ერ გავიგებთ რა ხდება
გაჩერდება დრო.
უცებ მარიამმა ყურადღება მიაქცია გიორგის უკან მომავალ მანქანას და სწრაფი თანხმობა მისცა მას შეხვედრაზე.
მარი:ამ კვირას 3ზე,იქ სადაც ბოლოჯერ მნახე როგორც შეყვარებული.
გიორგის ეუცნაურა,მაგრამ კითხვის დასმა ვერ მოასწრო.დაბნეულობაში,მარი უკვე სადარბაზოს ჩრდილში გამქრალიყო.


...სახლში მისულმა გიორგიმ მოიწყინა.რაღაც სევდიანი გრძნობა დაეუფლა,როდესაც გაიხსენა მარიამის ადგილი მის ცხოვრებაში.
მას ყოველთვის უყვარდა მარი.ბევრი ქალი შეუყვარებია და გადაუყვარებია,მარი კი ყოველთვის უყვარდა.მაშინ როცა თავისუფალი იყო მარი ახსენდებოდა.მან კარგად იცოდა,რომ სიცოცხლის ბოლომდე ეყვარებოდა იგი,თუმცა რატომღაც არ ცდილობდა ებრძოლა მისთვის ბოლომდე,რადგან აგრძნობიდებდნენ,რომ იგი ვერაფერს გახდებოდა.ეს ყველაფერი კი მოყვა დიდ წყენასა და გაუგებრობას.ყველაფრის მიუხედავად გიორგის უჩნდებოდა ბრძოლის სურვილი მანდილოსნის გულისთვის,ყოველთვის,როდესაც მას დაინახავდა.თითქოს დრო ბრუნდებოდა და მას ძალა ეძლეოდა მის დასაბრუნებლად.
სახლში მისულმა მხატვარმა გადაწყვიტა დღესვე დაეხატა ნახარი,რომელიც კონკურსზე უნდა გაეტანა.მოიმარაგა ერთი ბოთლი ხვანჭკარა,ორი ღერი სიგარეტი და ხმამაღლა ჩართო კლასიკის კრებული.თითქმის მთელი ღამე ხატავდა ნახატს.ხატვის დროს გიორგი უდიდეს სიამუვნებას ღებულობდა,მას
უყვარდა თვითონ პროცესი და იშვიათად ფიქრობდა შედეგზე.დილისკენ როგორც იქნა ნახატი დასრულდა და მშვიდად დაიძინა.



…დილა გათენდა მშვენიერი,თოვლი მოსულიყო თბილის ქალაქში.მაშინაც თოვდა,როცა პირველად გამოუტყდა მარიამი სიყვარულში გიორგის.ეს ღრმა ბავშვობაში იყო...

...გალერეაში ცნობილი მხატვრები ათვალიერებდნენ ახალბედა ხელოვანების შემოქმედებას,შეფასება დიდ ხანს არ გაგრძელებულა.უმეტესობას მოეწონა ქალის თვალები,რომლის ფონად იყო ღია ფერების შეხამება.თვალის მარცხენა წარბის ქვეშ ლამაზად ეხატა ხალი.გიორგი გამარჯვებულად დაასახელეს და დაიწყო დაჯილდოვების ცერემონია.აღნიშვნას შეუდგნენ სტუმრები,თუმცა ნახატის ავტორს ეჩქარებოდა,რადგან კვირა დღე იყო და სამს აკლდა ნახევარი.
პრემიის გადამცემმა დაიწყო თავისი გრძელი გამოსვლა,მაგრამ უცბათ,როდესაც გამარჯვებულის სახელი დაასახელა,არავინ უპასუხა მას.ორიოდე წამიანი სიჩუმე დაარღვია ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და გაგრძელდა წვეულება.

...გამარჯვებულს ვერ მოეთმინდა და გარეთ გავიდა,სანამ თავის მანქანასთან მივიდა,მას ორი მაღალი,შავებში ჩაცმული მამაკაცი მიუახლოვდა და თხოვეს,რომ წაყოლოდა მათ,გიორგი ვერ მიხვდა რა უნდოდათ უცნაურ ადამიანებს,მაგრამ მიხვდა,რომ ცუდადაა საქმე.როდესაც სცადა გზის გაგრძელება,ერთ-ერთმა იარაღი დაანახა და მეორემ ხელში ჩაავლო გაოცებულს თავისი მარწუხები.

...შავ მანქანაში მას დახვდა მისტერ ბერდია.ადამიანი,რომელიც არალეგალურად ვაჭრობდა მთელ ქვეყანაში.შავ მანტოში ჩაცმული,ჩაფსკვნილი,საშუალო სიმაღლის მქონე იყო ბერდია.იგი უხეში იყო,ყოველთვის ბინძური ძალით ცდილობდა თავისი მიზნის მიღწევას.მაგრამ ხალხს ეშინოდა მისი,რადგან დიდ ძალაუფლებას ფლობდა ქალაქში.
მისტერ ბერდია:...
გიორგი:გამარჯობა,ალბათ ვიღაცაში გეშლებით...
დამთავრებული არ ქონდა წინადადება გიორგის,როცა ყელში წვდა მას და თავი თავთან მიიტანა.
მისტერ ბერდია:არავიში არ მეშლები,უცხოეთიდან ჩამოთრეული ნაბიჭვარი ხარ,რომელსაც ჩემი საკუთების მითვისება უნდა!არ დაგინახონ ჩემმა ბიჭებმა მარისთან,თორემ ცხოვრებას გაგიმწარებ შენც და ყველას ვინც შენთვის ძვირფასია.
გიორგიმ მარცხენა ხელით გადაუწია შემტევს ხელები და მარჯვენა მუშტი უთავაზა ბერდიას.დარტყმა ძლიერი და ზუსტი იყო,რადგან მსხვერპლმა სახეზე ხელი აიფარა და იგინებოდა.
მისტერ ბერდია:წაათრიეთ და ჭკუა ასწავლეთ.
გარეთ მდგარმა დაბნეულმა დაცვამ გააღო მანქანის კარი,გიორგის ძლიერად დაარტყეს მუცელში ისე,რომ ჩაიკეცა და ძლივს სუნთქავდა.მიათრიეს მეორე მანქანასთან,სადაც კიდე 2დაცვა იყო.მანქანაში ჩასვეს და ხელები დაუბეს,თან სახეზე მუშტების წვიმა ცვიოდა.რამოდენიმე ხანში კუს ტბის მიმდებარე ტყეში აიყვანეს და დაუნდობლად სცემეს.მუცელში იმდენჯერ მოხვდა მუშტი გიორგის,რომ ჰაერის ჩანთქვის ხანგძლივობა ორ წამს ძლივს აღწევდა.დაგდებულს ჩაქუჩივით ხვდებოდა სახეში შავი,უხეში ტუფლები.მათი სახეში შეხეთქების ხანგძლივობა ნელ ნელა ნელდებოდა მიწაზე მიმაგრებულისთვის.გათიშული ტყეში დატოვეს და მოცოცხეს იქიდან.
გიორგის მთლიანი სახე ჰქონდა სისხლში ამოწობილი,თეთრი მაისური,რომელიც სპეციალურად გამოფენისთვის ჩაიცვა,სისხლით იყო შეღებილი ლამაზად.თითქოს ვიღაცა შორიდან უქნევდა წითელ საღებავშვი ამოვლებულ ფუნჯს თეთრ,ცარიელ ფურცელს.ვერაფერს გრძნობდა თოვლის გემოს გარდა...


...მარიამი ელოდა დაბრუნებულ გმირს,უკანა ეზოში.ხეებით დაფარულ ადგილას,იქ სადაც ბოლოჯერ იყვნენ ერთად,როგორც შეყვარებულები.
მარიამმა უცნაური ფრინველი დაინახე ხეზე მჯდომი,რომელიც მას უყურებდა...
მარი:ქუჩაში ერთხელ,ნაცნობმა ქარმა მე მომიტანა სურნელი თმების.
სურნელი თმების,ის იყო შენი.ასე ნაცნობი და მრავალფერი.
ნუთუ სადღაცა ქარი,შენი მუქი თვალებით...
არაფერს დავიშურებდი,ერთხელ მათ რომ მათ შევხებოდი,მათ შევხებოდი
ისევ და ისევ,მივდივართ სადღაც.ნაცნობი ქარი მაცილებს მხოლოდ.
ისევ და ისევ,მე ვფიქრობ შენზე და შენი თმების ოკეანეზე.
ნუთუ სადღაცა ქარი,შენი მუქი თვალები...არაფერს დავიშურებდი
ერთხელ რომ მათ შევხებოდი,ერთხელ რომ მათ შევხებოდი.თვალები...არაფერს დავიშურებდი
ერთხელ რომ მათ შევხებოდი,ერთხელ რომ მათ შევხებოდი...
შევხებოდი.თვალები...არაფერს დავიშურებდი
ერთხელ რომ მათ შევხებოდი,ერთხელ რომ მათ შევხებოდი...
რა მეგონა?ვიცოდი,რომ არ მოვიდოდა.არასდროს გამოსწორდება,ის არ აღმოჩნდა ვინც მეგონა.
...საავადმყოფოში შეკრებილიყო უამრავი ადამიანი,რომელიც ექიმს ელოდებოდა,რათა გაეგოთ გიორგის ამბავი,რომელიც შეყვარებულ წყვილს შეუნიშნავთ გათიშული და პოლიციისთვის დაერეკათ.დედა ცხელი ცრემლებით ტიროდა,და გაფითრებულიყო.აქ იყვნენ ტოგო,ბერო,ზუკა და სხვა მეგობრები.ზოგი ფიქრობდა რა შეიძლებოდა მომხდარიყო,ზოგი ექიმს ელოდა სულმოუთმენლად,ზოგიც გამწარებული ვერ ისვენებდა,როგორც ვეფხვი გალიაში,საჭმლის მოლოდინში.ექიმი გამოჩენის თანავე,გიორგის ერთ-ერთმა მეგობარმა ნიკამ,დაითრია ექიმი და კედელზე მიანარცხა.დაჭრილი დათვივით ამოიღო ხმა და ექიმს პასუხს თხოვდა დაშავებულზე.ექიმმაც მალევე უპასუხა,რომ იცოცხლებდა,მაგრამ ამნეზია ექნებოდა.ნიკამ მოადუნა თავისი დათვის თათები და ექიმს შვება მისცა.
ექიმი:კარგად იქნება,ოღონდ დასვენება სჭირდება და გონება არ უნდა დაძაბოს.დროებითი ამნეზია ჭირს.შეიძლება გაიხსენოს ბოლო წლებში მომხდარი ამბები,თუმცა შეიძლება ვერც გაიხსენოს.
ბერო:რას ქვია „შეიძლება ვერც გაიხსენოს“
ექიმი:თავის ტვინზეა დამოკიდებული,დროთა განმავლობაში შეიძლება გაახსენდეს,თუ გაახსენეს...დაახლოვებით ბოლო 5 წლის ამბები არ ემახსოვრება,როდესაც მოძლიერდება შეგიძლიათ ნელ ნელა შეახსენოთ რა ხდებოდა.
ზუკამ ზედმეთი ფული ჩაუდო ექიმს და გაუშვა,ტოგომ შენიშვნა მისცა.“არ იყო ღირსი“.



...გავიდა ერთი თვე,გიორგი საავადმყოფოში იწვა მთლიანად შეხვეული,ნელ-ნელა იხსენებდა ძველ ამბებს.მეგობრები და ოჯახის წევრები უყვებოდნენ ბოლო 5წლის ამბებს,რაც ისევ გიორგისგან იცოდნენ.უთხრეს რომ ხუთი წლის წინ დაამთავრა მეორე უნივერსიტეტი საზღვარგარეთ,საფრანგეთში.შემდეგ გააგრძელა იქ მუშაობა.ორი წელიწადი აგროვა ფული თავისი მძიმე შრომით და გახსნა ცნობილი ბარი სასტუმრო „Andrea Rivoli”სთან. ბარი იყო კლასიკურ სტილში,ყოველ ღამით გამოდიოდნენ ახალბედა ჯაზმენები და სვინგის მოცეკვავეები,სასტუმროში იმისთვისაც ჩერდებოდნენ უცხოელები,რომ ახლოს ყოფილიყვნენ ამ ბართან.მან ბარი თავის უნივერსიტეტელ მეგობართან,ლაშასთან ერთად გახსნა.მათ ერთად დაამთავრეს თბილისში ილიას სახელობის უნივერსიტეტი.ბარი კარგ შემოსავალს იძლეოდა,მაგრამ გიორგიმ ვერ გაძლო და ერთი წლის წინ გადაწყვიტა საქართველოში დაბრუნება.ბარი მეგობარს დაუტოვა და თვითონ საქართველოში წამოსასვლელად მოემზადა,ცოტა ფული შეაგროვა და დატოვა პარიზი.პარალელურად ლექსებს წერდა სხვადასხვა ენაზე.სიყვარულზე,სილამაზეზე,ერთგულებაზე.მაგრამ ხალხს მობეზრებული ჰქონდა ეს თემა და ამაში არ გაუამრთლა პოეტს.
...გავიდა სამი თვე,ახალწლებმა გადაიარეს.მარტია.გიორის მალე გამოუშვებდნენ საავადმყოფოდან.მეგობრები ცდილობდნენ გაეგოთ ვინ უქნა ეს,რათა შური ეძიათ,მაგრამ ვერ იხსენებდა ვერაფერს.
საღამო იყო.საავადმყოფო თითქმის დაცლილია.გიორგისთან კი დედაა დარჩენილი,რომელსაც ჩასძინებია მოსაცდელში.იქვე იყვნენ ტოგო და ავთო,ავთო ცნობილი მსახიობი იყო თბილისში,ოდეზღაც წარმატებული კალათბურთელი.წესით ახლაც კალათბურთელი უდნა ყოფილიყო,მაგრამ თავის დროზე არ მიხედეს და წარუმატებლობა ნახა.ისინი გიორგის კარების შესასვლელთან იყვნენ და ორივეს ჩასძინებიათ.
ლიფტის კარი გაიღო საავადმყოფოს მეოთხე სართულზე...
კორიდორში ქალის ქუსლებიანი ფეხსაცმლის ხმა გაისმა.
მარი მოსულიყო ნამტირალევი სახით,გიორიგს ამბაცი ახლახანს გაეგო შორეული სართო მეგობრებისგან,მოგეხსენებათ თბილისი პატარა ქალაქია.
თითქმის კარების სახელურს მოკიდა ხელი,როცა ტოგო გაჩნდა კარებთან.
ტოგო:აქ რა გინდა?რით ვერ შეიგნე,რომ თავი უნდა დაანებო,ახლე შენ აკლიხარ,საიდან გაგახსენდა?შანსი აქვს,რომ საბოლოოდ დაგივიწყოს და შენ კიდე მოდიხარ?
მარი:რა ჭირს?
ტოგო:დროებითი სკლეროზი აქვს,შენზე არაფერი უთქვამს.ალბათ არც ახსოვხარ.
მარი მიხვდა,რომ არავინ იცოდა რა მოხდა.თვითონ კი ხვდებოდა ამას ვინ ჩაიდენდა.
მარი:გთხოვ,უბრალოდ შემიშვა,რომ შევხედო.
ტოგო:...
მარი:შევხედავ,წავალ და აღარაზდროს მოვალ,ხომ იცი რამდენი წელია არც შევხმიანებივარ.
ტოგო:სწორედ ეგ კლავდა ამდენი წელი და ეგ აუბედურებდა.რით ვერ მოგილბო ეგ გაყინული გული...ორ წუთში გამოდი.
მარი:მადლობთ.
მარიმ საავადმყოფოს ოთახის კარი შეაღო,მოიხურა და შემდეგ ლოგინზე მწოლ გიორგის დახედა,რომელსაც სახრზე ისევ ემჩნეოდა დალურჯება და პატარ პატარა ნაიარევები.მარის ცრემლები წასკდა,მაგრამ ჩუმად ტიროდა,რადგან მძინარეს არ გაეღვიძა.მარიამმა ცრემლები მოიწმინდა ხელით,რომელზეც ქორწინების ბეჭედი ეკეთა...
ცოტახანს უყურა გიორგის.არ იცოდა რა ექნა და შემდეგ ნელი ნაბიჯებით კარისკენ წავიდა.
გიორგი:დარჩი.
მარი ადგილზე გაგქვავდა და სუნთქვა შეიკავა,თვალები დახუჭა,რადგან მიხვდა,რომ გიორგიმ იცნო.არც შემოტრიალებულა ისე უპასუხა.
მარი:ჩვენ ერთმანეთისთვის მხოლოდ უბედურება მოგვაქვს.
გიორგი:დარჩი.
მარი:მგონი ჯობია,წავიდე.ასე აჯობებს შენთვის.მე...მე მეგონა დაგავიწყდა,რომ უნდა მოსულიყავი,ამიტომაც არ მოვდიოდი აქამდე,არ ვიცოდი სად იყავი,მაგრამ მაინც ჯობია წავიდე.
გიორგი:დარჩი.
მარი:გიო გავთხოვდი.იმ ადამიანზე გავთხოვდი ვინც შენ ასეთ დღეში ჩაგაგდო.მე...მე უნდა წავიდე.
გიორგი:...
მარი კარისკენ წავიდა და კარის სახელურს მოკიდა ხელი.
გიორგი:
მე თავით მინდა გადავხტე შენი თვალების სიღრმეში შევცურო
და იქ სხივივით დავრჩე.
მე შენ სულ მინდა მოვხვიო შეყვარებული ხელები,დამადე თვალებზე მინდა რომ დარჩე.
მე ათასჯერ წავედი და ისევ ვბრინდები თითქოს სიყვარულს,ცხოვრებას ვუნდები.
დარჩი...დარჩი.
მე მჯერა რომ ისევ დარეკავ კარზე,მე მჯერა რომ არასდროს გაგცვლი სხვაზე.
ზღვაზე,ვგორაობთ პჯაჟზე და მთვარე ცაზე დგას ატანდარზე.
ზღვაზე მე და შენ ზღვაზე,ერთად გავქრებით,დავთვრები,გავქრებით...
მე თავით მინდა გადავხტე შენი თვალების სიღრმეში შევცურო
და იქ სხივივით დავრჩე.
დარჩი...გიორგის ხველება აუტყდა
მარიამმა ცრემლები მოიწმინდა და გიორგის მიუახლოვდა.
გიორგიმ ღიმილით დაიწყო
გიორგი:
სათქმელს ვერ გიბედავ მე,მიშველე გენაცვალე.
რა გინდოდა რას მერჩი,ნეტავ არ გამეცანი.
მარისაც ღიმილი გაუჩნდა სახეზე.
მარი:
ჩემი ბრალი რაშია,ტუკი ბედის ბრალია.
თუკი ბედის ბრალია.
რადგან შევხვდით ერთმანეთს,ნუღა აყოვნებ შენ სათქმელს.
გიორგი:
გოგოვ,გოგოვ შავთვალა რა ხელმა დაგხატა,
რა ხელმა დაგხატა.
მარი დაიხარა გიორგისკენ და მწოლიარემაც შეიგრძნო მისი საყვარელი თმების სუნი.მათი ტუჩები ერთმანეთს შეეხო.გიორგის მოეჩვენა,რომ ისეთი ძალა მიეცა...ისეთმა მუხტმა დაუარა ტანში,რომ ადგომა და მთის გადადგმა შეეძლო.მარიამსაც არ უგრძვნია მსგავსი სითბო არასდროს.ეს მათი პირველი კოცნა იყო.მათ ბავშვობაში არასდროს უკოცნიათ ერთმანეთისთვის.
კარი გაბრაზებულმა ტოგომ შემოაღო.მან ვერ დაიჯერა რასაც ხედავდა.ეს მისთვის იგივე იყო,რომ თოვლის ბაბუას საჩუქარი ეჩუქა მისთვის.გაშეშებული სახით კარები მოიხურა და გავიდა.წყვილი დიდ ხანს იცინოდა.თითქმის არ საუბრობდნენ.ერთმანეთს წყლიანი მუქი თვალებით უყურებდნენ ერთმანეთს და თითქოს თვალებით ეფერებოდნენ ერთმანეთს.გიორგი როგორც ყოველთვის,მოკრძალებით ეფერებოდა მარიამის თმებს,თითქოს თმები ცალკე ორგანიზმი იყო მისთვის.დიდ ხანს უყურეს ერთმანეთს.ისიც იცოდნენ,რომ ყველაფერი ასე ადვილად არ მოგვარდებოდა,მაგრამ ახლა ამაზე ფიქრი არ უნდოდათ.სანამ რამეს მოიფიქრებდნენ.გადაწყვიტეს,რომ ჩუმად შეხვედრილიყვნენ ხოლმე ერთმანეთს.
რამოდენიმე დღეში გიორგიმ უამბო ზუკას,ტოგოს და ბეროს ბერდიას და მარის ამბავი,მაგრამ თხოვა რომ არაფერი ექნათ,რადგან ეს მისთვისვე ცუდი იქნებოდა.
ტოგო:რამდენჯერ გავიმეორო,თქვენ გაგიჟდით!გათხოვილია.რაც არ უნდა იყოს როგორ უნდა შეხედო ტოო.
ბერო:რა შუაშია ეგ.გიო,შენი საქმისა შენ იცი,მაგრამ არ მინდა ისევ ის მოხდეს რაც წლების წინ მოხდა.ვერ გადაიტან მეორედ იმ ტკივილს რაც ნახე,მაგრამ ისიც მესმის,თუ როგორ გიყვარს.რაც გინდა ის ქენი ძმაო,ხომ იცი შენს გვერდით ვართ.
ზუკა:გაანებეთ კაცს თავი.დღეს ჩემთან უნდა ავღნიშნოთ ეს ამბავი.იმ ბერდიას კიდე მოვუტყნავთ დედას,შენ არ ინერვიულო.
გიორგიმ ძლივს ჩაიცინა.
გიორგი:თქვენში ის მიყვარს,რომ ყველაფრის მიუხედავად არ იცვლებით.ის ბერდია ორი დღეა საზღვარგარეთ არის.ერთი კვირა არ ჩამოვა,მარიმ მითხრა გუშინ.
ბერო:ხოდა დღეს უნდა დავლიოთ.
ტოგო:ხო იცი შენთვის ვამბობ ამას გიო.მე ასეთ სულელურ ნაბიჯს არ გადავდგავდი,მაგრამ შენ ხარ შენ და მე ვარ მე.ყველა ერთნაირი არ არის.შენ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ მარტო იმიტომ რომ ბავშვობიდან ერთად მოვდივართ.
ბერო:ნუ გაატრაკე რა...წავედით.
გიორგი ფრთხილად ადგა და მანქანამდე ჩავიდა.



...ზუკასთან სუფრა იყო გაშლილი.მაგიდას მიმსხდარიყვნენ ბერო,ტოგო,ავთო,გვანცა,ზუკა,გიორგის დედა,და,ანა (ზუკას და გვანცას შვილი),ნიკა,გურამი რომელიც ახალხანს ჩამოსულიყო,გიორგი და მარიამი.
კარგად მოილხინეს მეგობრებმა.ბევრი იცინეს ბავშვობაზე,ფაქტიურად ყველანი სკოლელები შეკრებილიყვნენ.იხსენებდნენ ძველ ამბებს.შუა
მოყოლის დროს,გიორგი და მარიამი ერთმანეთს გადახედავდნენ ხოლმე და მათთვის დრო თითქოს ჩერდებოდა,ხმა ჩუმდებოდა და მხოლოდ ერთმანეთს ხედავდნენ.მოსაღამოვდა და ნასვამებმა დაიძინეს.მანდილოსნები სუფრას ალაგებდნენ,მათ გიორგი და გურამი ეხმარებოდა,რომლებმაც არ დალიეს.
თითქმის ყველა იძინებდა.გიორგიმ ეზოსკენ გაიხედა და სახლიდან ახალგასული მარიამი დანახა,რომელიც ცას უყურებდა.გიორგიც გავიდა.
გიორგი:რას შვები?
შეკითხვა არ დაამთავრა რომეომ და კისერზე ნაზად აკოცა ჯულიეტას.
მარიამს გაეღიმა,გიორგის გულზე თითქოს ეღუტუნებოდა ხოლმე,როცა მარიამი იცინოდა.
მარიამი:გიო,რა უნდა ვქნათ?ჩვენი სისულელის გამო,ამდენხანს რომ ველოდებოდით რაღაცას,ჩვენთვითონაც რო მარ ვიცით რას.ასე ღრმად შევტოპეტ პრობლემებში.ბერდია არ გაგვახარებს.ხომ იცი შეუძლია რამე დაგიშავოს.ამით კი მეც დამღუპავს.მე ბერდია არასდროს მიყვარდა.კი მომწონდა,მიმზიდველი კაცია და ყოველთვის მივლიდა,მაგრამ ვხვდებოდი,რომ როგორც ნივთს ისე შემომხედავდა.მეც დავთანხმდი გათხოვებას,რადგან აღარ მჯეროდა სიყვარულის.გადავწყვიტე,რომ მეცხოვრა უზრუნველად,მაგრამ მერე შენ გამოჩნდი და იმედი გამიღვიძე,თუმცა იმ დღეს,რომ არ მოხვედი საერთოდ ავიღე ხელი ყველაფერზე და ცხოვრების ახლიდან დაწყება მინდოდა.
გიორგი:ნუ ღელავ ყველაფერი კარგად იქნება,შენი პრინცი დაამარცხებს ბოროტ დრაკონსა და მის ორკებს.ჩვენ ერთად ვიცხოვრებდ,დიდ ხანს და ბედნიერად.ლამაზი შვილები გვეყოლება,მერე ბებია და ბაბუა გავხდებით.ბევრი შვილიშვილი გვეყოლება.არაფერს მოვაკლებთ.შემდეგ კი ერთად გარდავიცვლებით და ისევ დავიბადებით ყვავილებად.ჩვენ ვარდები ლურჯი ვარდები ვიქნებით და ყოველთვის ერთად ვიქნებით.უკაცრიელ ადგილას სადაც ვერავინ მოგვწყვიტავს.
მარიამს გაეცინა და შემდეგ სერიოზული სახით შეხედა გიორგის.
გიორგი:ნუ მიყურებ ეგრე თორემ მთვარე მახსენდება,რომელმაც ოდეზღაც მიმატოვა.
მარი:მომიყევი როგორ მიგატოვა.
გიორგი:
როცა მთვარე ვარსკვავებს ნახავს,როცა ქარი მოყვება ზღაპარს
როცა ღამე მისურვებს ტკბილ ძილს,მაშინ ვიწყებ უმიზეზოდ
ფიქრს ამავ ლოდინს არ უჩანს ბოლო.ცხოვრება გადის ფიქრები მხოლოდ
არ მინდა,არ მინდა არაა,მთვარემაც მიმატოვოს.
მარი:აღარ მიგატოვებს.
გიორგი:
მაშინ წამო,მთვარე დავიაროთ,შემოვიაროთ
მთელი ღამე და ქუჩები გადავიაროთ
წამო,მთვარე დავიაროთ,შემოვიაროთ
მთელი ღამე და ქუჩები გადავიაროთ
როცა მთვარე ვარსკვავებს ნახავს,როცა ქარი მოყვება ზღაპარს
როცა ღამე მისურვებს ტკბილ ძილს,მაშინ ვიწყებ უმიზეზოდ
ფიქრს ამავ ლოდინს არ უჩანს ბოლო.ცხოვრება გადის ფიქრები მხოლოდ
არ მინდა,არ მინდა არაა,მთვარემაც მიმატოვოს.
წამო,მთვარე დავიაროთ,შემოვიაროთ
მთელი ღამე და ქუჩები გადავიაროთ
წამო,მთვარე დავიაროთ,შემოვიაროთ
მთელი ღამე და ქუჩები გადავიაროთ
მარი:მიყვარხარ.
გიორგი:მე უფრო მიყვარხარ.
...




...გავიდა რამოდენიმე თვე.უკვე ზაფხულია.გიორგი და მარიამი ჩუმად ხვდებიან ერთმანეთს და ცდილობენ,რომ მისტერ ბერდიამ არ გაიგოს საოცნებო წყვილზე.გიორგის იდეა მოუვიდა და მარიამი სასწრაფო შეხვედრაზე დაიბარა.ვორონცოვის ვიწრო ქუჩაზე იყო ერთი მყუდრო კაფე.გიორგი ელოდებოდა მარიამს.
მარიამი რამოდენიმე ხანში კაფეში შემოვიდა,შეყვარებული დაინახა,მივიდა,აკოცა და სკამზე დაბრძანდა.
გიორგი:მარი,ჩემ ძმაკაცს დავურეკე პარიზში.ლაშა.არ იცნობ ჩემი ჯგუფელი იყო და ბარი გავხსენით.ახლა კარგადაა,ბიზნესი გაუფართოვებია.უკვე სამ ბარს ფლობს ერთის ნაცვლად.სახლს დაგახვედრებთო.დავუბრუნდები ბიზნესს და იქ ვიცხოვრებთ.ყველაფერი რომ ჩაწყნარდება დავბრუნდებით გპირდები.
მარი:პარიზი?გიო ყველგან წამოგყვები,მშობლებს უნდა გავაგებინო ოღონდ,მაგრამ ჯობია აეროპორტიდან დავურეკო,მეშინია ბერდიამ არ გაიგოს და პარიზის მაგივრად რამე სხვა ქვეყანას ვეტყვი,ძებნა რომ არ დაგვიწყოს.უკვე ხვდება რაღაცას,მგონი.ჯობია მალე გავეცალოთ აქაურობას.
გიორგი:ყველაფერი კარგად იქნება.დღესვე უნდა წავიდეთ.
ცოტახანს ისხდნენ შეყვარებულები,თითქოს მთელი საუკუნე არ უნახავთ ერთმანეთი.შემდეგ ცალ-ცალკე გამოვიდნენ და სახლებში წავიდნენ რათა საღამოს გაფრენილიყვნენ საფრანგეთში.
მარიამი მანქანაში ჩაჯდა და წავიდა...
ორ წუთსი გიორგი გამოვიდა კაფიდან და სხვა მხარეს წავიდა...
ახლომახლოში შავი მანქანა იდგა სადაც ორი შავებში ჩაცმული კაცი იჯდა.
-ხომ გითხარი ეს ნაბიჭვარი ცოცხალი გადარჩებოდა მეთქი.
-უფროსს უნდა შევატყობინოთ
მისტერ ბერდია:გისმეენთ.
-უფროსო თქვენი ვარაუდი გამართლდა,თქვენი ქალი იმ ჩათლახს ხვდება,ჩვენ მკვდარი რომ გვეგონა.
მისტერ ბერდია:ხალხი შეკრიბე და იცით სადაც უნდა მოიყვანოთ.


...გიორგი ბარგს ალაგებს და დედას უხსნის,რომ საფრანგეთში უნდა წავიდეს მარისთან ერთად და მალე ჩამოვიდოდა უკან.დედა გაოცებული უყურებს შვილს,მაგრამ ვეღარც ეწინააღმდეგება,რადგან ხედავს,რომ მას უკვე გადაწყვეტილი აქვს.დედა შემოსასვლელში გავიდა რაღაცას წმენდდა.გიორგი მუსიკებს იწერდა დისკზე მარისთვის,ბავშვობაში უსმენდნენ ხოლმე ერთად.იქიდან დედა თავის გულისტკენას ამბობდა,საუბრობდა შორიდან,რომ ნერვიულობდა მასზე.უცებ რაღაცის ხმა გაიგო გიორგიმ და დაუკვირდა უცნაურს ხმებს.
-ხმა ჩაიგდე.
სახეში შემორტყმის ხმა გაიგო გიორგიმ და ეგრევე ოთახში მდგარი განსხვავებული აიღო,ცხვრის ფორმა ქონდა.საკმაოდ დიდი განსხვავებული სასმისი.მან ვერ მაოსწრო კარის გაღება,ერთ-ერთმა დაცვამ თვითონ გააღო კარი პეხის მორტყმით.გიორგიმ თავზე გადაამსხვრია სასმისი შემომტევს და იატაკზე დაეცა.შემოსასვლელში გავიდა დედის დასანახად გიორგი და როცა დაინახა ძირს უგონოდ მყოფი დედა თითქოს ზურგზე ცეცხლი აეკიდა და გაგიჟდა.ღრიალი დაიწყო და დაინახა მეორე დაცვა რომელიც მეორე ოთახში ეძებდა გიორგის.ეცა თმებში,მუხლზე იმსხვრევდა მის სახეს,შემდეგ კი შემოსასვლელში,კედელზე ჩამოკიდებულ სარკეს შეამსხვრია შავებში გამოწყობილის სახე.კიდევ ორი ამოდიოდა კიბეებზე და გიორგისკენ მოექანებოდნენ.გიორგიმ ერთს ციხლი უთავაზე მკერდში და ცხრა კიბიე აფრინა,მაგრამ მეორემ დაიჭირა ფეხში განრისხებული და დააგორა.თანაბრად და თითქმის რიგ-რიგობით ცვეთდენ მუშტის ძვლებს ერთმანეთის სახეზე ბრახუნით გიორგი და ჩაფსკვნილი შემომტევი.რამოდენიმე წუთში დამარცხებულები მოვიდნენ და ოთხრმა თავში რტყმით გათიშეს გადარეული მგელი.


...გიორგის გზაში გაეღვიძა,მას დედა და მარი ახსენდებოდა და ისევ ითიშებოდა.ქალაქის მოშორებით მიიყვანეს გიორგი,და ამას თვითონაც მიხვდა,რადგან მანქანა გაჭირვებიდ გადადიოდა ორმოებსა და ქვებზე.


...სიბნელე...ნათურა ბჟუტავს ცივ უფანჯრებო ოთახში.დასისხლიანებული გიორგი და მის წინ მდგარი მისტერ ბერდია...სიჩუმე.მხოლოდ გიორგის ჩქარი სუნთქვა ისმის.სიჩუმე ბერდიამ დაარღვია.
მისტერ ბერდია:შე თესლო,გაგაფრთხილე თუ არა?თავი ვინ გგონია?ამ ქალაქში ყველაფერი ჩემია.ყველას ფული ჩემია,ყველა ქალი ჩემია და ის მარგალიტიც ჩემია.მარი ჩემი საკუთრებაა და ვერ წამართმევ,არ გაგახარებთ ან ჩემთან იქნება ან ორივეს ყელს გამოგჭრით.
გიორგიმ ხმა ამოიღო,თან საუბრისას პირიდან სისხლის წვეთებს იფურთხებოდა.
გიორგი:მარის რომ რამე მოუვიდეს...მიწიდან ამოგთხრი...ვინ ვის არ გაახარებს იმასაც ვნახავთ,განანებ რომ ამ ქალაქში ჩამოხვედი საერთოდ.
მისტერ ბერდია:ბოლოჯერ გთავაზობ,რომ წაეთრიო ამ ქალაქიდან და აღარასდროს ჩამოხვიდე.რა გინდა მეტი?შენ ოჯახს არ შევეხები.მარიამს კი შევეხები,მაგრამ ისე,რომ ესიამუვნოს.
გიორგიმ მთელი ძალა მოიკრიბა და სისხლიანი ფურთხი შეაფურთხა სახეში.
მისტერ ბერდია:კარგიიი.მომიწევს შენი შელამაზება.დანა მომაწოდე ლადო...
ბერდია ნელა უსმევდა გიორგის ბასრ დანას სახეზე.თან თავის ქათქათა კბილებს აკრაჭუნებდა სიამუვნებით და გულიანად იცინოდა.გიორგის ღრიალი მთელ ტყეში ექოდ ისმოდა,იმის მიუხედავად,რომ დახურულ სივრცეში იყო გამომწყვდეული.შემდეგ ცხელი რკინა მოიმარჯვა მტანჯველმა და უსმევდა სახეზე და თავზე,ისე...თოთქოს ხატავდა რაღაცას.რამოდენიმე საათის შემდეგ როცა პიკასომ ხატვა დაამთავრა და ნახატი აღარ ყვიროდა,სარკე შემოიტანეს დარბაზში.ღონებაგამოცლილს ჩაახედეს შიგნით და იმ სიმახინჯემ რაც სარკეში იყო ცრემლები გადმოადენინა გიორგის,რომელიც კანს უწვავდა.
მისტერ ბერდია:მე კეთილი ადამიანი ვარ და არჩევანს გაძლევ...
(უკან დაცვა ნავთს ასხამდა კედლებსა და იატაკზე)
უნდა აირჩიო ან მოკვდე ადამიანურად,ან იცხოვრო ურჩხულად.
ნახვამდის.
გიორგის შეხსნენ ბორკილები,რომლებიც ეკეთა.
მისტერ ბერდია:აბა კარგად,იმედია აღარ შევხვდებით ლამაზო.
ბერდია თავისი მცველებითურთ მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.
იგი უკვე მოშორებით იყო და შორიდან მუქ ბოლს ხედავდა.
მისტერ ბერდია:ალბათ იწვის ის საზიზრარი.
-მართლაც რომ საზიზღაია უფროსო
ჩაიცინა მძღოლმა.


...მარი სახლშია და გადაურეკა ყველას,გიორგიზე კითხულობდა.ბოლოს,როცა მეგობრებმა ვერაფერი გაიგეს გიორგიზე.მარის ცუდმა ფიქრმა გაუელვა თავში და ბერდიას დაურეკა.
მარი:ბერდია როგორ ხარ?სად ხარ?
ბერდია:მოვდივარ ძვირფასო დღეს უნდა ავღნიშნოთ!
მარი:რა უნდა ავღნიშნოთ?
ბერდია:რა და რო მოვალ განახებ შე ძუკნა.შენ გგონია ვერაფერს ვხვდებოდი?შენი საყვარელი ახლა იწვის,ჰაააჰ.შენ კი რომ მოვალ მოგივლი.გასწავლი ვისი უნდა იყო.
მარი:...არ მჯერა...არ მჯერა.
ბერდია:თუ წესიერად არ მოიქცები,რომ მოვალ შენც იგივე ბედი გეწევა.
მარიმ ტელეფონი ხელიდან გააგდო და ცრემლები ელვისებრი სისწრაფით ცვიოდა თვალიდან ხალიჩაზე.მთელი გზა კი ცრემლები განსაკუთრებულ სევდას იძენდნენ და დეხეთქვისას თითქოს განიცდიდნენ რაღაცას.
მარიამი,ანგელოზი სამოთხოდან თითქოს დემონად გადაიქცა.მას მოკვლა წყუროდა თავისი ქმრის.ასეთ კეთილ არსებას თვალები შურისძიების წყურვილით ამოევსო.მან მოიკრიბა ძალები და გიორგის მეგობრებს დაურეკა,რომლებსაც ყველაფერი შეატყობინა.
ქალაქმა მოიწყინა.წვიმა დაიწყო.
ბერდიას სასახლისკენ ათი მანქანა მიდიოდა...
ათივეში გიორგის გამწარებული მეგობრები ისხდნენ.
მათი სახეები ცივი და უგრძნობი იყო.

...ამ დროს ბერდია მისულიყო სახლში და მარიამის ოთახში შევიდა.
ბერდია:მოდი აქ შე გველო,ჭკუას გასწავლი.
მარიამმა სილა გააწნა ურჩხულს და დანა მოუქნია,რომელიც ხელში ეჭირა.
ქმარმა ცოლის მოქნეული დანა დაიჭირა და მთელი ძალით გაარტყა სახეში.
მისტერ ბერდია:ახლა დაისჯები,რაც ჩემი ცოლი ხარ ჯერ არ მომცემიხარ,ახლა ჩემი გახდები მოღალატე!
ეზოში იარაღის გასროლის ხმა გაისმა.
ბერდიამ გაიხედა და დაინახა თავისი დაცვა როგორ იგერიებდა ტყვიებით თავდამსხმელებს.ეზოში ტყვიების ხროვა ეყარა წამებში.
ურჩხულის მცველები ოხოცებოდნენ,ზოგიც გარბოდა.
შემტევები კი გამწარებულები ამსხვრევდნენ ყველაფერს და ხოცავდნენ მცველებს.
ბერდიამ თავის ოთახში მყოფი ავტომატი აიღო და ეზოსკენ გაიმართა.
მისტერ ბერდია:თქვენ განახებთ სეირს ძაღლებო.
ავტომატის ჯერი გაისმა.მართალია შორს იყვნენ შურისმძიებელნი,მაგრამ წინა ხაზამდე მაინც მიაღწიეს ტყვიებმა.წინ კი სამი ადამიანი იყო.ბერო,ტოგო და ზუკა.ამ ორ წამში ტოგო ზუკას გადაეფარა,რომელიც ყველაზე ახლოს იყო მომავალ ცეცხლიან წვიმასთან.თითოეულ თყვიის დარტყმაზე მკერდში ტოგო ირხეოდა.
როდესაც ავტომატმა შეწყვიტა ხმაური.გააფთრებული ზუკა,რომელსაც ძმაკაცი მოუკვდა წინ მივარდა მკვლელთან და რვა ტყვია ესროლა თავში.მან სწრაფად დააცალა ყველა ტყვია და კიდევ აგრძელებდა დაცლილი იარაღის სროლას.
ბერომ დაიყვირა,რომ ყველა გაქცეულიყო.ყველა მანქანებში ჩასხდა და ადგილიდან გაქრა.
ძმა ძმასთან მივიდა და იარაღი გამოართვა.
ბერო:ყველაფერი დამთავრდა წადი,მე ავიღებ ჩემ თავზე წადი!
ზუკა:არა...არა...
გიჟივით ნელა იმეორებდა ფერდაკარგული.
ბერო:ზუკა წადი!სახლში უნდა იყო.ოჯახი გელოდება,ყველაფერი ვქენით რაც უნდა გვექნა.წადი,ყველაფერი კარგად იქნება.წადი!!!
ზუკა ნელი ნაბიჯით მივიდა მანქანასთან,გზად კი მკვდარ ტოგოს შეხედა.მას თვალწინ გადაეშალა მთელ ცხოვრებაში მასთან გატარებული დრო.მისი ცრემლები არ ჩანდა,რადგან ძლიერ წვიმდა,ზუკა წავიდა.
რამოდენიმე ხანში კი პოლიცია მოვიდა.
ბერო დაჩოქილი იყო და პოლიციას ჩაბარდა.


...მეორე დღეს სასამართლოზე ბერომ აღიარა,ჩადენილი დანაშაული,ყველაფერი მას დაბრალდა.მოსამართლეები ხვდებოდნენ,რომ ეს მხოლოდ მისი გაკეთებული არ იქნებოდა,მაგრამ გამოძიება არ ჩატარებულა...


...მესამე დღე...ქალაქის მოშორებით,გაშლილ მდელოზე მხოლოდ ერთი ხე დგას,მის ქვეშ ორი კუბო.ერთში ტოგო,მეორე კი ცარიელია გიორგის სახელით გაკეთებული.შავებში ჩაცმული დედა,და და მარიამი.ზუკა და სხვა მეგობრები.
სიჩუმე იდგა...
სიჩუმე დაარღვია ერთ-ერთმა მეგობარმა გიორგის.
ცნობილმა პოეტმა და კარგმა მეგობარმა.
ზაკო:ყველას გვიყვარდა გიორგი,ის ვერასდროს გამოხატავდა იმ სიყვარულს რაც გააჩნდა ყველას მიერ,დედის მიერ,დის მიერ,ჩვენს მიერ,მარის მიერ...მას უყვარდა სიყვარული.ის კეთილი ადამიანი იყო.ის ყოველთვის იცხოვრებს ჩვენ გულებში.ჩვენ ის არ დაგვავიწყდება.
ზუკა:მე მომიკვდა ორი მე,ტოგო და გიორგი.ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები...
ლალა ლაილაი ლალალალა ლალალალალააა ლალალალალალალააააა.
გუგუნს მოვიტან.თუარა...არადა გუგუნს მოვიტან.არადაააა.
არ მოდის დრო,ჩვენ რომ გვიყვარს ერთად რომ გვიყვარს დრო მოვა დროო.
მე არ მინდა,რომ ჩვენ სხვაგან ვიყოთ და ერთად არ ვიყოთ.მოდი ვიმღეროდ ისე,რომ გვითხრან კიდევ,ვიმღეროდ ისე,რომ გვითხრან კიდევ,ვიმღეროდ ისე,რომ გვითხრან კიდევ,ვიმღეროდ ეგრე.გუგუნს მოვიტან...
იქ მყოფი ბერო აყვა ზუკას,რომელიც ბორკილებით იყო მოყვანილი პოლიციის მიერ:
ჰოოოოოო,ჰოოოოოჰოოოოო.ჰოოოოო ჰოოოოოო ჰოოოოოო.
მეგობრები ჩვენ ვქრივართ,ხეებთან არ ვრბივართ,
თოკები გაგიბავთ,როგორც მე მინდა ისე ვერ ვფრინავთ.
გამომდის დაკრული გამოვა დაკრული.
გამოგვდის დაკრული და გამოვა დაკრული.
ვიმღეროდ ისე,რომ გვითხრან კიდევ.
ვიმღეროდ ისე,რომ გვითხრან ვაი დედა.
ვიმღეროდ ისე,რომ გვითხრან კიდევ
და ვიმღერებ ეგრე!
დრო მოვა დრო,მე არ მინდა როოოომ
სხვაგან ვიყო და ერთად არ ვიყოთ,
არ მოვა დრო შენ სხვაგან თუ ყოფ
და მე არ მიყოფ.
და შენთვის თუ დღეს არ უთქვამთ ეს.
აბა რა გიკგვირს ეჰჰ
გაყავი დღე და ამოვა მზე.
ზაკო:
ვიმღეროდ ისე,რომ გვითხრან კიდევ
ვიმღეროდ ისე,რომ გვითხრან ვაი დედა
ვიმღეროდ ისე,რომ გვითხრან კიდევ
ვიმღეროდ ისე,რომ გვითხრან ვაი დედა
ყველა ერთად:
ვიმღეროდ ისე,რომ გვითხრან კიდევ
ვიმღეროდ ისე,რომ გვითხრან ვაი დედა.
ვიმღეროდ ისე,რომ გვითხრან კიდევ
ვიმღეროდ ისე,რომ გვითხრან ვაი დედა.
ზუკა:
ვიმღეროდ ისე,რომ გვითხრან კიდევ
ვიმღეროდ ისე,რომ გვითხრან ვაი დედა.
ვიმღეროდ ისე,რომ გვითხრან კიდევ
ვიმღეროდ ისე,რომ გვითხრან ვაი დედა.
ვიმღეროდ ერთხელ.



...გავიდა რამოდენიმე წელი...ზაფხული.მარიამი მარტოა სახლში.
მოეჩვენა,რომ კაკუნი გაიგო.რაღაც უცნაური გრძნობა დაეუფლა.
თითქოს გაუხარდა კიდევაც.მივარდა კარებთან და კარი გააღო.
კართან არავინაა.
კარის მიხურვისას ძირს რაღაც შეამჩნია.ფეხის გასაწმენდ ხალიჩაზე ორი ლურჯი ვარდი იყო გადაბმული ერთმანეთზე.მარიამი ეზოში გამოვიდა და ვიღაცას ეძებდა,მაგრამ არავინ იყო....



არსებობს პატარა მითი,რომ მთაწმინდის ტყეში დადის საშინელი არსება,რომელიც ხანდახან ტირის ხოლმე საზიზღარი ხმით და რაღაც სახელს წარმოსთქვამს,რომელსაც ვერავინ გებულობს.თუმცა ეს მხოლოდ ზღაპარია,რომლითაც პატარა ბავშვებს აშინებენ ხოლმე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები