ავტორი: ნუშისთვალება ჟანრი: პროზა 27 დეკემბერი, 2010
ლუსი 유
საგულდაგულოდ გადაწმენდილი მტვრიანი თაროები და მათზე შემოწობილი საახალწლო განწყობის მომტანი ელფების მსგავსი მიანუტები.
შუშხუნა სითხითა და უამრავი ნუგბარით სავსე კარადის უჯრა,მოზრდილ სკამზე შემოსკუპებული ლურჯთვალება გოგონა, რომელიც ცდილობს ხელში ჩაიგდოს მისთვის ყველაზე ხელმისაწვდომად ახლოს მდებარე ტკბილეული.თვალები უფართოვდება და გარეთ გასროლილ ფეირვერკებზე მეტად ბრწყინავს,ხელის ფათურით რაღაცას ჯიბეში იდებს, სკამიდან ხტება,მაგიდის ქვეშ თავდაჯერებული ძვრება,ბრჭყვიალა ქაღალდში მოთავსებულ ნუგბარს აჩქარებით ხსნის და ხელის სწრაფი მოძრაობით ორ პატარა ყბის შუა ათავსებს,თვალებს ხუჭავს და სიამოვნებისგან გატრუნული მაგიდის ფეხს ეხვევა...
ამ მსუნაგ გოგონას ლუსი ქვია.
ლუსის უყვარს ყავის ჭიქაში დარჩენილი ნალექის ნეკა თითით ამოსუფთავება,მზარეულის ყურება როცა მწვანილს ჭრის,ალუბლის თხევადდ საპონთან ხელით თამაში,ფეხშიშველი სირბილი,სურნელოვანი სანთლების ხარბად დასუნვა,მსუქანი კატის ''რიჩის'' დაბანა,ჭრელჭრელი თმისამაგრებით მორთვა და ისევდაისევ გამზრდელი ქალბატონის ძვირადღირებული დუხის დასხმა. უყვარს ცეცხლით გახურებულ ბუხართან ერთი მოხუცი ბაბუის მზრუნველ კალთებში ნებივრობა,ათას ერთჯერ მოყოლილი იგივე ზღაპარი,ჭაღარა წვერთან ახლოს მიტანილი კურნოსა ცხვირი.. სახლის სახურავიდან ამოსული უამრავი შავი ბოლი და ამ ბოლისაგან გაბრუებული ვარსკვლავები..
ლუსიმ იცის,რომ 12-ს რომ გადასცდება ახალი წელი უნდა დადგეს და კიდევ ისიც იცის,რომ ტკბილეულს აღარ დაუმალავენ.ლუსის,რომ კითხოთ ამ ორიდან მეორე უფრო გაუხარდება.
ლუსი ბავშვთა სახლში ცხოვრობს და დედისგან მიტოვებული ლამაზი გოგონაა. თუმცა ლუსიმ ეს ჯერ არ იცის.
ლუსიმ სანტას დედა დააბარა.
ლუსის სჯერა,რომ ოცნებები ხდება... ♥
შავ მოსაცმელში ,მაღალ ქუსლებზე მდგარი ახალგაზრდა ქალბატონი კარის ურდულს ფრთხილად წევს და ოთახში შემოდის.მის ირგვლივ ხალხი უცებ გროვდება და მშვიდი ლაპარაკი იმართება. სხვა დანარჩენს ერთი ლოყებწითელი გოგონა გამოეყო და უფროსების ფეხებთან დარჩენილ ადგილებში ცდილობს გაძვრეს და გაიგოს რაზე ბჭობენ კეთილი ძიძები და ლამაზი დეიდა. ქალი ბავშვს უახლოვდება, მუხლებზე დგება და გულში ღრმად იხუტებს.
ლუსი შობას საკუთარ სახლში გაატარებს,საკუთარ მშობლებთან.
შინაარსი საგძნობია, გასაგები და მიმზიდელია ასე მაწყობდა დაწერა და ასე დავწრე, ხოდა წამკითხველსაც ასე აწყობს და ასე დაწერა კომენტარი: ძვირადღირებული დუხი. -არა ძვირადღირებული ს უ ნ ა მ ო! ცეცხლით გახურებულ ბუხართან! ცეცხლი ზედმეტია!

გიგო. წინადადებების დახვეწასთან დაკავშირებით ცდები )) ასე მაწყობდა დაწერა და ასე დავწერე, ჩემი აზრით ასე უფრო უბრალოებას უსვამს ხაზს. გაიხარე შენაც!!!!
გიგო. წინადადებების დახვეწასთან დაკავშირებით ცდები )) ასე მაწყობდა დაწერა და ასე დავწერე, ჩემი აზრით ასე უფრო უბრალოებას უსვამს ხაზს. გაიხარე შენაც!!!!
"ლუსიმ იცის,რომ 12-ს რომ გადასცდება ახალი წელი უნდა დადგეს და კიდევ ისიც იცის,რომ ტკბილეულს აღარ დაუმალავენ.ლუსის,რომ კითხოთ ამ ორიდან მეორე უფრო გაუხარდება. --->" წინადადებები დასახვეწია!!! ამის გამო 4. გაიხარე შენა!!!