 | ავტორი: ის.... ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 16 იანვარი, 2011 |
დედაჩემს ეველინი ჰქვია და ძალიან უცნაური ქალია. ყოველ ღამე, როცა მე და იოჰანი დასაძინებლად მივდივართ, ის სკივრიდან პეტერის სურათს იღებს და ეფერება. პეტერი ჩვენი ძმა იყო, სანამ ერთ დღეს მატარებელს არ გაჰყვა და სულ არ დაგვივიწყა. იმ დღის შემდეგ, დედა ყოველ დილას შემოდის ჩვენს ოთახში და თმაზე გვკოცნის მე და იოჰანს. მერე ეველინი გადის და ამ დროს ჩვენ ყოველთვის რაღაც გვივარდება თვალში. მე და იოჰანმა ერთმანეთი დავარწმუნეთ, რომ თუ ოდესმე დედას მივატოვებთ, ღმერთი აღარ გამოგვიგზავნის ვაშლის ნამცხვარს. ჩვენ პატარა შვედურ სოფელში ვცხოვრობთ და მთელი წლის განმავლობაში ველოდებით, როდის გაიყინება ტბა ტყის პირას, რომ ვისრიალოთ. ------ -იოჰან, ხვალ რა უნდა მაჩუქო? -ანიკა, ჩვენთან მხოლოდ მდიდრები აღნიშნავენ შობას. მე სულაც არ მიკვირს იოჰანის პასუხი და ფეხშიშველი გავდივარ სამზარეულოში, თან გრძელი პერანგი მებლანდება ფეხებში. ეველინს, როგორც ყოველთვის, ლურჯი კაბა აცვია, თმა ოქროსფერი სარჭით მაღლა აქვს აწეული და ბუხრში ცეცხლის ანთებას ცდილობს. "პეტერ, ხვალ შენი დაბადების დღეა. ნეტა, თუ გამოგიცხობს ვინმე ვაშლის ნაცხვარს..",-დედა კაბის კალთით იწმენდს ცრემლს. მე ცხვირში რაღაც მეწვება და ისევ ოთახში ვბრუნდები. იოჰანს ჩასძინებია. ლოგინის ქვეშ ჩვენი კატა წევს და კრუტუნებს. ------- დედა ახლა ბუხარს აანთებს. მერე ცხელ შოკოლადს დაგვისხამს უზარმაზარ ჭიქებში და წავა, თან პატარა ხის სკამს წაიღებს. ის ყოველ დღე ერთსა და იმავე მანძილს გადის. ეველინი რკინიგზის სადგურთან ახლოს, მინდორში დგამს სკამს და მატარებელს ელოდება. ხანდახან მე და იოჰანს საჭმელი მიგვაქვს მისთვის. ის ხელებზე გვკოცნის და გვეუბნება, რომ დღეს აუცილებლად დაბრუნდება პეტერი. როცა მზე ჩასვლას იწყებს, ეველინი მშვიდი სახით ბრუნდება სახლში და ამბობს, რომ პეტერს რაღაც საქმე გამოუჩნდა სტოქჰოლმში. მერე სამივე ერთად ვვახშმობთ და არასოდეს ვუყურებთ ერთმანეთს თვალებში. ძილის წინ ეველინი თმას იშლის და ჩელოსთან ჯდება. ის ყოველთვის ერთსა და იმავე მელოდიას უკრავს. მე და იოჰანი ვიძინებთ. ქარი ხმაურით აწყდება ფანჯრებს. ------ შობის საღამო. პეტერი არ დაბრუნებულა, არადა დედამ დილასვე გამოაცხო ვაშლის ნამცხვარი. ბუხარში ცეცხლი ანთია. -დედა, იცი, ტბა გაიყინა?- მე და იოჰანი გაყინულები შევცვივდით ოთახში. -დე, ვაშლის ნამცვარი გვაჭამე რა. ეველინი ტირის და ჩელოზე უკრავს მელოდიას, რომელიც ჯერ არ მოგვისმენია. მე და იოჰანი ხელს ვკიდებთ ერთამანეთს და ვიპარებით ოთახიდან. ისევ რაღაც ჩაგვივარდა თვალში. ჩვენ ვიცით, რომ ოჯახის წევრები ერთმანეთს არ ტოვებენ და არც ივიწყებენ. ეველინი უკრავს. თოვს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
24. "ჩვენ ვიცით, რომ ოჯახის წევრები ერთმანეთს არ ტოვებენ და არც ივიწყებენ..."
ეჰ... მაგაში რომ დარწმუნებული ვიყო :( :( :( "ჩვენ ვიცით, რომ ოჯახის წევრები ერთმანეთს არ ტოვებენ და არც ივიწყებენ..."
ეჰ... მაგაში რომ დარწმუნებული ვიყო :( :( :(
23. +++++++++++++++++ ცრემლი მომდადგა :) +++++++++++++++++ ცრემლი მომდადგა :)
22. აჰმმ.. მადლობა მადლობა.
მეც გილოცავ, გიგო.
აჰმმ.. მადლობა მადლობა.
მეც გილოცავ, გიგო.
21. +++555:) ყოჩაღ...წარმატებები:) +++555:) ყოჩაღ...წარმატებები:)
20. წინსვლა!!! განვლილ დღესასწაულებს გილოცავ!!! უფლის წყალობა და მადლი შენ!!! გაიხარე შენა!!! წინსვლა!!! განვლილ დღესასწაულებს გილოცავ!!! უფლის წყალობა და მადლი შენ!!! გაიხარე შენა!!!
18. ჰაჰ. მეც მენატრებით, მის, მეც : ) ჰაჰ. მეც მენატრებით, მის, მეც : )
17. ჰჰმმ ! . ძალიან ძალიან მომწონს ! ..
რაღა თქმა უნდა, შენებური, სხვანაირიი ... :-*
მიყვარხარ ან ! . დაა მაგრად მომანატრე თავი კიდე ... ! :-P ჰჰმმ ! . ძალიან ძალიან მომწონს ! ..
რაღა თქმა უნდა, შენებური, სხვანაირიი ... :-*
მიყვარხარ ან ! . დაა მაგრად მომანატრე თავი კიდე ... ! :-P
16. სმარ. ჰუგ.
ანინე, გამიხარდით, მის . : ) სმარ. ჰუგ.
ანინე, გამიხარდით, მის . : )
15. ეს ახლახანს წავიკითხე იქით...
და.. და... მინდა სულ წერდე და მე სულ გკითხულობდე.....
გხედავ..... ეს ახლახანს წავიკითხე იქით...
და.. და... მინდა სულ წერდე და მე სულ გკითხულობდე.....
გხედავ.....
14. როგორც წესი საიტზე პროზის ნიშნით რაც ქვეყნდება არ ვკითხულობ, ეხლა აი ამ კომენტარს შემოვყევი,
12. ჰაჰ. და როგორ მგავს ეველინი, მერე რა რომ სულ არ მყავს შვილები.
მერიენ. ის..... 2011-01-17 12:06:58
და ჩემი შთაბეჭდილება მინდა ვთქვა. მე როცა ვკითხულობდი მქონდა განცდა რომ იქ ვიყავი, რომ ნამყოფი ვარ მაგ პატარა შვედურ სოფელში... და რომ მე ვარ ეველინი, მიუხედავად იმისა რომ ჩემი ყველა შვილი ჩემთანაა... და ბოლო ნაწილში რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს ჟრუანტელმა დამიარა, მიუხედავად იმისა რომ ოთახში ძალიან თბილა. აი ამ ზომის ნაწარმოებით რომ ავტორი ამდენს შეძლებს, ჩემი მოკლე ჭკუით და გრძელი თმებით, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. : ) წარმატებები. და მიხარია რომ წავიკითხე. მართლა!
როგორც წესი საიტზე პროზის ნიშნით რაც ქვეყნდება არ ვკითხულობ, ეხლა აი ამ კომენტარს შემოვყევი,
12. ჰაჰ. და როგორ მგავს ეველინი, მერე რა რომ სულ არ მყავს შვილები.
მერიენ. ის..... 2011-01-17 12:06:58
და ჩემი შთაბეჭდილება მინდა ვთქვა. მე როცა ვკითხულობდი მქონდა განცდა რომ იქ ვიყავი, რომ ნამყოფი ვარ მაგ პატარა შვედურ სოფელში... და რომ მე ვარ ეველინი, მიუხედავად იმისა რომ ჩემი ყველა შვილი ჩემთანაა... და ბოლო ნაწილში რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს ჟრუანტელმა დამიარა, მიუხედავად იმისა რომ ოთახში ძალიან თბილა. აი ამ ზომის ნაწარმოებით რომ ავტორი ამდენს შეძლებს, ჩემი მოკლე ჭკუით და გრძელი თმებით, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. : ) წარმატებები. და მიხარია რომ წავიკითხე. მართლა!
13. ვა.
კარგი რამეა. ვა.
კარგი რამეა.
12. ჰაჰ. და როგორ მგავს ეველინი, მერე რა რომ სულ არ მყავს შვილები.
მერიენ. ჰაჰ. და როგორ მგავს ეველინი, მერე რა რომ სულ არ მყავს შვილები.
მერიენ.
11. ეს გუშინ წავიკიტხე და ვერარ მოვასწარი დაკომენტარება...
ჩემი ნიჭიერუკა ხარ შენ...ამხელა ემოციას ატევ ხოლმე ამ პატარა ნაწერებში...იშვიათად ეს ვინმემ მოახერხოს..თან ყველაზე მაგარი ის არის რომ სულ ვაგონებად დადიან ხოლმე კადრები თვალებში...
:-* ეს გუშინ წავიკიტხე და ვერარ მოვასწარი დაკომენტარება...
ჩემი ნიჭიერუკა ხარ შენ...ამხელა ემოციას ატევ ხოლმე ამ პატარა ნაწერებში...იშვიათად ეს ვინმემ მოახერხოს..თან ყველაზე მაგარი ის არის რომ სულ ვაგონებად დადიან ხოლმე კადრები თვალებში...
:-*
10. ..
რომ გაივსო - აუცილებლად უნდა ფლობდე სიცარიელეს.. ..
რომ გაივსო - აუცილებლად უნდა ფლობდე სიცარიელეს..
9. ზუსტად დაჭერილი ემოციები :) ჭკვიანი გოგო :* ზუსტად დაჭერილი ემოციები :) ჭკვიანი გოგო :*
8. ემ. ნიკა.
და მაინც რა სიცარიელეა ყველგან. აჰმ.
ემ. ნიკა.
და მაინც რა სიცარიელეა ყველგან. აჰმ.
7. სასიამოვნოდ იკითხები ხოლმე.. :) სასიამოვნოდ იკითხები ხოლმე.. :)
6. ..
ჰო.. ანიკა მე-ც მაგრად მომწონს.. სახელი-ც და ავტორი-ც.. ..
ჰო.. ანიკა მე-ც მაგრად მომწონს.. სახელი-ც და ავტორი-ც..
5. სუნთქვაშეკრულმა წავიკითხე... :-* ჭკვიანო. :-* სუნთქვაშეკრულმა წავიკითხე... :-* ჭკვიანო. :-*
4. ჰეჰ. და რა თქმა უნდა, მის, თქვენ მიხვდით, რომ ეს გუშინდელმა თქვენმა მოტანილმა სკანდინავიურმა სურნელმა დამაწერინა . : ) ჰეჰ. და რა თქმა უნდა, მის, თქვენ მიხვდით, რომ ეს გუშინდელმა თქვენმა მოტანილმა სკანდინავიურმა სურნელმა დამაწერინა . : )
3. და კიდევ ანიკა ლამაზი სახელია. უცნაური. ჰო. :) და კიდევ ანიკა ლამაზი სახელია. უცნაური. ჰო. :)
2. გაყინულს ტბას ყოველთვის დაყვება მისტიკა. მითუმეტეს ზემოთ. ჩრდილოეთში. ოქროსფერი სარჭი და ჩელო.
დიახ. გაყინულს ტბას ყოველთვის დაყვება მისტიკა. მითუმეტეს ზემოთ. ჩრდილოეთში. ოქროსფერი სარჭი და ჩელო.
დიახ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|