ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კამკამიძე
ჟანრი: პოეზია
27 დეკემბერი, 2010


და ამინდია მეცო-სოპრანო

დგახარ სარკესთან, თმას ივარცხნი საათზე მეტ ხანს
(ფიქრობ და ფიქრიც ამ ბოლო დროს ოცნებებს იჩრის)
რეალობიდან ტუჩის კვნეტით ბრუნდები რახან
დეკემბრის ამინდს დაემსგავსო და Nina Ricci - ს

გრილ სურნელში გაუყვე დილას... მერე ბოჰემა...
ხვდები სულ მალე გათოვდება, ოღონდ არ მოთოვს,
სანამ ქუჩები სახეს იფშვნეტს და ვერ ერგება
კალენდარს - დილის მზის სხივი და ის ნაძვი - თოთო

სიმწვანით რომ ყრის გირჩებს მშრალზე…  რა შუაშია
და თუმცა ფიქრობ - მოუხდება თეთრი სარჩული,
რომ გადააკრას ზეცამ, მაგრამ მკერდი გაშლია...
გადაგიხატა! იცანი და ხმა-გაყუჩული

აგრძელებ ტონუსს, დეკემბერს და მერე ოპერა
(და ამინდია ახლა უფრო მეცო-სოპრანო)
საკუთარ თავს კი მახეს უგებ - ბოლოს აპრიორს
ძალა არა აქვს... ხვდები ამინდს უნდა მოპარო

შეგრძნება, როცა ვერ ხვდები, რომ თავი დაკარგე
(და ამ ბოლო დროს როგორ გინდა ჩაძვრე რვეულში)
ოცნებების და მკერდის მხარეს არგებდი კარებს
ღია ბოქლომს და აფარებდი ღია თეთრეულს -

გირლიანდებით დედამიწას...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები