 | ავტორი: ჰა-რა-ლე ჟანრი: პროზა 25 დეკემბერი, 2010 |
--ჩააწყვე ყველაფერი, დედაკაცო?! -........ -არ გეყურება, ადამიანო?! ვერა ხედამ, გზაზე ვდგავარ?.. ამაიღებ ხმასა?!! -ვერა, ვერა! ჯერ ვერა, კაცოუუუ! ხედამ, რამდენია? ამდენსა, ერთი ბერიქალი რას აუვალ? შენა კიდენა, აღმა-დაღმა დეეხეტები და არ მეხმარები. მარტოკინაჲ რას აუვალ ამოტონა თარფსა და კუნკულასა.?! -მერე?! გოგოსა ვერ დაიხმარ? სად არი ბალღი? -ავად არი, ქაა, მააშ?! მა შენ სახლიჲ ამბავ რას იკითხამ? მარტო, " ჩაალაგეე? წავედი!"- იცი. - რას ამბობ, ოუ?! რა დროჲ ავად ყოფნაა?! -ჰაი, დამიდგეჲ თვალები! ავადმყოფობამ დრო და ჟამი როდიჲ იცოდა რომა, ახლა შაისმინოს? გაცივდა, განა? ლამის 38 აქ სიცხე, ყელიცა ტკივა და ახველეებ. შენი ზნე რომ ვიცი, მე დამაბრალებ ამასაცა! - მა ვისა?! შენთან არ იყოო, გოგო? - როგორა მიწა არ გა-მი-სკდე-ბაა, ქაა!!! რას არ მაისმენს ჩემი ყურიი!!! ორი დღე, ხიაწსა და ნაბუქარში, შენ არ დააფრიალებდი ბალღსა? ახლა, "აქ არა გყვანდაო", მეუბნები?! - შენა ძმრითა სახსრები დაუზილე მაგასა, თხის რძე დაალევინე და თბილად გამააწყე. გაიგე?! - რას ამბობ, ქააა! მიგყავ ეგაცა?! სულ გავერანდიი, ბერიკაცო? - მა რა ვქნა, ქალო?! მენა რა, მინდა?!. ამოტონა ლაქ-ლაქ, გირჩევნია, რასაცა გეუბნები, ისა ჰქენ, განა?!! მე მავიგონე თუ რა? - შენა მაიგონე თუ სხვამა, რა მაგახსენო? მაგრამა, რომ დაჩერჩეტობ აქეთ-იქითა, ბალღიც გააციე და მეც რადიკული დამმართე, ეგანა კიდენა ვიციი, მააშ! - ჰაი, დედასა! რა ჭირვეული და აჯამი გახდა ამ სიბერეში ჰაა?!. ოგორა გამათოთხარებ ხოლმე, ე დედაკაცი!.. საქონელი სად არი, ქალოუ? - თავლაშია! სად უნდა იყოჲ, ნეტა? - აჰანდეე! მაშ არც შაგიბამთ ჯერა?.. ვაააჰ! ყველაფერი ჩემი გასაკეთებელი როგოაა, ჰაა?!! - ერთი უყურეთ ამასა! რას არ იტვყიჲ ამიჲ ენაი! ღმერთისა მაინც არ გეშინია? ტახტზე გორაობითა ფერდები ამოგეჟეჟა, ერთხელ მაიქაჩლებ-ხოლმე თავსა და " ჩემზე დგაა ჯალაბიო"- ურცხვადა ყბედობ. - შენა ქალო, მარცხენა ფეხზე ხომ ამდგარხარ დღესა ჰა? ბალღს მიჰხედე და როგორც გითხარ, ისე მოიქეც თორემა, მე ვიცი შენი!!!
******** გაბრაზებულმა ბერიკაცმა კარი მოიჯახუნა და ხვნეშა-ხვნეშით, ეზოს ბოლოში, თავლისკენ აიღო გეზი. ცალი თვალით ძველ მარხილს გახედა და ამოიოხრა. ალბათ, ამას რა გაავსებს, ხომ დამაღამდებაო, გაიფიქრა. თუმცა, ვინ იცის, შეიძლება დრო ახლა, სწორედ მის წისქვილზე ასხამდა წყალს? სანამ ცხენებს ახორიდან გამოიყვანდა, შეაბავდა ჩანაში და აავსებდა მოსაკითხით, მზე კი გადაიწვერებოდა მაგრამ ბებოც, უთუოდ გამოაჯანმრთელებდა ამასობაში ერთადერთ შვილიშვილს. აბა, მარტო რას აუვიდოდა საქმეს, ბერიკაცი? მილეთის ბავშვები უნდა გაეხარებინათ ამ ღამით, ფიფქიას და თოვლის პაპას.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
30. ვაიიი, რა ძალიან დამიგვიანია ამ ულამაზესი ნაწარმოების წაკითხვაააა.
ეს თოვლის პაპა კიდევ როგორი ჯუჯღუნაა გავგიჟდი, თუმცა კი ძალიან საყვარელია. :) და თან, რა ძალიან კარგად უქცევთ ეს გურული კაცი კახურად, ამაზეც გავგიჟდი ბატონო ჰარალე. :D მოკლედ, მაგარი იყო და ჩემი მოწონება თქვენს ამ ლამაზ ნაწარმოებს. 555555555555555555555555555
ვაიიი, რა ძალიან დამიგვიანია ამ ულამაზესი ნაწარმოების წაკითხვაააა.
ეს თოვლის პაპა კიდევ როგორი ჯუჯღუნაა გავგიჟდი, თუმცა კი ძალიან საყვარელია. :) და თან, რა ძალიან კარგად უქცევთ ეს გურული კაცი კახურად, ამაზეც გავგიჟდი ბატონო ჰარალე. :D მოკლედ, მაგარი იყო და ჩემი მოწონება თქვენს ამ ლამაზ ნაწარმოებს. 555555555555555555555555555
28. ++55! :) :) ++55! :) :)
27. მუხა, იმ თოვლის პაპამ იცოდა, რომ ჩურჩხელები ძალიან მიყვარდა და... მოკლედ, ჩურჩხელები მხოლოდ მე მომიტანა!
სხვაზე ხომ არაფერზე გეზიარებით, არა? და ჩურჩხელებს ვერ დავთმობ ცოცხალი თავით! :)))
გმადლობ, თოვლის პაპააააა!!! ძალიან მიყვარხაააარ! :-* :)))) მუხა, იმ თოვლის პაპამ იცოდა, რომ ჩურჩხელები ძალიან მიყვარდა და... მოკლედ, ჩურჩხელები მხოლოდ მე მომიტანა!
სხვაზე ხომ არაფერზე გეზიარებით, არა? და ჩურჩხელებს ვერ დავთმობ ცოცხალი თავით! :)))
გმადლობ, თოვლის პაპააააა!!! ძალიან მიყვარხაააარ! :-* :))))
26. ბატონო ჰა-რა-ლე გილოცავ ახალ წელს,! თქვენი გამოგზავნილი თოვლის ბაბუა მოვიდა, და მოგვიტანა რაც დედაკაცმა ჩაუწყო, თუმცა ჩურჩხელები დავიწყნია ეგებ არ დაიზარო და გამოატანო ველოდებიტ თქვენეულ ჯანსაღ ნაწარმოებებს ! ბატონო ჰა-რა-ლე გილოცავ ახალ წელს,! თქვენი გამოგზავნილი თოვლის ბაბუა მოვიდა, და მოგვიტანა რაც დედაკაცმა ჩაუწყო, თუმცა ჩურჩხელები დავიწყნია ეგებ არ დაიზარო და გამოატანო ველოდებიტ თქვენეულ ჯანსაღ ნაწარმოებებს !
25. გილოცავ ახალ წელს,! გილოცავ ახალ წელს,!
24. ეს იმ დღესვე წავიკითხე და აქამდე ორი სიტყვა ვერ დამიწერია აქ!.. კიდევ ერთხელ და მრავალჯერ გილოცავ, ჩემო კახა და ამ ახალწლის ღამეს ღმერთსა ვთხოვ, იმ კარგი მამების სულები გაგვინათლოს, ჩვენ რომ შეგვახვედრა ერთმანეთს! მე დარწმუნებული ვარ,რომ ამ საქმეში მაგათი ხელი (სული!..) ურევია! ეს იმ დღესვე წავიკითხე და აქამდე ორი სიტყვა ვერ დამიწერია აქ!.. კიდევ ერთხელ და მრავალჯერ გილოცავ, ჩემო კახა და ამ ახალწლის ღამეს ღმერთსა ვთხოვ, იმ კარგი მამების სულები გაგვინათლოს, ჩვენ რომ შეგვახვედრა ერთმანეთს! მე დარწმუნებული ვარ,რომ ამ საქმეში მაგათი ხელი (სული!..) ურევია!
23. გილოცააააავ! მრავალს დაესწარი შენს საყვარელ ხალხთან ერთად! და სულ მხიარულ განწყობაზე ყოფილიყავიიიიი!
გილოცააააავ! მრავალს დაესწარი შენს საყვარელ ხალხთან ერთად! და სულ მხიარულ განწყობაზე ყოფილიყავიიიიი!
22. 5555 მაგრა მომეწონა ეს, უკვე რამდენჯერმე მაქვს წაკითხული! ისე, კახელი თოვლის პაპა რა ლექსიკითაც შევიდოდა ოჯახებში, ის რომ რეალობად ქცეულიყო, ხომ უცებ ერთი-ორად გაუმჯობესდებოდა ქართველთა დემოგრაფიული მონაცემები!... :))) 5555 მაგრა მომეწონა ეს, უკვე რამდენჯერმე მაქვს წაკითხული! ისე, კახელი თოვლის პაპა რა ლექსიკითაც შევიდოდა ოჯახებში, ის რომ რეალობად ქცეულიყო, ხომ უცებ ერთი-ორად გაუმჯობესდებოდა ქართველთა დემოგრაფიული მონაცემები!... :)))
21. აბა, მარტო რას აუვიდოდა საქმეს, ბერიკაცი? მილეთის ბავშვები უნდა გაეხარებინათ ამ ღამით, ფიფქიას და თოვლის პაპას.
რა კაი იყო.... უძალიანესად კარგი. გაიხარეთ... :) გისურვებთ თოვლის ბაბუობას :) აბა, მარტო რას აუვიდოდა საქმეს, ბერიკაცი? მილეთის ბავშვები უნდა გაეხარებინათ ამ ღამით, ფიფქიას და თოვლის პაპას.
რა კაი იყო.... უძალიანესად კარგი. გაიხარეთ... :) გისურვებთ თოვლის ბაბუობას :)
20. 5 მოკითხვა. მრავალ ახალ წელს, ყველა ულევი სიხარულით, სიახლით. 5 მოკითხვა. მრავალ ახალ წელს, ყველა ულევი სიხარულით, სიახლით.
19. მაგარია, ჩვენებურია , კახური! მაგარია, ჩვენებურია , კახური!
18. აი მალადეც! ძალიან კარგია ჩემო კახა, აი ყოჩაღ! მეც გილოცავ ახალ წელს შენცა და შენს მკითხველებსაც! გაიხარეთ ხალხნო, გულს ნუ გაიტეხთ! აი მალადეც! ძალიან კარგია ჩემო კახა, აი ყოჩაღ! მეც გილოცავ ახალ წელს შენცა და შენს მკითხველებსაც! გაიხარეთ ხალხნო, გულს ნუ გაიტეხთ!
16. კახელი თოვლის პაპა :D რა საყვარელი იქნება!!! და ნაწერი შენებური! როგორც ყოველთვის სიმაღლეზეე! :) ბედნიერ დამდეგ შობა-ახალ წელს გისურვეებ!!! :) კახელი თოვლის პაპა :D რა საყვარელი იქნება!!! და ნაწერი შენებური! როგორც ყოველთვის სიმაღლეზეე! :) ბედნიერ დამდეგ შობა-ახალ წელს გისურვეებ!!! :)
15. მე კი კომენტატორი.:) მე კი კომენტატორი.:)
14. ძალიან მიყვარს ეს ავტორი!
ძალიან მიყვარს ეს ავტორი!
13. გმადლობთ წაკითხვისთვის და ბედნიერ, დამდეგ ახალ წელს გისურვებთ ყველას. :) გმადლობთ წაკითხვისთვის და ბედნიერ, დამდეგ ახალ წელს გისურვებთ ყველას. :)
12. მე ველოდიიი რაღაც მაკვარანცხულს თუ არა, მოულოდნელს მაინც :D
მე ველოდიიი რაღაც მაკვარანცხულს თუ არა, მოულოდნელს მაინც :D
11. მშვენიერი!!! გაიხარე კახაბერ შენა!!! მშვენიერი!!! გაიხარე კახაბერ შენა!!!
10. რა კარგია... 5 რა კარგია... 5
9. არა, სწორი კახურით იქნებოდა "გემეგელიააა" ?! :) :) :) არა, სწორი კახურით იქნებოდა "გემეგელიააა" ?! :) :) :)
8. ჰა-რა-ლეეე, როგორც ყოველთვის, ძალიან კარგია :) :) :). მაგრამა, რაჲ გედეკიდე ამ კახელებსა ჰა ? გურულებზე სალაპარაკო გამოგელიააა ? :) :) :) :) :) :) :) :)
პატივისცემით: ტენდი ჰა-რა-ლეეე, როგორც ყოველთვის, ძალიან კარგია :) :) :). მაგრამა, რაჲ გედეკიდე ამ კახელებსა ჰა ? გურულებზე სალაპარაკო გამოგელიააა ? :) :) :) :) :) :) :) :)
პატივისცემით: ტენდი
7. ოგორა გამათოთხარებ ხოლმე, ე დედაკაცი!
:D :D ოგორა გამათოთხარებ ხოლმე, ე დედაკაცი!
:D :D
6. გაიხარე ჰარალე! სულ გახარებული, ბედნიერი, წარმატებული...
გაიხარე ჰარალე! სულ გახარებული, ბედნიერი, წარმატებული...
5. გენაცვალეეეე...რა კარგი იყო...555555555 ბოლოსკენ რომ ჩავედი...გულმა რეჩხი მიყო...ნამდვილად თოვლის პაპა იქნება მეთქი...მართლაც მასე გამოდგა...:-* ჩვენებური...ქართული... ნამდვილი...თოვლის პაპა...:-* რა კარგად მოგვილოცე ახალი წელი ჰარალე...უკეთესად წარმოუდგენელია...:-* ზალიან მიყვარხარ ჰარალე..თოვლის პაპა...:-*
გენაცვალეეეე...რა კარგი იყო...555555555 ბოლოსკენ რომ ჩავედი...გულმა რეჩხი მიყო...ნამდვილად თოვლის პაპა იქნება მეთქი...მართლაც მასე გამოდგა...:-* ჩვენებური...ქართული... ნამდვილი...თოვლის პაპა...:-* რა კარგად მოგვილოცე ახალი წელი ჰარალე...უკეთესად წარმოუდგენელია...:-* ზალიან მიყვარხარ ჰარალე..თოვლის პაპა...:-*
4. თავიდან ვერც მე მივხვდი..:)
ძალიან დიდი დადებითი მუხტი და ემოცია წამოვიდა ამ ნაწერიდან...
მომეწონა ძალიან. თავიდან ვერც მე მივხვდი..:)
ძალიან დიდი დადებითი მუხტი და ემოცია წამოვიდა ამ ნაწერიდან...
მომეწონა ძალიან.
3. კახა, ასეთი ჯუჯღუნა, საყვარელი თოვლის პაპა–ბერიკაცი ძალიან გაგვახარებს მე და ლიზიკოს, უთხარი, გვესტუმროს, რაა, ფიფქიასთან და შენთან ერთად:) ძალიან, ძალიან თბილია და გაიხარე ამ სითბოსთვის! მოგიკითხეთ დედაბუდიანად:) კახა, ასეთი ჯუჯღუნა, საყვარელი თოვლის პაპა–ბერიკაცი ძალიან გაგვახარებს მე და ლიზიკოს, უთხარი, გვესტუმროს, რაა, ფიფქიასთან და შენთან ერთად:) ძალიან, ძალიან თბილია და გაიხარე ამ სითბოსთვის! მოგიკითხეთ დედაბუდიანად:)
2. ვაი! კარგი! ვაი! კარგი!
1. უიიი... თოვლის პაპა და ფიფქია ყოფილან... =D> მე კი ვერ მივხვდი თავიდან! ბრავო! :) უიიი... თოვლის პაპა და ფიფქია ყოფილან... =D> მე კი ვერ მივხვდი თავიდან! ბრავო! :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|