ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გუგა
ჟანრი: პოეზია
5 იანვარი, 2011


ირაკლი ჯაფარიძეს

შენ -
დროის ათვლა ხარ,
გაჭირვებულების სახადი და
ბედნიერების მომნიჭებელი.
წიგნი წასაკითხი და
მათრახი უსამართლობის.
უძლური, ხმაჩახლეჩილი და
შუბლშენგრეული.
ოცნების ფრანი გაკრული ცაზე -
ჩაჟანგებული ვენებით,
გამოხრული ძვლებით,
მიუსაფარი, ჩამოფლეთილი და
მიგდებული.
-დამიჭირე ეს ღიმილი ცოტა ხანს!
ჯერ არ მჭირდება.
ჯერ ვიკრუნჩხები,
თავის ქალა გასკდომაზე მაქვს...
-დამიჯერე!
საქანელაა შენი ეგ მზერა -
არც შემზარავი,
არც თანამგრძნობელი...
-ჰეი, მოიცა, მოიცა!
ნუ გარბიხარ, მე ხომ ვოხუნჯობ!
შენ, რა თქმა უნდა, ვერ მიხვდები
და არც გაიგებ...
მტრედი კი, მტრედი ყავისფერი და
შეთითხნილი -
მოფრინავს ტკბილად...
შენ დაგავიწყდა და ალბათ,
აღარც გემახსოვრება.
-მოხვედი?
მომეცი ღიმილი,
ფრთხილად,
არ დაგივარდეს!
ახლა უკვე ნამდვილად მჭირდება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები