 | ავტორი: ლუიზიანი ჟანრი: პროზა 24 დეკემბერი, 2010 |
-იავნანა, ვარდოვნანა, იავნანინაო... ცრემლმორეული მღეროდა ახალგაზრდა ქალბატონი და თან ცალი ხელით აკვანს არწევდა. ოთახი თითქმის ჩაბნელებულიყო, სანთელიც ოდნავ ანათებდა, სულ ცოტაც და საბოლოოდ ჩამოიღვენთებოდა შანდალზე. სიჩუმეს მხოლოდ ბუხრის სასიამოვნო ტკაცატკუცი არღვევდა. იატაკი უამრავი გაუხსნელი კონვერტით მოფენილიყო, რომელსაც ქალბატონი სათითაოდ ცეცხლის ალს აძლევდა. აი, ბოლო კონვერტიც აიღო, აღელვებულმა ხელში გაამოძრავა, თითქოს გახსნას ლამობსო, შემდეგ გულთან მიიტანა, გეგონებოდათ, ყველაზე ძვირფასს ემშვიდობებაო, მაგრამ უეცრად გამომეტყველება შეეცვალა, მისი ნაზი გამომეტყველება, მკაცრმა იერმა შეცვალა. ცრემლები ნერვიულად შეიმშრალა და ისიც ბუხარში მოისროლა. -ბახტაძე! დეკანატში გამოცხადდი! ოდნავ მკაცრი ტონით მომმართა დეკანის მოადგილემ. რამდენიმე წამში ასეც მოვიქეცი, ვიფიქრე, რადგან ჯგუფის ხელმძღვანელი ვიყავი რაიმე შენიშვნა ან მითითება უნდა მოეცათ. -ემილი!- ყველამ ერთხმად გადავწყვიტეთ,რომ ფილოლოგიის ფაკულტეტიდან შენ და თეონა წახვალთ ენის შესასწავლად ტაშკენტში, 3 თვით..- მომმართა დეკანმა. სიხარულისგან ენა ჩამივარდა. მადლობის თქმაც ძლივს მოვახერხე, ისე გამოვედი კაბინეტიდან. ზუსტად 1 კვირის შემდეგ, მე და თეონა უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ვიყავით, სადაც ჩვენდა გასაკვირად ყველამ დიდი სითბოთი და სიყვარულით მიგვიღო. ბევრი დაუვიწყარი დღე გავატარეთ, თუმცა ერთი დღე მეტად გამორჩეული. მე და ჩემი მეგობარი საქართველოს ჩემპიონები გახლდით მაგიდის ჩოგბურთში, ამიტომ ტაშკენტის ტექნიკურმა უნივერსიტეტმა შემოგვთავაზა მისი სახელით გავსულიყავით, უნივერსიტეტებს შორის შეჯიბრებაზე. შეჯიბრი შედგა და მართლაც, ჩვენ პირველობა არავის დავუთმეთ და გამარჯვება მოვუტანეთ ტექნიკურ უნივესიტეტს. როგორც არასდროს ისე ვითამაშე, ალბათ იმიტომ, რომ ვგრძნობდი, ვიღაც მთელი თამაშის მანძილზე თვალს არ მაშორებდა. თამაშის დასრულების შემდეგ, მომიახლოვდა და ყოველგვარი მისალმების გარეშე მთხოვა მისთვის თამაში მესწავლებინა. შევხედე მას და პირველი რაც შევნიშნე, მისი საოცრად შავი და ლამაზი თვალები იყო. გამეღიმა და დამცინავად ვუპასუხე,რომ მსგავსს არაფერს ვაპირებდი, მაგრამ გულში ბრაზი მერეოდა ჩემს საქციელზე.…იმ დღის შემდეგ მოსვენებას აღარ მაძლევდა, ყველაგან სადაც არ უნდა წავსულიყავი ის მხვდებოდა,საბედნიეროდ თუ საუბედუროდ თურმე საერთო მეგობრებიც გვყოლია. ამიტომ თითქმის ყოველ დღე გვიწევდა ერთმანეთის ნახვა. ბოლოს მეც რომ დავიღალე მისი დაჟინებული ხვეწნით, დავიწყეთ ერთად ვარჯიში და თქვენ წარმოიდგინეთ, ერთ თვეში იმდენად კარგად თამაშობდა, რომ მეც ვეღარ ვახერხებდი მის დამარცხებას, რაც ძალიან მაცოფებდა. ჩემი დიდი მცდელობის მიუხედავად, ვგრძნობდი რომ ერთმანეთს ზედმეტადაც კი მივეჩვიეთ. ბევრი ლამაზი დღე მაჩუქა ამ უზბეკმა, ახოვანმა და წარმოსადეგმა ბიჭმა. თუმცა ყველაფერს დასასრული აქვს და ჩვენი იქ ყოფნის დროც ამოიწურა. ვერ გადმოვცემ რა გრძნობა მქონდა როცა მას ვემშვიდობებოდი, როცა ჩემს ყურთან მისი სუნთქვა არხევდა ჰაერს, როცა პირველად ვიგრძენი მისი ტუჩების სითბო. ჩემთვის უკვე ნათელი იყო, მე ის შემიყვარდა. ბევრჯერ მიფიქრია: ნუთუ იქნება ისეთი ადამიანი რომლისთვისაც შევძლებდი ჩემი სიცოცხლე დაუფიქრებლად დამეთმო,ნამდვილი სიყვარულიც ხომ ასეთია. სწორედ ის იყო ასეთი ადამიანი. მაგრამ ის ხომ მუსულმანი იყო.. დავბრუნდი საქართველოში, უნივერსიტეტიდან გავეთავისუფლე და ჩემს სოფელში (საჩხერის რაიონი სოფ. კორბოული) ძმასთან და მშობლებთან გავემგზავრე. დედას გავუმხილე ჩემი გრძნობების შესახებ და ხომ იცით გურული ქალის ამბავი, ისეთი დღე მაწია, კინაღამ გაჩენის დღე მაწყევლინა. ყველაფერი თითქოს ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს უნივერსიტეტიდან გამოსულს, თვალებზე ხელი ამაფარა უცნობმა. ხელი შევახე თუ არა ვიგრძენი, თუ ზედმეტი ოცნებით მომივიდა ხმამაღლა დავიძახე: აბდულ!!! დიახ მან მიპოვა და ამით ყველაფერი ითქვა. გაგრძელდა ჩვენი ურთიერთობა ახლა უკვე თბილისში და ერთ დღესაც გადავწყვიტეთ, რომ მას უნდა გავყოლოდი ცოლად ტაშკენტში. იგი დამპირდა რომ მალევე დავბრუნდებოდით და საქართველოში ვიცხოვრებდით. მშობლების და ახლობლების დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, მე მას მაინც გავყევი. ქრისტიანი, ქართველი გოგონა მუსულმანს გაჰყვა სრულიად თვალდახუჭული, მის სიტყვებზე ბრმად მინდობილი. ერთი წელი ქალაქ ტაშკენტში ვიცხოვრეთ, სადაც შეგვეძინა ჩვენი სიყვარულის ნაყოფი, ჩვენი შვილი, რომელსაც მამამ ლაილო დაარქვა.(უზბეკურად შავთვალებას ნიშნავს).მართლაც ულამაზესი გოგონა შეგვეძინა. უსაზღვრო ბედნიერების არ მჯეროდა, მაგრამ თავად გამოვცადე ეს. შვილის დაბადების შემდეგ მეუღლემ გადაწყვიტა სოფელში მის მშობლებთან წავსულიყავით. ვიცოდი მათი აზრი ჩემზე, რომელიც არც თუ ისე სახარბიელო იყო, მაგრამ მაინც დავთანხმდი. ჩავედით, შევიმოსე მათი ტრადიციული სამოსით და მივყევი მათი ცხოვრების წესს. ჩემი ოცნება კი ოცნებად რჩებოდა, ჩემმა მეუღლემ დანაპირები არ შეასრულა თითქოსდა საქართველოში უნდა გვეცხოვრა, მაგრამ მე ამასაც შევეგუე მისდამი უსაზღვრო სიყვარულის გამო. იმ სახლში ცხოვრობდა კიდევ ერთი ქალბატონი 4 შვილით, ჩვენს ოთახებს კედელი ყოფდა. ის ჩემი მეუღლის დეიდაშვილი იყო. ერთი შეხედვით ეს სულერთი უნდა ყოფილიყო ჩემთვის, მაგრამ დროდადრო, როცა აბდულა ღამღამობით ოთახში არ შემოდიოდა დიდი შიში და ეჭვი მიპყრობდა. ჩემი შიში თურმე საფუძვლიანი აღმოჩნდა, როცა ერთ-ერთმა ბავშვმა, მას მამა დაუძახა. სასოწარკვეთილმა მეუღლეს ვთხოვე ყველაფერი მოეყოლა ჩემთვის. მან მომატყუა, შეიძლება სიყვარულის გამოც არ ვიცი, მაგრამ ის კი უკვე ვიცოდი, რომ ის ქალი მისი ცოლი იყო აკვანშივე დანიშნული,საკუთარი დეიდაშვილი და ის ბავშვები მათი შვილები. ამ ამბიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ საქართველოდან დედა ჩამოვიდა სტუმრად შვილიშვილის სანახავად. მე ბედნიერად მოვაჩვენე თავი, თუმცა დედას რას გამოაპარებს მისი გაზრდილი შვილი. გაცილების დღეს მან 3-ჯერ გამიმეორა: - შვილო კარგად ხარ ამ სახლში? ხომ არ მიმალავ რამეს? -არა დედა მე უსაზღვროდ ბედნიერი ვარ, ზუსტად ისე როგორც ვოცნებობდი. ჩვენი პატარა უკვე ორი თვის სრულდებოდა, ჩემი გონება კი ერთსა და იმავე აზრს დატრიალებდა. 14 თებერვალი იყო, სახლში რატომღაც მარტო ვიყავი, დავფიქრდი ჩემს უსუსურ მდგომარეობაზე, ქალბატონსა და მის 4 მცირეწლოვან შვილზე და გადავწყვიტე სამუდამოდ გავუჩინარებულიყავი მათი ცხოვრებიდან. სასწრაფოდ ჩავიცვი, მძინარე პატარა ხელში ავიყვანე და უკვე ნახევარ საათში მზად ვიყავი სამშობლოში გასამგზავრებლად. წამოსვლის წინ ხელში ჩემი მეუღლის სურათი ავიღე, ქურდივით გარშემო მიმოვიხედე და სწრაფად ჩანთაში მოვათავსე. მიუხედავად თვითმფრინავების გამაყრუებელი ხმაურისა მკაფიოდ გავიგონე მისი ხმა, ის მევედრებოდა ერთხელ მაინც მიმეხედა უკან, კიდევ ერთხელ შემეხედა მისთვის თვალებში. როგორ მინდოდა გავქცეულიყავი მასთან და ჩავხუტებოდი ისე როგორც არასდროს, მაგრამ სინდისმა ჩემს გრძნობას აჯობა. მისი ხმა უკვე ძალიან ბუნდოვნად მესმოდა და ნელ-ნელა გაქრა კიდეც… მერამდენედ კითხულობდა ქალბატონი მისსავე დაწერილ დღიურს. ფურცლებზე ოდნავღა შეიმჩნეოდა ნაწერები, ცრემლებს თითქმის წაეშალა ისინი. ოთახში კვლავ სიჩუმე იყო,ბუხარიც გაჩუმებულიყო, თითქოს ისიც ქალბატონის შემხედვარე სევდას შეეპყრო, თუმცა რამდენიმე წამში იგი ძველებურად ახმაურდა, დღიურის ფურცლები კი თანდათან ქრებოდნენ, ცეცხლის ალში იკარგებოდნენ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. წარმატებები ნიჭიერ ავტორს! მომეწონა მოთხრობა. წარმატებები ნიჭიერ ავტორს! მომეწონა მოთხრობა.
18. დაილოცოს საქართველო...რა უნდოდა უზბეკეთში... ბოლოს ალბათ ყველაზე უკეთესი გამოსავალი მართლა ეს იყო.
სიყვარული არ ჰქვია ამას ქრისტიანი მუსულმანს გაჰყვა...
ეს ამბავი თუ მართლა მოხდა იქნებ მიაწვდინოთ ხმა , რომ შეინანოს და ბავშვი სასწრაფოდ მონათლოს..
გაიხარეთ... ძალიან საინტერესოდ წერთ... დაილოცოს საქართველო...რა უნდოდა უზბეკეთში... ბოლოს ალბათ ყველაზე უკეთესი გამოსავალი მართლა ეს იყო.
სიყვარული არ ჰქვია ამას ქრისტიანი მუსულმანს გაჰყვა...
ეს ამბავი თუ მართლა მოხდა იქნებ მიაწვდინოთ ხმა , რომ შეინანოს და ბავშვი სასწრაფოდ მონათლოს..
გაიხარეთ... ძალიან საინტერესოდ წერთ...
17. მომეწონა+777 მომეწონა+777
15. ტკივილიანი ისტორიაა, მაგრამ ეს ნაბიჯი იყო ერთადერთი სწორი გამოსავალი. საინტერესოდ წერთ. +5 ტკივილიანი ისტორიაა, მაგრამ ეს ნაბიჯი იყო ერთადერთი სწორი გამოსავალი. საინტერესოდ წერთ. +5
14. მადლობა ოთარ:) მადლობა ოთარ:)
13. მე და ჩემი მეგობარი საქართველოს ჩემპიონები გახლდით მაგიდის ჩოგბურთში, ამიტომ ტაშკენტის ტექნიკურმა უნივერსიტეტმა შემოგვთავაზა მისი სახელით გავსულიყავით, უნივერსიტეტებს შორის შეჯიბრებაზე. შეჯიბრი შედგა და მართლაც, ჩვენ პირველობა არავის დავუთმეთ და გამარჯვება მოვუტანეთ ტექნიკურ უნივესიტეტს. როგორც არასდროს ისე ვითამაშე,
მესიამოვნა ახლა ეს ... :)
არა დედა მე უსაზღვროდ ბედნიერი ვარ, ზუსტად ისე როგორც ვოცნებობდი.
სულ ბედნიერი ყოფილიყავი! ;)
5 მე და ჩემი მეგობარი საქართველოს ჩემპიონები გახლდით მაგიდის ჩოგბურთში, ამიტომ ტაშკენტის ტექნიკურმა უნივერსიტეტმა შემოგვთავაზა მისი სახელით გავსულიყავით, უნივერსიტეტებს შორის შეჯიბრებაზე. შეჯიბრი შედგა და მართლაც, ჩვენ პირველობა არავის დავუთმეთ და გამარჯვება მოვუტანეთ ტექნიკურ უნივესიტეტს. როგორც არასდროს ისე ვითამაშე,
მესიამოვნა ახლა ეს ... :)
არა დედა მე უსაზღვროდ ბედნიერი ვარ, ზუსტად ისე როგორც ვოცნებობდი.
სულ ბედნიერი ყოფილიყავი! ;)
5
11. ადრიანა შენს ლუიზიანისაც ძალიან უყვარხარ:) ადრიანა შენს ლუიზიანისაც ძალიან უყვარხარ:)
10. ამ ნაწარმოებში კონვერტების მეტი ვერაფერი წაიკითხე???:) ამ ნაწარმოებში კონვერტების მეტი ვერაფერი წაიკითხე???:)
9. ''უამრავი'' რაოდენობის აღმნიშვნელი სიტყვაა. შესაბამისად, არსებითი სახელი რომელიც მას მოსდევს მხოლობითში უნდა იყოს ანუ : უამრავი კონვერტი და არა უამრავი კონვერტები.
``უამრავი`` რაოდენობის აღმნიშვნელი სიტყვაა. შესაბამისად, არსებითი სახელი რომელიც მას მოსდევს მხოლობითში უნდა იყოს ანუ : უამრავი კონვერტი და არა უამრავი კონვერტები.
8. Умница, так держать. Больше страсти, и все будет отлично!!! Люблю автора )))) Умница, так держать. Больше страсти, и все будет отлично!!! Люблю автора ))))
7. უღრმესი მადლობა:) უღრმესი მადლობა:)
6. პერმანენტულად პროგრესირებს ეს ავტორი, რაც ერთობ სასიამოვნოა. პერმანენტულად პროგრესირებს ეს ავტორი, რაც ერთობ სასიამოვნოა.
5. დეა დიიიდი მადლობააა. მეც გაკოცეეე:) დეა დიიიდი მადლობააა. მეც გაკოცეეე:)
3. ვიცი ეს ისტორია... საინტერესო პროზაა და შენს წინა პროზებისგან განსხვავებით წინ გადადგმული ნაბიჯია. ასე მგონია. ხვალ კიდევ წავიკითხავ. გაკოცე.
5 ვიცი ეს ისტორია... საინტერესო პროზაა და შენს წინა პროზებისგან განსხვავებით წინ გადადგმული ნაბიჯია. ასე მგონია. ხვალ კიდევ წავიკითხავ. გაკოცე.
5
2. სიმშრალე იმჩნევა ტექსტში!!! და ამიტომ 4. წინსვლას გისურვებ!!! გაიხარ შენა!!! სიმშრალე იმჩნევა ტექსტში!!! და ამიტომ 4. წინსვლას გისურვებ!!! გაიხარ შენა!!!
1. თვითგვემა თუ დიდსულოვნება?
მაგრამ დიდსულოვნება ვის მიმართ-ადამიანმა რომელმაც გაიმეტა? თვითგვემა თუ დიდსულოვნება?
მაგრამ დიდსულოვნება ვის მიმართ-ადამიანმა რომელმაც გაიმეტა?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|