''ეს იყო ლამაზ ჩარჩოში ჩასმული საქორწინო სურათი.მაშინ მანქანების ხმაური მოცარტის სიმფონიას გავდა,კედლებზე მიხატული გაურკვეველი ფიგურები პიკასოს შედევრებს,აღელვებული ადამიანების გრძნობამოზღვაული თვალები უსაზღვროდ ღრმა ოკიანის ფსკერს და ჩვენ ვიყავით რომეო და ჯულიეტა. ჩვენ გვქონდა არცთუისე მდიდრული სასახლე,მაგრამ თბილი.. ჭერიდან დაშვებული ფარდები ქარის დაბერვაზე ტირიფებივით ირწეოდნენ და იატაკის წვერს ფრთხილად ეხებოდნენ.. მუდამ სავსე მაცივარი,მზესავით კაშკაშა ჭაღი და თითქოს ცაზე გამოკიდული აივანი.. გვიყვარდა გარიჟრაჟზე ერთმანეთის საწოლის შემოწმება,ორივე გავაპარებდით ხელს თვალებ დახუჭული ერთიმეორისკენ,შევეხებოდით,დავმშვიდდებოდით,რომ ერთმანეთი გვერდით გვყავდა და ვაგრძელებდით ძილს სანამ ის ყავით ხელში ჩემს სასთუმალს არ მოუჯდებოდა და თმაზე თამაშს არ დამიწყებდა. ყოველთვის ვფიქრობდი იდიალური მეუღლე შეიძლებოდა ყოფილიყო,თუმცა ისიც ვიცოდი ქორწინება ყველაფერს ცვლიდა. მეტისმეტად ლამაზად გათენდა,რომ რაიმე ცუდი მომხდარიყო.დილით გაღვიძებულმა ლევანი რომ ვერ ''ვიპოვნე'' ყავაც ჩემით მოვიმზადე და სასტუმრო ოთახში გამათბობელს მივეკარი. ციოდა და გარეთ არ გასვლის მიზეზი მქონდა. თვალები დავხუჭე და წამები დიდხანს ვითვალე.მერე მომბეზრდა,გავახილე,ლევანის მონატრება ვიგრძენი,დავურეკე,გამორთული ქონდა.მის კარადასთან მივედი და მისი ტანსაცმლის დასუნვა დავიწყე (ეს ყველაზე მეტად მშველოდა,ამ დროს).ვალთვალიერებდი შარვლებს,მაისურებს,საცვლებს,პერანგებს,პულავერებს.. რას წარმოვიდგენდი თუ მონატრებით გაჯერებულ გულს ასე გაკაწრავდა და ტკივილით გაჟღენთავდა მის შარვალში არსებული ერთი ჩემთვის უცხო ფოტოსურათი წარწერით : In memory,dear father. (სახსოვრად საყვარელ მამიკოს) სამყაროს ფორმის მუცელზე ტუჩით დაყრდნობილი ჩემთვის საყხვარელი სახე აღმოჩნდა და მეც იმ წუთიდან ყველა გრძნობას ერთად გავიცდიდი. დიდი ხანია ცდილობდა და ცდილობს ურთიერთობის მოგვარებას მაგრამ ცხადია,რომ არაფერი გამოუვა.შეიძლება თქვენ ანა, და სხვამაც მკაცრად გამკიცხოს ან ჩემი საქციელის არ ესმოდეს მაგრამ ბავშვი ვიყავი რომელსაც ყველა პირველს უთმობდა დასალევ წყალს,ბავშვი რომელიც ბრმასავით გავყევი უკან, ბავშვს რომელსაც მარწმუნებდა,რომ ჩემთან დასამალი არაფერი ქონდა და არც ექნებოდა, მითუმეტეს თქვენ არ გაქვთ ჩემი გაკიცხვირს უფლება,არამედ არავის, არც ლევანის ! ყოველთვის ასე ხდება, ვიცავთ იმას ვინც ყველაზე მეტად გვიყვარს იმის მიუხედავად თუ რა ბრალი მიუძღვის ჩვენს წინაშე. ისმება კითხვა : ჩემს შესანარჩუნებლად გააკეთა ყველაფერი? იმიტომ დამიმალა რომ ჩემი დაკარგვის ეშინოდა? კალათაში მდინარეს გასაყოლებელი ბავშვივით ტირიან ჩემი ფიქრები... ყველაზე ჩქარ ჩანჩქერს გავს ჩემი სუნთქვა.. ყველაზე ლამაზი ყვავილივით ვჭკნები...''
მე დავინახე მის თვალებზე მარგალიტები და მე იმ წუთას ყველაზე მეტად შემეშინდა ტირილის.
17.12.09 მე ჩემ თავს და მეზობელ ქალბატონს ბარბარობა მივულოცე.ლობიო ვერადა ვერ ვიშოვე,რომ ფრანგულად გამომეცხო ლობიანები. იმ დღის შემდეგ მე ელენე და მისი გამზრდელი ხშირად ვსვავდით ჭიქა ჩაის ან ყავას და ვსაუბრობდით ყველაფერზე რაც ტვინის უჯრედებში გაინავარდებდა. ელენე ყოველდრე უკეთესობისკენ მიიწევდა,ფიქრები ნაკლიბად ტკიოდა და ჩვენს რაც შეიძლება მეტ შოკოლადს ვთავაზობდით.
30.12.09 დღეს ელენემ ტორტი გამოაცხო.
1.01.10 დღეს ელენე ექიმთან იყო და დიაგნოზი დაუსვეს : მკერდის სიმსივნე აქვს.
15.01.10 ელენე ყოველდღე უფრო და უფრო მეტს მესაუბრება საქართველოზე.
27.01.10 ჩვენ ვეგუებით,რომ ვერასოდეს ვეღარ ვნახავთ სამშობლოს.
02.02.10 ელენეს ტირილი ყოველ ღამე მესმის.
19.02.10 ელენემ სუფთა ჰაერზე სეირნობა მოგვთხოვა.
30.02.10 ელენეს ფრანგულად ლაპარაკი დაავიწყდა და მხოლოდ მე მესმის მისი.
18.03.10 დღეს მე და ელენე ნაყინის საჭმელად გავედით (ძალიან მთხოვა)
21.05.10 ელენე უკვე მეოთხე სტადიაშია.
14.07.10 ელენეს ყოველდთე უფრო და უფრო სტკივა.
12.11.10 ელენეს დღეები აქვს დათვლილი.
1.12.10 დღეს ელენეს 1 წელი შეუსრულდა, რაც ელენე აღარ არის. ჩვენ გარეთ გავედით,ფერადი ბუშტები ვუყიდე და თვალებზე ხელი ავაფარე. -მე : ელე ჩაიფიქრე სურვილი. ჩაიფიქრა. მე მას თვალებთან თბილისის ბილეთები ავუფრიალე.
11.12.10 დღეს ელენე გარდაიცვალა. მე აქ ვრჩები..
23.12.10 დღეს გოგონა შემეძინა სახელად ელენე..
პიტერ პენივით დავიბრუნე დაკარგული განძი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. თბილო.. :x შენ უბრალო ადამიანი არ იზრდები, აგერ უკვე ამდენი წელია დაკვირვებას ვახდენ.. :"> + თბილო.. :x შენ უბრალო ადამიანი არ იზრდები, აგერ უკვე ამდენი წელია დაკვირვებას ვახდენ.. :"> +
8. დამასევდიანა დამასევდიანა
7. მეამაყები, ბუ.
მეამაყები, ბუ.
6. :) პიტერ პენივით... :) პიტერ პენივით...
5. აუ, არადა ეს წაკითხული მაქვს და არაფერი დამიწერავს :D
ძალიან კარგი ხარ შენ, აიი, ძალიან :-* აუ, არადა ეს წაკითხული მაქვს და არაფერი დამიწერავს :D
ძალიან კარგი ხარ შენ, აიი, ძალიან :-*
4. 5 გაიხარე შენა!!! 5 გაიხარე შენა!!!
3. მომწონხარ ნუშისთვალებავ :) :-* 5! მომწონხარ ნუშისთვალებავ :) :-* 5!
2. ჩვენ გვქონდა არცთუისე მდიდრული სასახლე,მაგრამ თბილი.. 55 ჩვენ გვქონდა არცთუისე მდიდრული სასახლე,მაგრამ თბილი.. 55
1. მაშინ მანქანების ხმაური მოცარტის სიმფონიას გავდა, ალბათ უფრო მე–40 სიმფონიას... გენიალური, შედევრი... ძალიან მიყვარს...
კარგია +5 მაშინ მანქანების ხმაური მოცარტის სიმფონიას გავდა, ალბათ უფრო მე–40 სიმფონიას... გენიალური, შედევრი... ძალიან მიყვარს...
კარგია +5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|