დაბრუნდა, ძლივს გახსნა ჭიშკარი, არავინ გამოეგება, ძაღლმაც ვერ გაიგო მისი მოსვლა, დაყრუვდა ეგება...
ან იქნებ, საერთოდ, არც ჰყავდა ძაღლი.
მიმქრალ ნაკვერჩხლებს სული შეუბერა, არ ეყო სული. დრო-ჟამი,ალბათ სულს ნელნელა ხდიდა. კიბის ქვეშ ნაფოტებს მიაგნო გაჭირვებით და უცებ წარსული ამოტივტივდა, როგორც კარაქი ნადღვები რძიდან...
და გაახსენდა ძველი არაკი ~ბებრისა და სიკვდილისა~
წარსულის ლანდებთან მანამ იცურა, სანამ ღია ფანჯარა არ იგრძნეს სახსრებმა და კვლავ ბუხარს მიუჯდა.
ცეცხლი ტკაცუნობდა, როგორც მწუხრის სონეტი, როგორც ძილისპირული...
სითბომ ნელ-ნელა ჩამოადნო მინაზე გარედან აკრული ყინული და ნაცნობ სილუეტად აქცია.
კატას ფეხი არ დავაბიჯოო, ფრთხილად გადადგა საწოლისკენ ბიჯი, შემდეგ გაახსენდა, რომ არ ჰყავდა კატა.
ამბობენ, ძნელიაო სიბერე, ძნელი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
26. ძალიან...5 თვალსადხელშუა ჩანს სიბერე...:) ძალიან...5 თვალსადხელშუა ჩანს სიბერე...:)
25. მასტერ-კლასი #2-იდან გავიგე, რომ არსებობს ეროვნება`ციმბირელი~ ქეთაიუნი. 2011-01-17 22:57:25
ასე რთული იყო იმის გაგება,რომ უბრალოდ დაგეთანხმეთ კანდინსკის წარმომავლობაში და მხოლოდ დაბადების ადგილი მივუთითე? (О,боже какой пустяк). :)) მასტერ-კლასი #2-იდან გავიგე, რომ არსებობს ეროვნება`ციმბირელი~ ქეთაიუნი. 2011-01-17 22:57:25
ასე რთული იყო იმის გაგება,რომ უბრალოდ დაგეთანხმეთ კანდინსკის წარმომავლობაში და მხოლოდ დაბადების ადგილი მივუთითე? (О,боже какой пустяк). :))
24. ლექს მოწონება ლექს მოწონება
23. სიბერეც ისეთი ლამაზია, როგორც ზამთარი. წელიწადის ოთხი დრო ეს ოთხი საფეხურია ადამიანის ცხოვრებაში, ლეწს მოწონება! სიბერეც ისეთი ლამაზია, როგორც ზამთარი. წელიწადის ოთხი დრო ეს ოთხი საფეხურია ადამიანის ცხოვრებაში, ლეწს მოწონება!
22. +2 :) კარგიაა ... +2 :) კარგიაა ...
20. გონიერსა მწვრთნელი უყვარს, უგუნურსა გულსა ჰგმირდესო, _ნათქვამია... მიხარია, მასტერ-კლასი #2-იდან გავიგე, რომ არსებობს ეროვნება`ციმბირელი~ გონიერსა მწვრთნელი უყვარს, უგუნურსა გულსა ჰგმირდესო, _ნათქვამია... მიხარია, მასტერ-კლასი #2-იდან გავიგე, რომ არსებობს ეროვნება`ციმბირელი~
19. ქეთაიუნი,იქნებ გეცადათ და უფრო მარტივად შეგეხედათ ჩემს მიერ ,,სუპ(ერ)*(რე)მატისტულ"-ში დაშვებული მექანიკურარასწორადგადანაცვლებული ასოთაწყობისათვის,ა? :D აი,მაგალითად ისე,როგორც მხატვრობისა გესმით(ანუ ინსტრუქციამოუყოლებლად) :D
მალევიჩი კი,პოლონელი იყო თუ ებრაელი там даже черт ногу сломит.კანდინსკი ციმბირელი იყო :):) (მასტერ კლასის მცდელობა #2) :D ქეთაიუნი,იქნებ გეცადათ და უფრო მარტივად შეგეხედათ ჩემს მიერ ,,სუპ(ერ)*(რე)მატისტულ"-ში დაშვებული მექანიკურარასწორადგადანაცვლებული ასოთაწყობისათვის,ა? :D აი,მაგალითად ისე,როგორც მხატვრობისა გესმით(ანუ ინსტრუქციამოუყოლებლად) :D
მალევიჩი კი,პოლონელი იყო თუ ებრაელი там даже черт ногу сломит.კანდინსკი ციმბირელი იყო :):) (მასტერ კლასის მცდელობა #2) :D
18. აღარ მინდოდა, პოლემიკა გამეგრძელებინა ~ავადსახსენებელი~ შავი კვადრატის თემაზე, მაგრამ მეტი გზა აღარ მაქვს _ უკვე იმდენმა ჩამიტარა ე. წ. მასტერ-კლასი. ამიტომ ჯერ ეულალიას გავეპასუხები. _ ჩემო კარგო, ჯერ ერთი სუპერმატისტული კი არა, სუპრემატისტული(~სუპრემუს~ ლათინური სიტყვაა და ~უზენაესს~ ნიშნავს); რაც შეეხება ~მზეზე გამარჯვებას~, ამ ნახატისათვის ისეთივე წარმატებით შეგვეძლო დაგვერქმია~ ხუთი ზანგი ბნელ ოთახში~... მგონი ამით ყველაფერი გითხარით, მაგრამ მაინც დავამატებ, რომ არ მესმის მხატვრობისა, რომელსაც თან უნდა მოყვებოდეს ინსტრუქცია იმის შესახებ, თუ რა სურს ავტორს თქვას ამით!!! ახლა ტენდის _ ის ფაქტი, რომ სამი თვე მოუნდა ამის `დახატვას ებრაელი(მგონი აქაც ცდებით, რადგან მას ძველი სლავური სახელი _ კაზიმირი ჰქვია, ხოლო კანდინსკი ვასილი ვასილის ძეა) გენიოსი,სულაც არ ნიშნავს, რომ შედევრი დახატა _ სხვადასხვა ფერებით შავის მიღება ხელოსნობაა და ამას სტამბის მუშები ყოველდღიურად აკეთებენ... აღარ მინდოდა, პოლემიკა გამეგრძელებინა ~ავადსახსენებელი~ შავი კვადრატის თემაზე, მაგრამ მეტი გზა აღარ მაქვს _ უკვე იმდენმა ჩამიტარა ე. წ. მასტერ-კლასი. ამიტომ ჯერ ეულალიას გავეპასუხები. _ ჩემო კარგო, ჯერ ერთი სუპერმატისტული კი არა, სუპრემატისტული(~სუპრემუს~ ლათინური სიტყვაა და ~უზენაესს~ ნიშნავს); რაც შეეხება ~მზეზე გამარჯვებას~, ამ ნახატისათვის ისეთივე წარმატებით შეგვეძლო დაგვერქმია~ ხუთი ზანგი ბნელ ოთახში~... მგონი ამით ყველაფერი გითხარით, მაგრამ მაინც დავამატებ, რომ არ მესმის მხატვრობისა, რომელსაც თან უნდა მოყვებოდეს ინსტრუქცია იმის შესახებ, თუ რა სურს ავტორს თქვას ამით!!! ახლა ტენდის _ ის ფაქტი, რომ სამი თვე მოუნდა ამის `დახატვას ებრაელი(მგონი აქაც ცდებით, რადგან მას ძველი სლავური სახელი _ კაზიმირი ჰქვია, ხოლო კანდინსკი ვასილი ვასილის ძეა) გენიოსი,სულაც არ ნიშნავს, რომ შედევრი დახატა _ სხვადასხვა ფერებით შავის მიღება ხელოსნობაა და ამას სტამბის მუშები ყოველდღიურად აკეთებენ...
16. :) ტენდის ვეთანხმები.მხოლოდ 3 თვეზე მეტ ხანს ხატავდა მალევიჩი ,,,,მზეზე გამარჯვება"-ს(ასეც ჰქვია მის ,,შავ კვადრატს)და გაცილებით დიდი დატვირთვა აქვს,ვიდრე ,,თუკი სახაზავის ხმარება ვიცი, ამას ხომ მეც გავაკეთებ?! "-ო :D სიმბოლისტურად კი მის ,,მზეზე გამატჯბევა"-ში ,ღმერთი მოიაზრება,რადგან უძველესი ანტიკურობიდან მოყოლებული, მზე მამაობრიობისა და ღვთიურობის სომბოლოა. :) კუბების გამოყენების ეს ფორმა კი სუპერმატისტულია,რომელშიც ათეიზმის იდეაა გატარებული და ყველაზე მთავარი ფერია მანდ(ტექნიკურად) თითოეული ფერი 5-დან 30 მაჩვენებელს შორის მერყეობს და ბოლოს მაინც შავია :D ანუ,წარმოუდგენელი სირთულით მისაღწევი მოლაპარაკე ფერი, რომელიც მოგითხრობს სამყაროს დაბადებას, განვითარებსა და მომავალი სიკვდილის შესახებაც. :)
კიბის ქვეშ ნაფოტებს მიაგნო გაჭირვებით და უცებ წარსული ამოტივტივდა, როგორც კარაქი ნადღვები რძიდან...
და გაახსენდა ძველი არაკი ~ბებრისა და სიკვდილისა~
:) :) ტენდის ვეთანხმები.მხოლოდ 3 თვეზე მეტ ხანს ხატავდა მალევიჩი ,,,,მზეზე გამარჯვება"-ს(ასეც ჰქვია მის ,,შავ კვადრატს)და გაცილებით დიდი დატვირთვა აქვს,ვიდრე ,,თუკი სახაზავის ხმარება ვიცი, ამას ხომ მეც გავაკეთებ?! "-ო :D სიმბოლისტურად კი მის ,,მზეზე გამატჯბევა"-ში ,ღმერთი მოიაზრება,რადგან უძველესი ანტიკურობიდან მოყოლებული, მზე მამაობრიობისა და ღვთიურობის სომბოლოა. :) კუბების გამოყენების ეს ფორმა კი სუპერმატისტულია,რომელშიც ათეიზმის იდეაა გატარებული და ყველაზე მთავარი ფერია მანდ(ტექნიკურად) თითოეული ფერი 5-დან 30 მაჩვენებელს შორის მერყეობს და ბოლოს მაინც შავია :D ანუ,წარმოუდგენელი სირთულით მისაღწევი მოლაპარაკე ფერი, რომელიც მოგითხრობს სამყაროს დაბადებას, განვითარებსა და მომავალი სიკვდილის შესახებაც. :)
კიბის ქვეშ ნაფოტებს მიაგნო გაჭირვებით და უცებ წარსული ამოტივტივდა, როგორც კარაქი ნადღვები რძიდან...
და გაახსენდა ძველი არაკი ~ბებრისა და სიკვდილისა~
:)
15. ოი, ქეითაუნ. ფიროსმანმა ბევრი თეთრი ფერი კი არ გამოიყენა, არამედ, ფერებით დახატა თეთრი კაბა, ვარდისფერით, ყვითელით, მწვანე ფერით, იასამნისფრით და ასე შემდეგ. თანაც მალევიჩი რუსი არ იყო, ებრაელი გახლდათ და ასევე ის შაბი დახატულია სხვადასხვა ფერიებით. ასევე მისი თეთრი კვადრატი და წიჭელი კვადრატი. მე მას კანდინსკის არ ვადარებ (კანდინსკიც ებრაელი გახლდათ), და არ ვამბობ, რომ უფრო მეტი ფერი აქვს გამოყენებული, თუ უფრო ნაკლები, მე გეუბნებით, რომ ის შავი ბევრი ფერით არის დახატული და თუ არ ვცდები, სამი თვე ხატავდა.:) :)
მეუდაბნოეს "სიბერე" კი კიდევ ერთხელ მომწონს. :) :) პატივისცემით: ტენდი.
ოი, ქეითაუნ. ფიროსმანმა ბევრი თეთრი ფერი კი არ გამოიყენა, არამედ, ფერებით დახატა თეთრი კაბა, ვარდისფერით, ყვითელით, მწვანე ფერით, იასამნისფრით და ასე შემდეგ. თანაც მალევიჩი რუსი არ იყო, ებრაელი გახლდათ და ასევე ის შაბი დახატულია სხვადასხვა ფერიებით. ასევე მისი თეთრი კვადრატი და წიჭელი კვადრატი. მე მას კანდინსკის არ ვადარებ (კანდინსკიც ებრაელი გახლდათ), და არ ვამბობ, რომ უფრო მეტი ფერი აქვს გამოყენებული, თუ უფრო ნაკლები, მე გეუბნებით, რომ ის შავი ბევრი ფერით არის დახატული და თუ არ ვცდები, სამი თვე ხატავდა.:) :)
მეუდაბნოეს "სიბერე" კი კიდევ ერთხელ მომწონს. :) :) პატივისცემით: ტენდი.
14. ტენდის _ განვაგრძობ მალევიჩის ~შედევრის~ თემას: ამ მეგალომანიით შეპყრობილი რუსი(მიაქციეთ ყურადღება მის სადაურობას და იმას, თუ რომ ჩვენ ველიკორუსულ შოვინისტურ რუსეთის იმპერიაში ვიზრდებოდით და რომ ბევრ რამეზე მცდარი წარმოდგენა გვქონდა, მაგალითად გვასწავლიდნენ, რომ რადიო პოპოვმა გამოიგონა და რაკეტა ციოლკოვსკიმ...) მხატვრის შესახებ ენიკლოპედიურ ცნობარებში შეგიძლიათ ამოიკითხოთ, რომ იგი თავისი წინამორბედის, აბსტრაქციონიზმის პიონერის _ კანდინსკისაგან განსხვავებით, ძლიერ ცოტა ფერს იყენებდა. ამიტომ ეჭვქვეშ დგება თქვენი მტკიცება იმის შესახებ, რომ მხატვარმა უამრავი ფერი გამოიყენა იმისათვის, რომ ეს შეფერილობა მიეღო. თანაც მთავარი ის კი არაა, რამდენს იწვალებს მხატვარი მუშაობისას, არამედ ამ მუშაობის შედეგი... ასეთ რამეს ხაზვის გაკვეთილზე ერთი უბრალო შავი ~კოჰინორის~ ფანქრითა და სამკუთხა სახაზავით ვახერხებდით. ასევე ეჭვი მეპარება იმაში, რომ ფიროსმანს იმ კაბის დასახატად ბევრი თეთრი ფერი გამოეყენებინა, რადგან, როგორ ვიცი, თავად კლიენტები ყიდულობდნენ მისთვის საღებავებსა და ტილოს(სამწუხაროდ თეთრი კაბა არ მინახავს)... და კიდევ ყველაზე მთავარი _ მე არ მითქვამს, რომ ეს ნაწარმოები ცუდია. უბრალოდ აღვნიშნე, რომ ლექსს ვერ დავარქმევდი–მეთქი. ეს უფრო ჩანახატია... ტენდის _ განვაგრძობ მალევიჩის ~შედევრის~ თემას: ამ მეგალომანიით შეპყრობილი რუსი(მიაქციეთ ყურადღება მის სადაურობას და იმას, თუ რომ ჩვენ ველიკორუსულ შოვინისტურ რუსეთის იმპერიაში ვიზრდებოდით და რომ ბევრ რამეზე მცდარი წარმოდგენა გვქონდა, მაგალითად გვასწავლიდნენ, რომ რადიო პოპოვმა გამოიგონა და რაკეტა ციოლკოვსკიმ...) მხატვრის შესახებ ენიკლოპედიურ ცნობარებში შეგიძლიათ ამოიკითხოთ, რომ იგი თავისი წინამორბედის, აბსტრაქციონიზმის პიონერის _ კანდინსკისაგან განსხვავებით, ძლიერ ცოტა ფერს იყენებდა. ამიტომ ეჭვქვეშ დგება თქვენი მტკიცება იმის შესახებ, რომ მხატვარმა უამრავი ფერი გამოიყენა იმისათვის, რომ ეს შეფერილობა მიეღო. თანაც მთავარი ის კი არაა, რამდენს იწვალებს მხატვარი მუშაობისას, არამედ ამ მუშაობის შედეგი... ასეთ რამეს ხაზვის გაკვეთილზე ერთი უბრალო შავი ~კოჰინორის~ ფანქრითა და სამკუთხა სახაზავით ვახერხებდით. ასევე ეჭვი მეპარება იმაში, რომ ფიროსმანს იმ კაბის დასახატად ბევრი თეთრი ფერი გამოეყენებინა, რადგან, როგორ ვიცი, თავად კლიენტები ყიდულობდნენ მისთვის საღებავებსა და ტილოს(სამწუხაროდ თეთრი კაბა არ მინახავს)... და კიდევ ყველაზე მთავარი _ მე არ მითქვამს, რომ ეს ნაწარმოები ცუდია. უბრალოდ აღვნიშნე, რომ ლექსს ვერ დავარქმევდი–მეთქი. ეს უფრო ჩანახატია...
13. მე მომეწონა. :) :) :) მე მომეწონა. :) :) :)
12. 5. საინტერესო მოსაზრებაა, მაგრამ ამას ლექსს ვერ დავარქმევ. ასეთი ნაწარმოებები ზუსტად ისეთივე შთაბეჭდილებას ახდენენ ჩემზე, როგორც მალევიჩის `შავი კვადრატი~, ყველა რომ ამბობს გენიალურიაო და საწინააღმდეგო აზრის გამოთქმას ვერავინ ბედავს. არადა მგონია, რომ ხელოვანნი ამას სნობებისთვის წერენ. ქეთაიუნი. 2011-01-11 15:37
არა, ქეითაუნ, სნობებისთვის არ წერენ. მალევიჩის "შავი კვადრატი" შესრულებულია წვრილი ფუნჯით და ზომით 80Х80 -ზეა . გაითვალისწინე, რომ ბუნებაში შავი ფერი სუფთა სახით არ არსებობს. ასევე არ არსებობს სუფთა შავი საღებავი და წარმოიდგინე რამდენი ფერის საღებავით უნდა დაეხატა ეს შავი კვადრატი. :) :) თანაც ისე, რომ ერთი ბრტყელი შავი კვდრატის შთაბეჭდილება დატოვებინა და არსად არ ყოფილიყო ჩავარდნები. ანუ, თვალმა არ დაინახოს ამოწეული ან ჩავარდნილი ადგილი ტილოზე. ეს ძალიან რთულია შესასრულებლად. შეგიძლია ხელოვნებათმცოდნეობის მუზეუმში მიხვიდე თბილისში და ნახო ფიროსმანის დახატული თეთრი კაბა. ნახავ რამდენი ფერით აქვს ეს კაბა დახატული.
პატივისცემით: ტენდი. :) 5. საინტერესო მოსაზრებაა, მაგრამ ამას ლექსს ვერ დავარქმევ. ასეთი ნაწარმოებები ზუსტად ისეთივე შთაბეჭდილებას ახდენენ ჩემზე, როგორც მალევიჩის `შავი კვადრატი~, ყველა რომ ამბობს გენიალურიაო და საწინააღმდეგო აზრის გამოთქმას ვერავინ ბედავს. არადა მგონია, რომ ხელოვანნი ამას სნობებისთვის წერენ. ქეთაიუნი. 2011-01-11 15:37
არა, ქეითაუნ, სნობებისთვის არ წერენ. მალევიჩის "შავი კვადრატი" შესრულებულია წვრილი ფუნჯით და ზომით 80Х80 -ზეა . გაითვალისწინე, რომ ბუნებაში შავი ფერი სუფთა სახით არ არსებობს. ასევე არ არსებობს სუფთა შავი საღებავი და წარმოიდგინე რამდენი ფერის საღებავით უნდა დაეხატა ეს შავი კვადრატი. :) :) თანაც ისე, რომ ერთი ბრტყელი შავი კვდრატის შთაბეჭდილება დატოვებინა და არსად არ ყოფილიყო ჩავარდნები. ანუ, თვალმა არ დაინახოს ამოწეული ან ჩავარდნილი ადგილი ტილოზე. ეს ძალიან რთულია შესასრულებლად. შეგიძლია ხელოვნებათმცოდნეობის მუზეუმში მიხვიდე თბილისში და ნახო ფიროსმანის დახატული თეთრი კაბა. ნახავ რამდენი ფერით აქვს ეს კაბა დახატული.
პატივისცემით: ტენდი. :)
11. სიბერე სიბერე ჩვენი ცხოვრების საფეხურია, რომელსაც, ისევე როგორც მის სხვა ეტაპებს, აქვს საკუთარი სახე, საკუთარი ატმოსფერო და ტემპერატურა, საკუთარი სიხარული და დარდი. ჩვენ, ჭაღარა მოხუცებს, ისევე როგორც ჩვენს უმცროს თანამოძმეებს, გვაქვს ამოცანა, რომელიც აზრს აძლევს ჩვენს არსებობას, ისევე როგორც სასიკვდილოდ განწირულ ავადმყოფს, მომაკვდავსაც _ რომლის სარეცლამდეც საეჭვოა, მიაღწიოს ხმამ ამქვეყნიური სამყაროდან _ აქვს თავისი ამოცანა, მანაც უნდა შეასრულოს მნიშვნელოვანი და საჭირო საქმე. იყო მოხუცი _ ისეთივე შესანიშნავი და აუცილებელი ამოცანაა, როგორც იყო ახალგაზრდა, ისწავლო კვდებოდე (სიკვდილი) და სიკვდილი ისეთივე საპატიო ფუნქციაა, როგორც სხვა ნებისმიერი, _ იმ პირობით, თუ ეს სრულდება ყოველგვარი სიცოცხლის აზრისა და სიწმინდის წინაშე მოწიწებით, კრძალვით. მოხუცი, რომლისთვისაც სიბერე, ჭაღარა და სიკვდილის სიახლოვე მხოლოდ საძულველი და საშინელია, ისეთივე უღირსი წარმომადგენელია თავისი ცხოვრების ამ ეტაპისა, როგორიც ახალგაზრდა და ძლიერი ადამიანი, რომელსაც სძულს თავისი საქმიანობა, ყოველდღიური შრომა და ცდილობს მისგან თავი დაიძვრინოს. მოკლედ რომ ვთქვათ: სიბერეში შენი დანიშნულება რომ შეასრულო და თავი გაართვა შენს ამოცანას, შეთანხმებული უნდა იყო სიბერესთან და იმ ყველაფერთან, რაც მას თან მოაქვს, უნდა უთხრა: `დიახ~. ამ `დიახის~ (დასტურის), იმის მზადყოფნის გარეშე, რომ მივეცეთ მას, რასაც ჩვენგან ბუნება ითხოვს, ჩვენ _ მოხუცები ვართ თუ ახალგაზრდები _ ვკარგავთ ჩვენს დღეთა ფასეულობასა (მნიშვნელობას) და აზრს და სიცოცხლეს ვატყუებთ. ყოველმა ადამიანმა იცის, რომ სიბერეს ახლავს ათასგვარი ტვირთი და რომ ის სიკვდილით მთავრდება. წლითი წლობით მსხვერპლი უნდა გაიღო და ბევრ რამეზე უარი თქვა. უნდა ისწავლო, აღარ ენდო შენს გრძნობებსა და ძალებს. გზა, რომელიც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ შენთვის პატარა გასეირნება იყო, გრძელი და რთული ხდება, და ერთ მშვენიერ დღეს ვეღარც შევძლებთ მის გავლას. უარის თქმა გვიხდება საჭმელზეც, რომელიც მთელი ცხოვრება გვიყვარდა. ფიზიკურ სიამოვნებასა და სიხარულს სულ უფრო იშვიათად განვიცდით და ამ სიამოვნებისთვის სულ უფრო ძვირი უნდა გადავიხადოთ. და შემდეგ, ყოველგვარი სნეულება და ავადმყოფობა, გრძნობების დაჩლუნგება, ორგანოების დასუსტება და ათასნაირი ტკივილი, განსაკუთრებით ღამღამობით, ხშირად ასეთი ხანგრძლივი და საშინელი _ ამ ყველაფერს თავს ვერ დააღწევ, ეს მწარე სინამდვილეა. მაგრამ საცოდაობა და სამწუხარო იქნებოდა, რომ მარტოოდენ დაკნინების, დაცემის ამ პროცესს მისცემოდი და ვერ დაგენახა, რომ სიბერესაც აქვს თავისი კარგი მხარეები, უპირატესობა, თავისი სანუგეშო და სასიხარულო. როცა ორი მოხუცი ერთმანეთს ხვდება, მათ მხოლოდ წყეულ ნიკრისის ქარებზე, სხეულზე, რომელიც აღარ გემორჩილება და ქოშინზე, კიბეზე ასვლისას რომ გაწუხებს, კი არ უნდა ილაპარაკონ, არამედ სასიხარულო და სასიამოვნო შეგრძნებებსა და შთაბეჭდილებებზე. ასეთები კი მრავლადაა. როცა შეგახსენებთ მოხუცთა ცხოვრების ამ დადებითსა და შესანიშნავ მხარეზე და იმაზე, რომ ჩვენ, ჭაღაროსნებს, გვსმენია ძალის, მოთმინების, სიხარულის ისეთი წყაროების შესახებ, რომლებიც ახალგაზრდების ცხოვრებაში არავითარ როლს არ ასრულებენ, მე არ შემფერის ვილაპარაკო რელიგიისა და ეკლესიის ნუგეშისცემაზე. ეს მღვდლის საქმეა, მაგრამ შემიძლია, ჩამოვთვალო რაღაც-რაღაც საჩუქრები, რომლებიც ჩვენთვის სიბერეს მოაქვს. მათგან ჩემთვის ყველაზე ძვირფასია საგანძური იმ სურათებისა, რომლებიც ხანგრძლივი ცხოვრების შემდეგ გონებაში აღგბეჭდვია და რომლებსაც, როცა შენი აქტიურობა ცხრება, სრულიად სხვა თანაგრძნობით უმზერ, ვიდრე ოდესმე წინათ. იმ ადამიანთა ხატებანი და სახეები, რომლებიც უკვე სამოცი-სამოცდაათი წელია წასულან ამ ქვეყნიდან, ისევ ჩვენთან არიან, გვიცქერენ ცოცხალი თვალებით. უკვე გამქრალ და სრულიად გადასხვაფერებულ სახლებს, ბაღებსა და ქალაქებს ვხედავთ ცოცხალთა და უვნებელთ, როგორც ოდესღაც, და შორეულ წლებში, ზღვისპირეთს, სადაც ათეული წლების წინ ვიმოგზაურეთ, ისევ მთელი თავისი ფერადოვნებით აღვიქვამთ ამ ჩვენს სურათებიან წიგნში. მზერა, დაკვირვება, ჭვრეტა სულ უფრო მეტად გადადის ჩვევაში და განწყობილება და დამკვირვებლის პოზიცია განსაზღვრავს ჩვენს საქციელს. ...სურვილების, ოცნებების, გატაცებებისა და ვნებებისგან დევნილები, ჩვენც, როგორც ადამიანთა უმრავლესობა, ჩვენი ცხოვრების წლებსა და ათასწლეულებში მივქროდით მოუთმენლად, ცნობისმოყვარეობითა და იმედებით, მტკივნეულად განვიცდიდით წარმატებებსა და იმედგაცრუებებს, დღეს კი ჩვენი საკუთარი ცხოვრების დიდი, ილუსტრირებული წიგნის ფურცვლისას გვიკვირს, როგორი მშვენიერი და საამურია გამოხვიდე ამ რბოლიდან და სწრაფვიდან, და მიეცე Vიტა ცომტემპლატივალ-ს. აქ, მოხუცთა ამ ბაღში, ყვავის უამრავი ყვავილი, რომელთა მოვლაზეც კი არ გვიფიქრია. აქ ყვავის ყვავილი მოთმინებისა, მარცვალი კეთილშობილი, ჩვენ ვხდებით უფრო მშვიდნი, შემწყნარებელნი და რაც უფრო ნაკლები მოთხოვნილება გვაქვს ჩავერიოთ და ვიმოქმედოთ, მით მეტი უნარი გვეძლევა, დავაკვირდეთ და ყური მივუგდოთ ბუნების სიცოცხლესა და ჩვენს თანამოძმეთა ცხოვრებას, კრიტიკის გარეშე ვადევნოთ თვალი მის მსვლელობას და გვიკვირდეს მისი მრავალფეროვნება, ზოგჯერ _ თანაგრძნობითა და ჩუმი სევდით, ზოგჯერ _ სიცილით, ნათელი სიხარულით, იუმორით. ამას წინათ ბაღში კოცონთან ვიდექი და ცეცხლში ვყრიდი ფოთლებსა და გამხმარ ტოტებს. ეკლიანი ღობის იქით ჩაიარა მოხუცმა ქალმა, რომელიც ალბათ 80 წლის იქნებოდა. იგი შეჩერდა და ყურება დამიწყო. მე მივესალმე, მაშინ მან გაიცინა და მითხრა: `სწორად მოიქეცით, კოცონი რომ გააჩაღეთ. ჩვენს ასაკში დროა, ნელ-ნელა შევეგუოთ ჯოჯოხეთს~. ამან მისცა ტონი საუბარს, რომლის დროსაც ერთმანეთს შევჩივლეთ ათასგვარი ტკივილისა და გაჭირვების შესახებ, მაგრამ სულ ხუმრობით (ხუმრობის კილოთი). საუბრის ბოლოს ვაღიარეთ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ საშინლად მოხუცები, სანამ ჩვენს სოფელში ცხოვრობს ყველაზე უხუცესი, რომელიც ასი წლისაა. როცა სრულიად ახალგაზრდები თავიანთი ძალის უპირატესობითა და გულუბრყვილობით ჩვენს ზურგს უკან იღიმებიან, სასაცილოდ ეჩვენებათ ჩვენი მძიმე სიარული და დაძარღვული ყელი, ჩვენ ვიხსენებთ, როცა ასეთი ძლიერები და ასეთივე მიამიტები ვიყავით, ოდესღაც ჩვენც ვიცინოდით, და სრულიად არ მიგვაჩნია, რომ დამარცხებულები ვართ, არამედ გვიხარია, რომ ცხოვრების ამ საფეხურს გადავაბიჯეთ და გავხდით უფრო ჭკვიანნი და მომთმენნი. ჰერმან ჰესე (რუსულიდან თარგმნა რუსუდან დარჩიაშვილმა) სიბერე სიბერე ჩვენი ცხოვრების საფეხურია, რომელსაც, ისევე როგორც მის სხვა ეტაპებს, აქვს საკუთარი სახე, საკუთარი ატმოსფერო და ტემპერატურა, საკუთარი სიხარული და დარდი. ჩვენ, ჭაღარა მოხუცებს, ისევე როგორც ჩვენს უმცროს თანამოძმეებს, გვაქვს ამოცანა, რომელიც აზრს აძლევს ჩვენს არსებობას, ისევე როგორც სასიკვდილოდ განწირულ ავადმყოფს, მომაკვდავსაც _ რომლის სარეცლამდეც საეჭვოა, მიაღწიოს ხმამ ამქვეყნიური სამყაროდან _ აქვს თავისი ამოცანა, მანაც უნდა შეასრულოს მნიშვნელოვანი და საჭირო საქმე. იყო მოხუცი _ ისეთივე შესანიშნავი და აუცილებელი ამოცანაა, როგორც იყო ახალგაზრდა, ისწავლო კვდებოდე (სიკვდილი) და სიკვდილი ისეთივე საპატიო ფუნქციაა, როგორც სხვა ნებისმიერი, _ იმ პირობით, თუ ეს სრულდება ყოველგვარი სიცოცხლის აზრისა და სიწმინდის წინაშე მოწიწებით, კრძალვით. მოხუცი, რომლისთვისაც სიბერე, ჭაღარა და სიკვდილის სიახლოვე მხოლოდ საძულველი და საშინელია, ისეთივე უღირსი წარმომადგენელია თავისი ცხოვრების ამ ეტაპისა, როგორიც ახალგაზრდა და ძლიერი ადამიანი, რომელსაც სძულს თავისი საქმიანობა, ყოველდღიური შრომა და ცდილობს მისგან თავი დაიძვრინოს. მოკლედ რომ ვთქვათ: სიბერეში შენი დანიშნულება რომ შეასრულო და თავი გაართვა შენს ამოცანას, შეთანხმებული უნდა იყო სიბერესთან და იმ ყველაფერთან, რაც მას თან მოაქვს, უნდა უთხრა: `დიახ~. ამ `დიახის~ (დასტურის), იმის მზადყოფნის გარეშე, რომ მივეცეთ მას, რასაც ჩვენგან ბუნება ითხოვს, ჩვენ _ მოხუცები ვართ თუ ახალგაზრდები _ ვკარგავთ ჩვენს დღეთა ფასეულობასა (მნიშვნელობას) და აზრს და სიცოცხლეს ვატყუებთ. ყოველმა ადამიანმა იცის, რომ სიბერეს ახლავს ათასგვარი ტვირთი და რომ ის სიკვდილით მთავრდება. წლითი წლობით მსხვერპლი უნდა გაიღო და ბევრ რამეზე უარი თქვა. უნდა ისწავლო, აღარ ენდო შენს გრძნობებსა და ძალებს. გზა, რომელიც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ შენთვის პატარა გასეირნება იყო, გრძელი და რთული ხდება, და ერთ მშვენიერ დღეს ვეღარც შევძლებთ მის გავლას. უარის თქმა გვიხდება საჭმელზეც, რომელიც მთელი ცხოვრება გვიყვარდა. ფიზიკურ სიამოვნებასა და სიხარულს სულ უფრო იშვიათად განვიცდით და ამ სიამოვნებისთვის სულ უფრო ძვირი უნდა გადავიხადოთ. და შემდეგ, ყოველგვარი სნეულება და ავადმყოფობა, გრძნობების დაჩლუნგება, ორგანოების დასუსტება და ათასნაირი ტკივილი, განსაკუთრებით ღამღამობით, ხშირად ასეთი ხანგრძლივი და საშინელი _ ამ ყველაფერს თავს ვერ დააღწევ, ეს მწარე სინამდვილეა. მაგრამ საცოდაობა და სამწუხარო იქნებოდა, რომ მარტოოდენ დაკნინების, დაცემის ამ პროცესს მისცემოდი და ვერ დაგენახა, რომ სიბერესაც აქვს თავისი კარგი მხარეები, უპირატესობა, თავისი სანუგეშო და სასიხარულო. როცა ორი მოხუცი ერთმანეთს ხვდება, მათ მხოლოდ წყეულ ნიკრისის ქარებზე, სხეულზე, რომელიც აღარ გემორჩილება და ქოშინზე, კიბეზე ასვლისას რომ გაწუხებს, კი არ უნდა ილაპარაკონ, არამედ სასიხარულო და სასიამოვნო შეგრძნებებსა და შთაბეჭდილებებზე. ასეთები კი მრავლადაა. როცა შეგახსენებთ მოხუცთა ცხოვრების ამ დადებითსა და შესანიშნავ მხარეზე და იმაზე, რომ ჩვენ, ჭაღაროსნებს, გვსმენია ძალის, მოთმინების, სიხარულის ისეთი წყაროების შესახებ, რომლებიც ახალგაზრდების ცხოვრებაში არავითარ როლს არ ასრულებენ, მე არ შემფერის ვილაპარაკო რელიგიისა და ეკლესიის ნუგეშისცემაზე. ეს მღვდლის საქმეა, მაგრამ შემიძლია, ჩამოვთვალო რაღაც-რაღაც საჩუქრები, რომლებიც ჩვენთვის სიბერეს მოაქვს. მათგან ჩემთვის ყველაზე ძვირფასია საგანძური იმ სურათებისა, რომლებიც ხანგრძლივი ცხოვრების შემდეგ გონებაში აღგბეჭდვია და რომლებსაც, როცა შენი აქტიურობა ცხრება, სრულიად სხვა თანაგრძნობით უმზერ, ვიდრე ოდესმე წინათ. იმ ადამიანთა ხატებანი და სახეები, რომლებიც უკვე სამოცი-სამოცდაათი წელია წასულან ამ ქვეყნიდან, ისევ ჩვენთან არიან, გვიცქერენ ცოცხალი თვალებით. უკვე გამქრალ და სრულიად გადასხვაფერებულ სახლებს, ბაღებსა და ქალაქებს ვხედავთ ცოცხალთა და უვნებელთ, როგორც ოდესღაც, და შორეულ წლებში, ზღვისპირეთს, სადაც ათეული წლების წინ ვიმოგზაურეთ, ისევ მთელი თავისი ფერადოვნებით აღვიქვამთ ამ ჩვენს სურათებიან წიგნში. მზერა, დაკვირვება, ჭვრეტა სულ უფრო მეტად გადადის ჩვევაში და განწყობილება და დამკვირვებლის პოზიცია განსაზღვრავს ჩვენს საქციელს. ...სურვილების, ოცნებების, გატაცებებისა და ვნებებისგან დევნილები, ჩვენც, როგორც ადამიანთა უმრავლესობა, ჩვენი ცხოვრების წლებსა და ათასწლეულებში მივქროდით მოუთმენლად, ცნობისმოყვარეობითა და იმედებით, მტკივნეულად განვიცდიდით წარმატებებსა და იმედგაცრუებებს, დღეს კი ჩვენი საკუთარი ცხოვრების დიდი, ილუსტრირებული წიგნის ფურცვლისას გვიკვირს, როგორი მშვენიერი და საამურია გამოხვიდე ამ რბოლიდან და სწრაფვიდან, და მიეცე Vიტა ცომტემპლატივალ-ს. აქ, მოხუცთა ამ ბაღში, ყვავის უამრავი ყვავილი, რომელთა მოვლაზეც კი არ გვიფიქრია. აქ ყვავის ყვავილი მოთმინებისა, მარცვალი კეთილშობილი, ჩვენ ვხდებით უფრო მშვიდნი, შემწყნარებელნი და რაც უფრო ნაკლები მოთხოვნილება გვაქვს ჩავერიოთ და ვიმოქმედოთ, მით მეტი უნარი გვეძლევა, დავაკვირდეთ და ყური მივუგდოთ ბუნების სიცოცხლესა და ჩვენს თანამოძმეთა ცხოვრებას, კრიტიკის გარეშე ვადევნოთ თვალი მის მსვლელობას და გვიკვირდეს მისი მრავალფეროვნება, ზოგჯერ _ თანაგრძნობითა და ჩუმი სევდით, ზოგჯერ _ სიცილით, ნათელი სიხარულით, იუმორით. ამას წინათ ბაღში კოცონთან ვიდექი და ცეცხლში ვყრიდი ფოთლებსა და გამხმარ ტოტებს. ეკლიანი ღობის იქით ჩაიარა მოხუცმა ქალმა, რომელიც ალბათ 80 წლის იქნებოდა. იგი შეჩერდა და ყურება დამიწყო. მე მივესალმე, მაშინ მან გაიცინა და მითხრა: `სწორად მოიქეცით, კოცონი რომ გააჩაღეთ. ჩვენს ასაკში დროა, ნელ-ნელა შევეგუოთ ჯოჯოხეთს~. ამან მისცა ტონი საუბარს, რომლის დროსაც ერთმანეთს შევჩივლეთ ათასგვარი ტკივილისა და გაჭირვების შესახებ, მაგრამ სულ ხუმრობით (ხუმრობის კილოთი). საუბრის ბოლოს ვაღიარეთ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ საშინლად მოხუცები, სანამ ჩვენს სოფელში ცხოვრობს ყველაზე უხუცესი, რომელიც ასი წლისაა. როცა სრულიად ახალგაზრდები თავიანთი ძალის უპირატესობითა და გულუბრყვილობით ჩვენს ზურგს უკან იღიმებიან, სასაცილოდ ეჩვენებათ ჩვენი მძიმე სიარული და დაძარღვული ყელი, ჩვენ ვიხსენებთ, როცა ასეთი ძლიერები და ასეთივე მიამიტები ვიყავით, ოდესღაც ჩვენც ვიცინოდით, და სრულიად არ მიგვაჩნია, რომ დამარცხებულები ვართ, არამედ გვიხარია, რომ ცხოვრების ამ საფეხურს გადავაბიჯეთ და გავხდით უფრო ჭკვიანნი და მომთმენნი. ჰერმან ჰესე (რუსულიდან თარგმნა რუსუდან დარჩიაშვილმა)
10. კარგია, მართალია.555 კარგია, მართალია.555
9. J მინიატურა???? J მინიატურა????
8. ძალიან დამაფიქრებელი ლექსია++++++++++++++++ ძალიან დამაფიქრებელი ლექსია++++++++++++++++
7. მე როგორც ადამიანი, რომელიც ხშირად ფიქრობს საკუთარ სიბერეზე - ამ ნაწერმა სულის სიღრმემდე შემძრა.
მეც :) როგორ ვეთანხმები ანინეს ამ ლექსის აღქმაში , კიდევ არ იცის:) თუმცა ისე მანიაკალური ფიქრები აღარ მჭამს როგორც ადრე,გადავლახე თუ შევეგუე :D აარაა გამახსენდა, გამოსავალი ვიპოვნე :D
მე როგორც ადამიანი, რომელიც ხშირად ფიქრობს საკუთარ სიბერეზე - ამ ნაწერმა სულის სიღრმემდე შემძრა.
მეც :) როგორ ვეთანხმები ანინეს ამ ლექსის აღქმაში , კიდევ არ იცის:) თუმცა ისე მანიაკალური ფიქრები აღარ მჭამს როგორც ადრე,გადავლახე თუ შევეგუე :D აარაა გამახსენდა, გამოსავალი ვიპოვნე :D
6. 5. საინტერესო მოსაზრებაა, მაგრამ ამას ლექსს ვერ დავარქმევ. ასეთი ნაწარმოებები ზუსტად ისეთივე შთაბეჭდილებას ახდენენ ჩემზე, როგორც მალევიჩის `შავი კვადრატი~, ყველა რომ ამბობს გენიალურიაო და საწინააღმდეგო აზრის გამოთქმას ვერავინ ბედავს. არადა მგონია, რომ ხელოვანნი ამას სნობებისთვის წერენ. ქეთაიუნი. 2011-01-11 15:37:01
საინტერესო კომენტარი იყო ფრიად. ”საწინააღმდეგო აზრის გამოთქმას ვერავინ ბედავს”, რა, მერაბიშვილის ლექსი კი არაა, გაბედეთ, ვინმე გიშლით? :D
და "ჟანრი - პოეზია"-ს მითითებით აქ ისეთი მოთხრობები იდება რომ იმათთან შედარებით ეს ლექსიცაა და უფრო მეტიც. მე როგორც ადამიანი, რომელიც ხშირად ფიქრობს საკუთარ სიბერეზე - ამ ნაწერმა სულის სიღრმემდე შემძრა. გინდათ მითხრათ რომ სნობი ვარ? არაა პრობლემა. :) ცინიკოსი, უგულო, ბოროტი + სნობი. :D რა იმიჯი მაქვს ურაკზე... :D
5. საინტერესო მოსაზრებაა, მაგრამ ამას ლექსს ვერ დავარქმევ. ასეთი ნაწარმოებები ზუსტად ისეთივე შთაბეჭდილებას ახდენენ ჩემზე, როგორც მალევიჩის `შავი კვადრატი~, ყველა რომ ამბობს გენიალურიაო და საწინააღმდეგო აზრის გამოთქმას ვერავინ ბედავს. არადა მგონია, რომ ხელოვანნი ამას სნობებისთვის წერენ. ქეთაიუნი. 2011-01-11 15:37:01
საინტერესო კომენტარი იყო ფრიად. ”საწინააღმდეგო აზრის გამოთქმას ვერავინ ბედავს”, რა, მერაბიშვილის ლექსი კი არაა, გაბედეთ, ვინმე გიშლით? :D
და "ჟანრი - პოეზია"-ს მითითებით აქ ისეთი მოთხრობები იდება რომ იმათთან შედარებით ეს ლექსიცაა და უფრო მეტიც. მე როგორც ადამიანი, რომელიც ხშირად ფიქრობს საკუთარ სიბერეზე - ამ ნაწერმა სულის სიღრმემდე შემძრა. გინდათ მითხრათ რომ სნობი ვარ? არაა პრობლემა. :) ცინიკოსი, უგულო, ბოროტი + სნობი. :D რა იმიჯი მაქვს ურაკზე... :D
5. საინტერესო მოსაზრებაა, მაგრამ ამას ლექსს ვერ დავარქმევ. ასეთი ნაწარმოებები ზუსტად ისეთივე შთაბეჭდილებას ახდენენ ჩემზე, როგორც მალევიჩის `შავი კვადრატი~, ყველა რომ ამბობს გენიალურიაო და საწინააღმდეგო აზრის გამოთქმას ვერავინ ბედავს. არადა მგონია, რომ ხელოვანნი ამას სნობებისთვის წერენ. საინტერესო მოსაზრებაა, მაგრამ ამას ლექსს ვერ დავარქმევ. ასეთი ნაწარმოებები ზუსტად ისეთივე შთაბეჭდილებას ახდენენ ჩემზე, როგორც მალევიჩის `შავი კვადრატი~, ყველა რომ ამბობს გენიალურიაო და საწინააღმდეგო აზრის გამოთქმას ვერავინ ბედავს. არადა მგონია, რომ ხელოვანნი ამას სნობებისთვის წერენ.
4. კატას ფეხი არ დავაბიჯოო, ფრთხილად გადადგა საწოლისკენ ბიჯი, შემდეგ გაახსენდა, რომ არ ჰყავდა კატა.
:))
რა საინტერესოა. კატას ფეხი არ დავაბიჯოო, ფრთხილად გადადგა საწოლისკენ ბიჯი, შემდეგ გაახსენდა, რომ არ ჰყავდა კატა.
:))
რა საინტერესოა.
3. მეუდაბნოევ... გული მომეწურა ძალიან... დამტოვე შთაბეჭდილებების ქვეშ მეუდაბნოევ... გული მომეწურა ძალიან... დამტოვე შთაბეჭდილებების ქვეშ
2. ან იქნებ, საერთოდ, არც ჰყავდა ძაღლი.
:)
+ ან იქნებ, საერთოდ, არც ჰყავდა ძაღლი.
:)
+
1. არ ვიცი ვისზე როგორ, მაგრამ ჩემზე ძალიან იმოქმედა...
"დაბრუნდა, ძლივს გახსნა ჭიშკარი, არავინ გამოეგება, ძაღლმაც ვერ გაიგო მისი მოსვლა, დაყრუვდა ეგება...
ან იქნებ, საერთოდ, არც ჰყავდა ძაღლი.
მიმქრალ ნაკვერჩხლებს სული შეუბერა, არ ეყო სული."
"და უცებ წარსული ამოტივტივდა, როგორც კარაქი ნადღვები რძიდან..."
"კატას ფეხი არ დავაბიჯოო, ფრთხილად გადადგა საწოლისკენ ბიჯი, შემდეგ გაახსენდა, რომ არ ჰყავდა კატა."
.... ბრავო... ძალიან ტრაგიკული და ემოციური, ძალიან. ძალიან შთამბეჭდავი... წავიღე ჩემთან... +++++++++++++++++++++++++++++++++++++++
არ ვიცი ვისზე როგორ, მაგრამ ჩემზე ძალიან იმოქმედა...
"დაბრუნდა, ძლივს გახსნა ჭიშკარი, არავინ გამოეგება, ძაღლმაც ვერ გაიგო მისი მოსვლა, დაყრუვდა ეგება...
ან იქნებ, საერთოდ, არც ჰყავდა ძაღლი.
მიმქრალ ნაკვერჩხლებს სული შეუბერა, არ ეყო სული."
"და უცებ წარსული ამოტივტივდა, როგორც კარაქი ნადღვები რძიდან..."
"კატას ფეხი არ დავაბიჯოო, ფრთხილად გადადგა საწოლისკენ ბიჯი, შემდეგ გაახსენდა, რომ არ ჰყავდა კატა."
.... ბრავო... ძალიან ტრაგიკული და ემოციური, ძალიან. ძალიან შთამბეჭდავი... წავიღე ჩემთან... +++++++++++++++++++++++++++++++++++++++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|