ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთაიუნი
ჟანრი: პოეზია
5 იანვარი, 2011


იყო და არა იყო რა

მორჩა ზღაპარი... ჭირი იქა და ლხინი აქა;
ცხრათავიანი გველეშაპი მოკლა ჭაბუკმა;
იქ ვიღაცამ დაკარგული დედა იპოვა
ან მზეთუნახავს აარიდა ბნელეთს დაღუპვა...
მორჩა ზღაპარი... აწ ჭირი აქ და ლხინი იქა;
აქ გმირებს სრესენ ნალიანი უხეში ჩექმით,
აქ კარგავენ დედას და სატრფოს,
თან ავიწყდებათ, ოდესღაც რომ უყვარდათ გზნებით.
  მორჩა ზღაპარი და დარჩა ჭირი გაუსაძლისი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები