შენ წახვედი და დარდმაც იმატა, სევდამ შემიპყრო, თითქოს შიშმაც დამრია ხელი, ცა მოიღრუბლა,მერე ისევ გამოიდარა მე კი მარტო ვარ,სულ მთლად მარტო და ისევ გელი. იცი შენ ვინ ხარ? ჩემი ოცნება და სასწაული, ღამის წყვდიადი და წყვდიადში პატარა შუქი, თუმც უიმედოდ სიყვარულით დატყვევებული მუდამ შენ გელი, რომ ჩაგიკრა პატარა გულში. იცი, შენ ვინ ხარ? ჩემი დარდი, ჩემი წუხილი, ჩემი ტკივილი და ცხოვრება განაწამები, თუმც შენ მასწავლე ოცნება და შემასხი ფრთები, შენს მოლოდინში, შენზე ფიქრით უღვინოდ ვთვრები. ქვეცნობიერში ისევ სძინავს შიშს შეუცნობელს, მაინც კიაფობს ნაპერწკალი თრთოლვის და რიდის, სულის ღრიჭოდან ამოქაჩავს შენს ნამოქმედარს, არ გაპატიებს,ცხოვრება ხომ უნდობლად მიდის. მე მეშინია და რიდიც მაქვს შენთან შეხვედრის, შენ არა გესმის, წვიმა მიგებს მარტო დარჩენილს, შენ დაგავიწყდა, რომ კანონი არსებობს ერთი, სიყვარულია ეს კანონი, კაცის და ღმერთის.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. მომეწონა, წარმატებები........ მომეწონა, წარმატებები........
13. უღვინოდ ტრფობა რატოა ცუდი ვერ გავიგე? :D ნორმალურია, რაღაცეები არის კაი, ოღონდ დასახვეწია. უღვინოდ ტრფობა რატოა ცუდი ვერ გავიგე? :D ნორმალურია, რაღაცეები არის კაი, ოღონდ დასახვეწია.
11. ,, ნაცნობი" ???? რას გულისხმობთ? ,, ნაცნობი" ???? რას გულისხმობთ?
10. ,, ნაცნობი" ???? რას გულისხმობთ? ,, ნაცნობი" ???? რას გულისხმობთ?
9. აბა რა,ზუსტად მასეა,რაღაც ნაცნობი მგონია მე ამ ლექსის ავტორი.არ ვიცი იქნებ ვცდები. ნუ ეს რა შუაშია,წარმატებები ავტორს აბა რა,ზუსტად მასეა,რაღაც ნაცნობი მგონია მე ამ ლექსის ავტორი.არ ვიცი იქნებ ვცდები. ნუ ეს რა შუაშია,წარმატებები ავტორს
8. გმადლობთ! რჩევებს გავითვალისწინებ:) გმადლობთ! რჩევებს გავითვალისწინებ:)
7. წარმატებები!!! წარმატებები!!!
6. მოდით პირველივე ნაწარმოებზე ნუ "მივაყრით" არ იქნება სწორი... მე მომეწონა +)(+ წარმატებები!!!!! მოდით პირველივე ნაწარმოებზე ნუ "მივაყრით" არ იქნება სწორი... მე მომეწონა +)(+ წარმატებები!!!!!
5. +5 მომეწონა +5 მომეწონა
3. აზრი გასაგებია - ბევრი ითქვა და დაიწერა ცალკე სევდაზე, ცალკე სიმარტოვეზე და ორივეზე ერთადაც,ბოდიშის მოხდით ავტორთან- ლექსი ვერ არის ძლიერი, რითმები და ა.შ სუსტია. პუქტუაცია - მისახედი დღესასწაულებს გილოცავთ.წარმატებები! აზრი გასაგებია - ბევრი ითქვა და დაიწერა ცალკე სევდაზე, ცალკე სიმარტოვეზე და ორივეზე ერთადაც,ბოდიშის მოხდით ავტორთან- ლექსი ვერ არის ძლიერი, რითმები და ა.შ სუსტია. პუქტუაცია - მისახედი დღესასწაულებს გილოცავთ.წარმატებები!
2. ძალიან არ მომეწონა და იმედია ავტორი მაპატიებს. უღვინოდ თრობა და სევდისგან შებყრობა... ცუდი რამეა და პოეზიაში უფრო ცუდი ძალიან არ მომეწონა და იმედია ავტორი მაპატიებს. უღვინოდ თრობა და სევდისგან შებყრობა... ცუდი რამეა და პოეზიაში უფრო ცუდი
1. შენ დაგავიწყდა, რომ კანონი არსებობს ერთი, სიყვარულია ეს კანონი, კაცის და ღმერთის.
სიყვარული ღმერთივით მარადიულია ამ ქვეყანაზე. 555 შენ დაგავიწყდა, რომ კანონი არსებობს ერთი, სიყვარულია ეს კანონი, კაცის და ღმერთის.
სიყვარული ღმერთივით მარადიულია ამ ქვეყანაზე. 555
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|