ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალო
ჟანრი: პოეზია
14 იანვარი, 2011


გოგონა ანკესით

გოგონა ანკესით, ხედავს ველასკესი
გოგონას ცისფერი თვალებით,
ზღვა როა ცისფერი, ცა როა ცისფერი
გოგონას თვალებით მიხვდები.
ხვდება ველასკესი, გოგონა ანკესით
ვერაფერს რომ ვერ გახდება,
და თვითვე ეგება გოგონა ანკესზე
და ხდება ანკესიც ცისფერი.
ახლა კი ზღვა როა, ცა როა ისეა,
გოგონას ანკესი ცისფერი,
და ვერც კი შეუტყვია ისე შეიტყუა
ანკესზე ამ სქესმა ის სქესი.

      დათო ჩხაიძე
          ბათუმი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები